ინტიმური ქირურგია

http://www.medgeo.net/2015/02/24/ინტიმური-ქირურგია/

ინტიმური ქირურგიის ერთ-ერთ ნაწილია პენისის სისქის მომატება. პენისის გასქელების მეთოდებიდან მედიცინაში რამდენიმე ძირითადი ვარიანტი გამოიყენება. ქვემოთ ცალ-ცალკე იქნება განხილული ყველა მათგანი.

გელის გამოყენება

პენისის გასქელების მიზნით კანქვეშ ინექციების სახით გელების შეყვანაზე პირველი სტატია გამოქვეყნდა 1947 წელს Quenu and Perol-ის სტატიაში. 1950 წელს Smetana and Bernhard-მა აღწერეს 14 შემთხვევა, როცა ინექციის შეყვანის ადგილად წარმოიქმნა გრანულები, მათგან 9 შემთხვევაში კანქვეშ ზეთისებრი  მასები იყო შეყვანილი. ამ მეთოდის ძირითადი ნაკლი იყო მასიური, მკვრივი გრანულების წარმოქმნა, კანის საფარველის ნაწიბუროვანი დეფორმაცია და მოძრაობის შეზღუდვა, ლიმფური შეშუპება, ერექციის დროს ტკივილი, პენისის სიგრძეში დამოკლება და ერექციული დისფუნქცია.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

ახლანდელ დროში პენისის გასქელების მსურველთათვის ალტერნატიული მეთოდები არსებობს:

    • კან-ცხიმოვანი ტრანსპლანტანტის იმპლანტაცია;
    • მუცლის სწორი კუნთის უბნის ტრანსპოზიცია ღერძულ სისხლძარღვზე;
    • წინა დაკბილული კუნთის ფასციის ვასულარიზებული ნაწილის გადანერგვა.

კან-ცხიმოვანი ტრანსპლანტანტის იმპლანტაცია

კან-ცხიმოვანი ტრანსპლანტანტის იმპლანტაციის დროს იყენებენ დეეპიდერმიზებულ (კანს მოცილებულ) არავასკულარიზებულ კან-ცხიმოვან ტრანსპლანტანტს დუნდულების უბნიდან. ამ მეთოდის ხშირი გართულებაა ტრანსპლანტანტების შემდგომი ლიზისი (დაშლა), დაახლოებით 70%, პენისის კანის საფარველის დეფორმაცია, აგრეთვე ოპერაციის შემდგომი ჭრილობების დაჩირქება. დონორის კოსმეტიკური პრობლემა ნაკლებია, რამეთუ ნაწიბურები განლაგებულია დუნდულების ნაოჭებში.

მუცლის სწორი კუნთის უბნის ტრანსპოზიცია ღერძულ სისხლძარღვზე

მუცლის სწორი კუნთის უბნის ტრანსპოზიცია ღერძულ სისხლძარღვზე უზრუნველყოფს ტრანსპლანტანტის საიმედოობას, რამეთუ სრულყოფილად ნარჩუნდება კუნთის სისხლმომარაგება. დონორ და რეციპიენტ სისხლძარღვებს შორის მიკროანასტომოზების არ არსებობა ახდენს ნაადრევი გართულებების პრევენციას.
დონორის დეფექტი მუცლის წინა კედელზე რჩება შეუმჩნეველი, თუმცა კი აუცილებელია დონორმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში თავი მოარიდოს ფიზიკურ დატვირთვას, რომ არ განვითარდეს თიაქარი.

წინა დაკბილული კუნთის ფასციის ვასულარიზებული ნაწილის გადანერგვა

დღევანდელობაში ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის წინა დაკბილული კუნთის ფასციის ვასკულარიზებული ნაწილის გადანერგვა. მეთოდის უპირატესობაა ის, რომ ტრანსპლანტანტის ლიზისი არ ხდება. ტრანსპლანტანტი არის პლასტიური, საშუალებას იძლევა მოხდეს მოდელირება შეზღუდვების გარეშე.
ოპერაციის მეთოდიკა:  ოპერაციის დასაწყისში ხდება ჩუჩის მოკვეთა. შემდეგ პენისის კანი გადაიტანება ბოქვენისკენ. იღლიისქვეშა მიდამოშ გამოიყოფა 10-15 სმ-იანი კუნთოვანი ლოსკუტი (პატჩი,ნაფლეთი) თავის სისხლძარღვებით. ლოსკუტი შერჩეულია პენისის რეალური და სასურველი ზომების გათვალისწინებით. ამ ლოსკუტში ახვევენ პენისის სხეულს, სისხლძარღვები ეკერება მენჯის სისხლძარღვებს მიკროქირურგიულად. სააბოლოდ, პენისის გადაწეულ კანს დააბრუნებენ უკან და პენისი იძენს დამასახიათებელ შესახედაობას. შედეგი შესამჩნევია – სიგანში იმატებს 5-6 სმ, სიგრძეში 2 სმ.
ოპერაციის შემდგომ აუცილებელია წოლითი რეჟიმი და 10 დღე სტაციონარში. სქესობრივი ცხოვრების განახლება ხდება 2 თვის შემდეგ.

ადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

..