ქალის სექსუალური სურვილი

ქალებში სექსუალური სურვილის გამომწვევი შეიძლება გახდეს მრავალი ფაქტორი. სასურველ ადამიანად თავის გრძნობა, შეიძლება იყოს ძლიერი ბიძგი სექსუალური აქტივობისთვის, აგრეთვე ფანტაზიები, მოგონებები და სხვა გარეგანი სტიმულები მაგ; მომხიბვლელი პარტნიორი და ა.შ. სექსუალური სურვილის აღძვრაში მონაწილეობს ნეიროენდოკრინული სისტემა, მრავალი ნეიროტრანსმიტერი – პეპტიდი მოდულირებას ახდენენ ქალის სექსუალურ სუბიექტურ აგზნებაში. ე.წ. პროსექსუალ ნეიროტრანსმიტერებად მიიჩნევა: ნორადრენალინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, სეროტონინი. ხოლო პროლაქტინი, გამა-ამინოერბოს მჟავა, ვაზოპრესინი (ანტიდიურეზული ჰორმონი) და გლუტამატი თრგუნავენ სექსუალურ რეაქციას. ეს ნეიროტრანსმიტერები თავის მხრივ მოდულირებული არიან სასქესო ჰორმონების აქტივობით.

ქალებში ტესტოსტერონის მატებამ, დოფამინერგულმა მედიკამენტებმა, შესაძლოა გაზარდოს სექსუალური აქტივობა. თუმცა ქალებში, ისეთი ფაქტორები უფრო მეტად განსაზღვრავენ სექსუალურ სურვილებს და აქტივობას როგორიცაა, სექსის მიმართ დამოკიდებულება, პარტნიორთან გრძნობები, წარსულში სექსუალური გამოცდილება, ურთიერთობის ხანგრძლივობა, მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა, ვიდრე ბიოლოგიური ფაქტორები.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექსუალობის მოსამატებლები

► უსაფრთხო სექსი

  1. პრეზერვატივები
  2. ქალის კონტრაცეპტივები
  3. ლუბრიკანტები
  4. სპერმიციდები

► სექს-სათამაშოები

  1. ანალური სათამაშოები
  2. კათეტერები და ზონდები
  3. ფალო-იმიტატორები
  4. მასტურბატორები და თოჯინები
  5. სათამაშოები სამედიცინო თემა-ტიკით
  6. პენისის რგოლები
  7. პენისის გასადიდებლები
  8. ვიბრატორები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ქალის სუბიექტურ სექსუალურ აგზნებას მოყვება მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესები: გენიტალიების სისხლის მიმოქცევის გაძლიერება იზრდება გამონადენი საშოდან, მკერდის სისხლით გაჯერება, კერტების ერექცია, იმატებს კანის მგრძნობელობა სექსუალური სტიმულაციის მიმართ, იმატებს გულისცემის სიხშირე, სისხლის წნევა, კუნთების ტონუსი, სუნთქვის სიხშირე, ტემპერატურა, კანის სისხლის მიმოქცევა ძლიერდება და შეიძლება შეეცვალოს შეფერილობაც კი, შესაძლოა სახეზე და მკერდზე აღინიშნებოდეს ე.წ. სექსუალური ალები რაც სისხლძარღვების გაფართოების შედეგია. ეს ცვლილებები ავტონომიური ნერვული სისტემის მოქმედების შედეგია. იმატებს საშოს სისხლძარღვებში სისხლისმიმოქცევა, ხდება ვაზოდილატაცია, მეტი სისხლი მიეწოდება საშოს კაპილარებს, კაპილარებიდან ხდება პლაზმის გამოჟონვა უჯრედშორის სივრცეში შემდგომ კი ამ სითხის გამოყოფა ხდება, როგორც საშოს ლუბრიკანტი. ხდება კლიტორის ერექცია, საშო დილატირდება და იმატებს სიგრძეში, ხოლო საშვილოსნოს მდებარეობა იცვლება, სასქესო ბაგეები იმატებს ზომაში, იღებს უფრო მუქ და წითელ შეფერილობას, საშოს ქვედა მესამედი „შუპდება“.
აგზნების დროს გამოიყოფა აცეტილქოლინი, აზოტის ოქსიდი, ინტესტინული ვაზოაქტიური პოლიპეპტიდი (VIP), რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას გენიტალიებზე.

კლიტორი ქალის ორგანიზმში სექსუალურად ყველაზე მგრძნობიარე ადგილია, კლიტორის სტიმულაცია, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლიტორის სტიმულაცია მაშინაა სასიამოვნო თუ მანამდე სხეულის არაგენიტალური სტიმულაცია მოხდება. პირდაპირ კლიტორის სტიმულაცია აგზნების გარეშე შეიძლება მეტად არასასიამოვნო, მეტად ინტენსიური და მტკივნეულიც კი აღმოჩნდეს.

 


.
.