დილის ერექცია

http://www.medgeo.net/2015/02/25/დილის-ერექცია/

ყველა ჯანმრთელმა მამაკაცმა და ქალების ნაწილმა იცის დილის ფენომენი: პენისის ერექცია ან კლიტორისა და მცირე სასირცხვო ბაგეების შესიება. გერმანელმა სპეციალისტებმა, რომლებიც იკვლევდნენ ძილს, დაადგინეს დილის ერექციის მექანიზმი. დილის ერექციის მიზეზი სულაც არ არის სექსუალური აგზნება.

ყველა მამაკაცს აქვს ერექცია ძილის დროს და ხანდახან მთელი საათიც გრძელდება. ქალებშიც არის აღმოჩენილი მსგავსი ფენომენი, რომლის დროსაც ხდება ინტენსიური სისხლმოდინება გარეთა სასქესო ორგანოებთან, თუმცა ქალებში ეს მოვლენა ნაკლებად არის ცნობილია.

მამაკაცებში დილის ერექცია განსხვავდება ჩვეულებრივი ერექციისაგან იმით, რომ ამ დროს აღგზნების ობიექტი არ არის ანუ ის არ არის დამოკიდებული მამაკაცის სურვილებზე და გვერდით მყოფ პარტნიორზე. დილის ერექციის მიზეზების შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. თუმცა მიიჩნევენ, რომ დილის ერექციის გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • გადავსებული შარდის ბუშტი, რომელიც აწვება ნერვულ დაბოლოებებს და შედეგად მიიღება რეფრექტორულად დილის ერექცია;
  • ტესტოსტერონის ინტენსიური სინთეზი. დილით მამაკაცის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები უფრო სწრაფად, მიდის ვიდრე დღის სხვა მონაკვეთებში;
  • სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გაძლიერება.

ექიმების განცხადებით, მამაკაცების დილის ერექცია, არის სექსუალური ჯანმრთელობის შესანიშნავი მაჩვენებელი. დილი ერექცია აქვთ მოზარდ ბიჭებსაც. დილის ერექცია ძილში შეიძლება უნებლიე ორგაზმით და სპერმის ეაკულაციით დასრულდეს, რაც აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა.

დილის ერექციის არარსებობის მიზეზი შეიძლება მრავალი ფაქტორით აისხნას. თუ ადამიანს დილის ერექცია, პირველად განუვითარდა, დიდი ალბათობით ის შეიძლება დაკავშირებული იყოს კვებასთან. ძილის წინ მაძღრად კვება და ქრონიკული დაღლილობა არის დილის ერექციის არარსებობის მთავარი მიზეზი.

თუ დილის ერექცია ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ვითარდება, ეს უკვე შეშფოთების საგანია. მისი მიზეზებიდან მნიშვნელოვანია:

  • ძლიერი ფიზიკური მუშაობა;
  • მრავლობითი სტრესული სიტუაციები;
  • ნევროზები და დეპრესიები;
  • დაავადებები.

თუ დილის ერექცია მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში არ ვლინდება და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებსაც მამაკაცის ცხოვრებაში არ აქვს ადგილი, მაშინ ეს მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებზე. საჭიროა ექიმის ჩარევა.

დილის ერექციის არარსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ პათოლოგიებთან:

  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;
  • ვენერიული დავადებები;
  • ჰორმონალურ ცვლილებები, რაც შეიძლება კავშირში იყოს ასაკთან;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • კუნთების მომადუნებელი პრეპარატების მიღება: ტრანქვილიზატორები, ანტიდეპრესანტები, მიორელაქსანტები.

წყარო:

 


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

..