ქალის სექსუალური დარღვევების სახეები

ქალის სექსუალური დისფუნქცია, არის ქალის სექსუალური აქტივობის გაუარესება ან დარღვევა სექსუალური რეაქციის ციკლის რომელიმე ეტაპზე.

სექსუალური რეაქციის ციკლი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან: სურვილი, აგზნება, პლატო ფაზა, ორგაზმი. სექსუალური დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერ ეტაპზე. შესაბამისად ხდება სექსუალური დისფუნქციების კლასიფიკაცია იმის მიხედვით  თუ რომელ ეტაპზეა დარღვევა.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის განმარტება:

  • ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობა (დარღვევა) – გამუდმებული ან რეკურენტული სექსუალური სურვილების, ფანტაზიების არარსებობა და დეფიციტი;
  • სუბიექტური აღგზნების დეფიციტი;
  • ქალის სექსუალური აღგზნების დარღვევა – ქალი ვერ აღწევს ან ინარჩუნებს აგზნებას სექსუალური სტიმულაციის დროს. არ არის ადეკვატური ლუბრიკაცია ან სასქესო ორგანოების სისხლით ავსება;
  • ქალის ორგაზმის დარღვევა – აქ მოიაზრება ორგაზმის გაძნელება, შენელება ან არარსებობა, ნორმალური სექსუალური აღგზნების ფაზის შემდეგ.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექსუალობის მოსამატებლები

► უსაფრთხო სექსი

  1. პრეზერვატივები
  2. ქალის კონტრაცეპტივები
  3. ლუბრიკანტები
  4. სპერმიციდები

► სექს-სათამაშოები

  1. ანალური სათამაშოები
  2. კათეტერები და ზონდები
  3. ფალო-იმიტატორები
  4. მასტურბატორები და თოჯინები
  5. სათამაშოები სამედიცინო თემა-ტიკით
  6. პენისის რგოლები
  7. პენისის გასადიდებლები
  8. ვიბრატორები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მიხედვით:

  • სურვილის/ინტერესის აშლილობა (არქონა) – ქალს არ აქვს ან დაქვეითებული აქვს სექსუალური ინტერესი ან სურვილი, არ აქვს სექსუალური სურვილები, ფანტაზიები,  სექსუალური აქტივობის მოტივაცია. ზოგ შემთხვევაში სექსუალური სურვილის და ინტერესის დაქვეითება და  შეიძლება მიმდინარეობდეს ნორმაში ასაკის და ურთიერთობის ხანგრძლივობის პარალელურად;
  • კომბინირებული აგზნების დარღვევა – სექსუალური აღგზნების განცდის არქონა ნებისმიერი სახის სტიმულაციის დროს.  შესუსტებული ვაგინალური ლუბრიკაცია და სხვა ფიზიკური რეაქცია;
  • სუბიექტური აგზნების დარღვევა –  აგზნების განცდის არარსებობა და შესუსტება, ფიზიკური რეაქციების ფონზე (ვაგინალური ლუბრიკაცია, კლიტორის სასქესო ბაგეების სისხლსავსეობა);
  • გენიტალური აღგზნების დარღვევა: გენიტალიების აღგზნება არ ხდება, თუმცა ეროტიული ფიქრების, კოცნის, მკერდის სტიმულაციის დროს ქალს გააჩნია აღგზნების განცდა;
  • ორგაზმის დარღვევა: აღგზნების ფონზე ორგაზმის არარსებობა.

გადასვლა >>>  სექსოლოგია

..