პირველი ღამე

პირველი საქორწინო ღამე მეტად საპასუხიმგებლო და საყურადღებო მოვლენაა წყვილის თანაცხოვრებაში. განსაკუთრებულს ამ ღამეს ის ხდის, რომ ქალსა და მამაკაცს შორის უნდა მოხდეს პირველი სქესობრივი კონტაქტი.

ინტიმური სიახლოვისთვის ყოველთვის საჭიროა მზადება, განსაკუთრებით კი პირველისთვის. წყვილი უნდა იყოს მარტო (თუკი არიან სახლში სხვა ადამიანებიც, მათი ოთახის კარი სასურველია ჩაიკეტოს), მნიშვნელოვანია რა გარემოში ხდება ეს, როგორია განათება (მკვეთრი განათება ქალს უქმნის დისკომფორტს, ცუდი კი მამაკაცს არ აძლევს საშუალებას, სასურველი ქალი შიშველი ნახოს), პირადი ჰიგიენის ნივთები, ჰიგიენური პროცედურებისთვის აუცილებელი ატრიბუტები და სიტუაცია და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ქალი მამაკაცზე მეტად ემოციურია, მორცხვიც უფრო მეტად არის (მით უმეტს ქალი, რომელსაც არ ჰქონია სქესობრივი სიახლოვე), შესაბამისად მეუღლის წინაშე პირველად გაშიშვლება მას არა მხოლოდ „აწითლებს“, არამედ უქმნის შინაგან წინააღმდეგობასაც. მეუღლემ უნდა გამოავლინოს ტაქტიანობა და ყურადღება, რომ ქალს არ მიაყენოს ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გაართულებს და უარეს შემთხვევაში შეუძლებელს გახდის ქალისთვის სქესობრივ ცხოვრებას.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ვნება, სასურველია წყვილმა არ იჩქაროს. სექსოლოგების აზრით, თუკი ქალი მზად არ არის პირველი სქესობრივი კონტაქტისთვის, დეფლორაციის (აპკის გახევის) შიში ყველა ქალში მეტნაკლებად არის, სასურველია მამაკაცმა ქალს მისცეს რაღაც დრო, რომ ქალი მოემზადოს და აქ არ არის საუბარი 1 ან 2 საათზე. შესაძლოა ამას 1 ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს. თუმცა ამ პერიოდში სქესობრივი სიახლოვისგან ქალმა არ უნდა შეიკავოს თავი.

პრაქტიკულად ყველა მამაკაცმა გამოცდილებით თუ გადმოცემით იცის, რა უნდა იგრძნოს აპკის გახევის დროს, მაგრამ სქესობრივი განათლების დაბალი დონის გამო, ძალიან ბევრი მათგანი ცდება და ეჭვების გამო ინგრევა ოჯახიც და სიყვარულიც. სამწუხარო რეალობაა, რომ მამაკაცების უდიდესი ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ სიამოვნება მიიღოს ახალშერთულ ცოლთან, მთელი სექსის განმავლობაში ჯერ იმაზეა კონცენტრირებული, იგრძნო აპკის გახევა თუ არა, მერე კი იმაზე, სისხლი მოსდის ქალს თუ არა.


► თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, წინამდებარე საიტიდან შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და .ფასდაკლებების გათვალისწინებით.

სექს-სათამაშოები –  ●ფალო-იმიტატორებიმასტურბატორები და თოჯინებისათამაშოები სამედიცინო თემატიკითპენისის რგოლებიპენისის გასადიდებლებივიბრატორები.
უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები ….სპერმიციდები.
სექსუალობის მოსამატებლები


არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც, შესაძლოა პირველმა ღამემ „დაგეგმილი“ შეგრძნებებით არ ჩაიაროს.

ელასტიური საქალწულე აპკი – ელასტიური კომპონენტის მომატებული შემცველობის გამო, საქალწულე აპკი არის ძალიან წელვადი და პენისის შესვლას არ უწევს წინააღმდეგობას, იწელება რა მისი ხვრელი (მეტრუალური სისხლის გამოსასვლელად არსებული), აპკი ატარებს პენისს და არ ირღვევა მისი მთლიანობა. ასეთი აპკი იხევა ძირითადად მშობიარობის დროს;

მასიური საქალწულე აპკი – აპკი, რომლის შემადგენლობაში ჭარბობს შემაერთებელქსოვილობანი კომპონენტი და არ იხევა სიმტკიცის გამო. ასეთი აპკი საჭიროებს ქირურგიულ დეფლორაციას, ან იხევა მშობიარობის დროს;

საქალწულე აპკი იხევა ნაკლებად სისხლმომარეგებულ ზონაში – ანუ გაიხა იქ, სადაც ან არ არის სისხლძარღვებია, ან მხოლოდ პატარა კაპილარებია;

საქალწულე აპკის სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვების სპაზმი – შიშის და ნერვიულობის დროს სისხლძრარების სპაზმი  ჩვეულებრივი მოვლენაა;

საქალწულე აპკის განუვითარებელი ხვრელი – გოგონების მცირე ნაწილში საქალწულე აპკის ხვრელი არ არის, ანუ განვითარების ანომალიაა. მესტრუალური სისხლი გროვდება საშოში, იქმნება მთელი რიგი პრობლემები და გოგონა ხვდება გინეკოლოგთან და ის აკეთებს ხელოვნურ დეფლორაციას, რადგან ამ დროს პრიორიტეტია მენსტრუალური სისხლის გარეთ გამოსვლა;

სხვა – ველოსპიედისტის, ჟოკეის, ტანმოვარჯიშის პროფესია, რომელიც იწვევს აპკის მუდმივ გაჭიმვას და ან აპკი ზიანდება სპონტანურად, ან ხდება მისი ხვრელის გაფართოება.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი უნდა იქნას გათვალისწინებული. პირველი ინტიმური სიახლოვის მომენტამდე წყვილი უნდა გაეცნოს ინფორმაციას, მოემზადოს ფიზიკურად და ფსქიოლოგიურად. აუცილებელია ლუბრიკაციის გათვალისწინება. ♥♥ ლუბრიკანტები ,,ამაზონზე” Lubricants >>

ვინაიდან ქალების ძალიან დიდი ნაწილი მოსალოდნელი „ტკივილის“ გამო არის დაძაბული, საშოს გამონადენი არის მცირე ან საერთოდ არ არის, ამიტომაც საჭიროა ლუბრიკანატი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქალისთვის მეტად „დამზოგველი“ პოზების ცოდნა.

ქალების ნაწილში არის პენისის საშოში მიხვედრის შიში, რის გამოც ვითარდება საშოს კუნთების ძლიერი სპაზმი და პენისის „შედება“ ვერ ხერხდება. დაუშვებელია, რომ მამაკაცი ძალით ეცადოს აქტის განხორცილებას, ეს ქალს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ ტრავმასაც აყენებს

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>