ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)

http://www.medgeo.net/2015/02/25/ერექციული-დისფუნქცია-იმ/

ერექციული დისფუნქცია ანუ პენისის დავარდნა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მამაკაცი ვერ ახერხებს მიაღწიოს სშოში ან შეინარჩუნოს საკმარისი ერექცია სქესობრივი აქტისთვის.  ერექტიული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და სხვადასხვა ხარისხი  გამოხატულია მამაკაცების 52 % ში 40-70 წლის ასაკში. ერექციული დისფუნქცია 45 წლამდე მამაკაცების თითქმის 10 % – ს აწუხებს.

ერექციული დისფუნქციის რისკ ფაქტორებია:

  • ასაკი (ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ერექციული დისფუნქციის შემთხვევების რაოდენობა);
  • შაქრიანი დიაბეტი (ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი 50 %-ში ვლინდება);
  • ჰიპერტენზია;
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები; სიგარეტის მოწევა;
  • თიაზიდური დიურეტიკები;
  • ფსიქოტროპული მედიკამენტები ანტიჰიპერტენზიულები;
  • დიგოქსინი;
  • H2 რეცეპტორების ანტაგონისტები;
  • ანტიქოლინერგულები;
  • ციტოტოქსიური აგენტები;
  • ანდროგენის ანტაგონისტები.

საშარდე სისტემების პრობლემები ხშირად ასოცირებულია ერექტიულ დისფუნქციასთან, ვინაიდან მაგ. შარდის ბუშტის დეტრუზორი კუნთების შეკუმშვას და გლუვი (კავერნოზული) კუნთების ფუნქციონირებას აქვთ ბევრი მსგავსებები. K+არხები, განსაკუთრებით კალციუმ სენსიტიური კალიუმის არხები,  A/Rho კინაზის სასიგნალო სისტემა, L ტიპის კალციუმის არხები, ჯაპ-კავშირები, წარმოდგენილია, როგორც დეტრუზორ კუნთებში, ასევე გლუვ კუნთებში.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

ერექციული დისფუნქციის დიაგნოზი, ძირითადად პაციენტის ანამნეზს ეფუძნება, რადგან ლაბორატორიული ტესტებით მისი დიაგნოსტიკა არ ხდება. პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს პაციენტის ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა, ფსიქოსოციალური და ფსიქოსექსუალური ისტორია, გაანალიზდეს რისკ-ფაქტორების არსებობა.

ფსიქოსექსუალური ასპექტები:

  • ინტერპერსონალური ურთიერთობების სიმყარე (ქორწინება, განქორწინება და ა.შ.);
  • დეპრესია;
  • სტრესი;
  • სექსუალური აქტის შესრულების შფოთვა;
  • ადამიანის სექსუალობის შესახებ ცოდნა და წარმოდგენები.

რისკ ფაქტორები:

  • შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, კორონარული არტერიების პათოლოგიები, თირკმლის პათოლოგიები(ბოლო სტადია),  პერიფერიული ვასკულარული პათოლოგიები;
  • ზურგის ტვინის ტრავმა, პათოლოგია;
  • ინსულტი, ალცჰეიმერის დაავადება;
  • მენჯის დაზიანება;
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიდეპრესანტები;
  • ანტიანდროგენები, ანდროგენების პროდუქციის ინჰიბიტორები რეკრეაციული წამლების; გამოყენება: ალკოჰოლი, თამბაქო, კოკაინი, ოპიატები.

ფიზიკური გასინჯვისას:  შესაძლოა მამაკაცს აღენიშნებოდეს ანდროგენების დეფიციტი – განუვითარებელი მეორადი სასქესო ნიშნები, სათესლეების მცირე მოცულობა, მკერდის გადიდება.
გენიტალური მგრძნობელობის გაქრობა-დაქვეითება შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის ტვინის დაზიანებაზე, წარსულში გადატანილ ინსულტზე ან პერიფერიულ ნეიროპათიაზე.
პერიფერიული იშემიის დროს მკვეთრად შესუსტებულია ბარძაყის და ტერფის არტერიების პულსაცია.
პენისის გასინჯვა საჭიროა პეირონის დაავადების გამოსარიცხად.

ერექციული დისფუნქციის გამოსავლენი ძირითადი ლაბორატორიული  ანალიზებია:

მკურნალობა: ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც აწუხებს ერექციული დისფუნქცია პირველ რიგში ექიმმა უნდა გაუწიოს ფსიქოსექსუალური კონსულტაცია,
შემდგომ, პირველირიგის თერაპიას წარმოადგენს სელექტიური ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები (სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი)
მეორე რიგის მკურნალობას წარმოადგენს:

  • ვაკუუმ მოწყობილობები;
  • ინტრაურეტრალური ალპრასტადილი;
  • ინტრაკავერნოზული ალპრასტადილის ინექცია.

მესამე რიგისმკურნალობა

  • პენისის პროთეზირება;
  • სისხლძარღვოვანი ქირურგია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ სექსოლოგია >>>

..

One thought on “ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)”

Comments are closed.