ტესტი ოვულაციაზე

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ოვულაციის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე”
ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის
სოკოვანი ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ტესტი ოვულაციაზე

გამოიყენება ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდის მოსაძებნად. ეს ტესტი  რეაგირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონეზე ქალის შარდში. ეს ჰორმონი უმნიშვნელო რაოდენობითაა ქალის ორგანიზმში, მაგრამ ოვულაციამდე 24-36 საათით ადრე ქალის ორგანიზმში ხდება ამ ჰორმონის დონის მკვეთრი მატება, რაც მეტყველებს ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროის არსებობაზე ანუ თუკი ტესტი დადებითია, ე.ი. მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მლჰ) დონემ მიაღწია პიკს.
ტესტზე წითელი ხაზით გამოსახულია მლჰ დონე:

თუკი ჰორმონის დონე გაიზომა (ტესტი გაკეთდა) საღამოს, ხოლო მლჰ პიკი იყო დილით, შესაძლოა ტესტი იყოს უარყოფითი, რადგანაც ტესტის კორექტულად ჩატარებისათვის, საკმარისი ჰორმონის დონე ორგანიზმში, აღინიშნება მხოლოდ 24 სთ განმავლობაში. აქედან გამომდინარე ოვულიაციის ტესტი უნდა გაკეთდეს დღეში 2-ჯერ, რომ ის პიკი არ გამოეპაროს ქალს.

რეკომენდაციები

თუკი ოვულაციაზე ტესტით სარგებლობა გადაწყვიტა ქალმა, სასურველია გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველდღე და სასურველია ერთსა და იმავე დროს;
  • შედარებით ხელსაყრელი დროა დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე;
  • არ გამოიყენოთ დილის პირველი შარდი ტესტისთვის;
  • ტესტირებამდე 1-4 საათით ადრე შეამცირეთ სითხის მიღება;
  • თუკი ქალი იღებს მლჰ შემცველ მედიკამენტებს, ტესტირების ჩატარება აზრს კარგავს;
  • ტესტის ჩატარების, დროს გასათვალისწინებელია ინსტრუქცია;
  • შედეგი 10-30 წუთში გამოვლინდება. ამ დროის გასვლის შემდეგ შედეგების ინტერპრეტირებას აზრი არა აქვს;

ტესტირების შედეგები

ტესტირების შემდეგად მიიღება სამი სახის შედეგი:

  • უარყოფითი – გამუქდება მხოლოდ ერთი (საკონტროლო) ხაზი;
  • დადებითი – სატესტო ხაზი საკონტროლო ხაზის ფერი ან მასზე მუქია;
  • შეცდომა – საკონტროლო ხაზის არ არსებობა ტესტზე.

ტესტი გაკეთებისთვის საჭიროა განისაზღვოს ქალის მენსტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე თვის მანძილზე. შემდეგ უნდა მოიძებნოს შესაბამისი დღეების რაოდენობა ქვემოთ მოცემული ცხრილის მარცხენა გრაფაში და მის გასწვრივ მარჯვენა გრაფაში მითითებულია ის დღე, რომლიდანაც უნდა დაიწყოს ქალმა ტესტის კეთება ოვულაციაზე.
ტესტის პასუხი შეიძლება იყოს ცრუდადებითი შემდეგი მიზეზების გამო:

  • ყველა ქალის ორგანიზმში განსხვავებული რაოდენობის მლჰ გამომუშავდება;
  • ოვულაციაზე ტესტებს განსხვავებული მგრძნობელობა აქვს;
  • შარდის განსხვავებული კონცენტრაცია, გამომუშავებული სითხის რაოდენობის მიხედვით;
  • ტესტირების დრო.

ოვულაციაზე ტესტის უარყოფითად ითვლება მისი ფინანსური მხარე. ტესტირება გარკვეულ თანხებს უკავშირდება, ვინაიდან საჭიროა ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც ტესტირება რამდენიმე დღის და ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაშიც. თუკი ქალი მხოლოდ ერთხელ იკეთებს ტესტს, ალბათობა იმისა, რომ „გამოეპაროს“ მლჰ პიკი, ძალიან მაღალია.


ტესტი ოვულაციაზელალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌 ტესტი ოვულაციაზე გამოიყენება ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდის მოსაძებნად.
🧪 ეს ტესტი რეაგირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონეზე ქალის შარდში.
📅 ეს ჰორმონი უმნიშვნელო რაოდენობითაა ქალის ორგანიზმში, მაგრამ ოვულაციამდე 24-36 საათით ადრე ქალის ორგანიზმში ხდება ამ ჰორმონის დონის მკვეთრი მატება, რაც მეტყველებს ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროის არსებობაზე.
🟢 ანუ თუკი ტესტი დადებითია, ე.ი. მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მლჰ) დონემ მიაღწია პიკს.
👩 თუკი ქალმა გადაწყვიტა ოვულაციური ტესტით სარგებლობა, სასურველია გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
➡️ ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველდღე და სასურველია ერთსა და იმავე დროს;
➡️ შედარებით ხელსაყრელი დროა დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე;
➡️ არ გამოიყენოთ დილის პირველი შარდი ტესტისთვის;
➡️ ტესტირებამდე 1-4 საათით ადრე შეამცირეთ სითხის მიღება;
💊 თუკი ქალი იღებს მლჰ შემცველ მედიკამენტებს, ტესტირების ჩატარება აზრს კარგავს;
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ZUt4vK
#ოვულაცია #ტესტიოვულაციაზე #ოვულაციისტესტი #როგორგამოვიყენოთოვულაციისტესტი #მალუთეინიზირებელიჰორმონი #მლჰ #LH #ორსულობა #ორსულობისდაგეგმვა #სქესისდაგეგმვა #რეპროდუქტოლოგია #გინეკოლოგია #ოვულაციისტესტისშედეგები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


webტესტი ოვულაციაზე
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
☀ გაფრთხილება!