სხეულის მასა და სექსი

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
მადის დამაქვეითებლები ,,ამაზონზე”
გასახდომი ჩაი
გასახდომი კორსეტები ამაზონზე
გასახდომი საუნა-შორტები ამაზონზე

ადამიანებს საკუთარი სხეულის მასა, შეიძლება უქმნიდეთ პრობლემებს სექსუალურ ცხოვრებაში, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით. მაგ. ზედმეტმა წონამ მამაკაცს შეიძლება შეუქმნას პრობლემა ერექციის მხრივ, ქალებში კი შეიძლება გამოიწვიოს არასექსუალობის ფსიქოლოგიური განცდა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით დანიაში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 5500 ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა და გამოიკვეთა საინტერესო ფაქტები:

სიმსუქნე როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ქმნის სექსუალური დისფუნქციის პრობლემებს. ქალებში სიმსუქნეს დამატებით ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს თან.
მამაკაცები რომლებიც არიან ძალიან გამხდრები 22 – ჯერ მაღალი რისკი აქვთ სექსუალური დისფუნქციების მხრივ, ვიდრე ნორმალური წონის მამაკაცებს. ეს პრობლემებია: ერექციული დისფუნქცია, ორგაზმის პრობლემები, ნაადრევი ეაკულაცია, ტკივილი სექსის დროს და სხვა.
მამაკაცები, რომელთა წელის გარშემოწერილობა იყო 100 სმ-ზე მეტი. ჰქონდათ 71 % – ით გაზრდილი რისკი სხვადასხვა სახის სექსუალური პრობლემების განვითარების კუთხით. ვიდრე იმ მამაკაცებს, რომელთაც აქვთ წელის გარშემოწერილობა 92 სანტიმეტრზე ნაკლები.

მაღალი წონა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ზრდის დიაბეტის და გულ – სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს.
ჭარბი წონის და სექსუალური დისფუქციის არსებობა, წარსულშიც იყო ცნობილი და მიზეზებიც დადგენილია თუ რა კავშირშია, ჭარბი წონა და ცხიმის ზედმეტი შემცველობა სექსუალურ დისფუნქციასთან, თუმცა ის ფაქტი, რომ დაბალი სხეულის მასის ადამიანებსაც ჰქონდათ გამოკვეთილი სექსუალური პრობლემები, დამატებით კვლევებს საჭიროებს.

დაბალი სხეულის მასის მქონე ქალებს, ჰქონდათ ნაკლები სექსუალური პრობლემები ნორმასთან შედარებით. ასევე მსუქან, სექსუალურად აქტიურ ქალებს, ჰქონდათ ნაკლები სექსუალური პრობლემები. ეს გამაოგნებელი შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ქალები სექსუალური პრობლემების დროს მეტად არიან მიდრეკილი სექსუალური ცხოვრების შეწყვეტისკენ მამაკაცებისგან განსხვავებით.
ქალების სექსუალურ დისფუნქციაში ამ შემთხვევაში განხილული იყო საშოს სიმშრალე, ორგაზმის განცდის უნარის დაქვეითება, ვაგინიზმი, მტკივნეული აქტი.

ქალები, რომლებიც მოიხმარდნენ მარიხუანას სამჯერ ნაკლებად ჰქონდათ ორგაზმის განცდის უნარი.
ქალები, რომლებიც იყვნენ მწეველები, არამსმელები (მსმელობაში ალკოჰოლიზმი არ მოიაზრება, სოციალური მსმელი ამ შემთხვევაში), ჰქონდათ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტი და წელის გარშემოწერილობა 92 სანტიმეტრზე მეტი, იყვენენ სექსუალურად უფრო ინერტულები, ვიდრე დანარჩენი ჯგუფი.
მამაკაცები, რომელთაც სხეულის მასის ინდექსი ჰქონდათ 20 – ზე ნაკლები ან 30 – ზე მეტი იყვნენ სექსუალური პრობლემების წინაშე უმეტესად ერექტიული დისფუნქციით.
მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ დაბალი სხეულის მასა, ასევე ჰქონდათ ნაადრევი ეაკულაციის გამოკვეთილი (8-ჯერ მეტად) პრობლემები.
მამაკაცები, რომლებიც იყვნენ მწეველები, 2-ჯერ უფრო ხშიად ჰქონდათ ერექციული დისფუნქციის პრობლემები.
ზოგადად ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, დასვენება, ვარჯიში და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება აუმჯობესებს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებას.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“