როგორ ვასიამოვნოთ მამაკაცს

სექსოლოგების თქმით მამაკაცები არ არიან მომთხოვნები და პრეტენზიულები, ამიტომ მათთვის სიამოვნების მინიჭება ადვილია, მთავარია ქალის სურვილი. სექსოლოგები გვაძლეენ რეკომენდაციებს არა მხოლოდ სექსის შესახებ, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რეკომენდაციებითაც გვასაჩუქრებენ. მამაკაცების ბედნიერებისთვის აუცილებელია ყველა სფეროში სიმშვიდე და ჰარმონია.

კაცს სიამოვნებს, როცა ქალი მასზე ფიქრობს, წუხდება და ცდილობს მას ასიამოვნოს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს კერძის სიმალაზეს. საყვარელი ქალის მიერ მომზადებული კერძის მირთმევის შემდეგ კაცი დუნდება და თავს საყვარელ მამაკაცად გრძნობს. საყვარელი მამაკაცისთვის დრო და დრო მოამზადეთ ახალი კერძები, რომლებიც სპეციალურად მისთვის იქნება, ღიმილი არ დაგავიწყდეთ, რომანტიკული ვახშამიც კარგი იდეაა. არ დაინანოთ საყვარელი მამაკაცისთვის კერძების კეთება.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


ეცადეთ გაიგოთ რა სიამოვნებს თქვენ პარტნიორს და მიანიჭოთ მას სიამოვნება. აჩუქეთ მას დომინირება, ან გახდით ინიციატორი, მოიფიქრეთ ახალი იდეები და თამაშები სექსის მრავალფეროვნებისთვის.

ბევრ კაცს ურჩევნია საღამო მშვიდად საქმეების გასაკეთებლად გამოიყენოს, ან უბრალოდ ტელევიზორს უყუროს. ასე რომ, ხშირი რომანტიკული საღამოების გამართვა და სიურპრიზების მოწყობაც არ არის საჭირო. ყველაფერს ზომის ცოდნა უნდა.

თქვენს ყოველდღიურობაში ეროტიკა უნდა იგრძნობოდეს. დილით საუზმის მირთმევა შიშველ სხეულზე პატარა წინსაფარ აფარებული სხეულით. სახლის დალაგება მოსამსახურეს ფორმაში. ან კიდევ სახლში დაბრუნებულ მამაკაცს მაღალ ქუსლებზე და სექსუალურ საცვლებში დახვდით. ეს მას სასიამოვნოდ გააკვირვებს და აღაგზნებს.

მამაკაცმა უნდა გაატაროს თავის მეგობრებთან დრო და მას ამის უფლება უნდა მისცეთ.

თუ მასთან ბედნიერი ხართ, ხშირად გაუღიმეთ, რადგან კაცები გულწრფელ ღიმილს მიმზიდველად მიიჩნევენ და იჯერებენ, რომ მათთან ბედნიერნი ხართ.

მამაკაცმა მეტი ენთუზიაზმი რომ გამოიჩინოს საჭიროა, აუცილებელია მისი შექება. ყველა მამაკაცს სიამოვნებს შექება.

გააღვიძეთ თქვენი მამაკაცები ნაზი კოცნით. მოეალერსეთ და მოეფერეთ მას.

“სულელური ჩანაწერები” (სიყვარულის ახსნა, ფარული სურვილები, შექება) სტიკერებზე, რომლებსაც მიაკრავთ ყველაგან, სადაც მამაკაცმა შეიძლება გაიაროს, მას ძალიან გაახარებს. მამაკაცი ამ ჟესტს მიიღებს, როგორც განსაკუთრებულ ყურადღებას

და ბოლოს, მამაკაცების უმრავლესობას არ უყვართ ქალთან ერთად საყიდლებზე სიარული. მათი მხრიდან მეტად ფასდებიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლად დადიან მაღაზიებში და ყიდულობენ მათთვის აუცილებელ ნივთებს.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა