სექსი თინეიჯერებში

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

სექსი 12 – 19 წლის ასაკში

საჭიროა თუ არა სექსი თინეიჯერებში და საერთოდ საჭიროა თუ არა თავისუფალი სექსის დანერგვა-გავრცელება საქართველოში? ეს საკითხი ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ პრობლემატური და მნიშვნელოვანია.
თავისუფალი სექსის უფლებას იძლევა ადამიანის საერთაშორისო უფლებები (იგივე უნივერსალური უფლებები) ანუ ყველა ადამიანს აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხო და სასიამოვნო სექსუალური ცხოვრება. თუმცა, როცა თავისუფალი სექსის იდეა ეხება მოზარდებს. არასრულწლოვნებს და სქესობრივი მომწიფების ასაკში მყოფ ადამიანებს თავისუფალი სექსის იდეის სარგებლიანობა ეჭვქვეშ დგება რადგან თინეიჯერები ძირითადად:

  • არ იცნობენ სქესობრივი განათლების ძირითად ასპექტებს;
  • აქვთ მოჭარბებული სასქესო ჰორმონები სისხლში, რაც სექსის სურვილს უმძაფრებთ;
  • სექსის დროს არ ითვალისწინებენ უსაფრთხო სექსისთვის აუცილებელ კომპონენტებს (კონტრაცეფცია, დაცული სექსი);
  • ადვილად ექცევიან თანატოლთა გავლენის ქვეშ და ხშირად მათი საქციელი განპირობებულია თანატოლთა წრის და გავრცელებული შეხედულების გავლენით.

თუ ყველა ამ კომპონენტს გავითვალისწინებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზარდებში სექსუალური ქცევა ხშირად რისკის შემცველია.

თინეიჯერებში სექსის რისკ ფაქტორებია:

  1.  არასასურველი ორსულობა – საქართველოში საკმაოდ მაღალია არასასურველი ორსულობების და აბორტების რაოდენობა თინეიჯერებში;
    საქართველოში 2009 წელს –1689 აბორტის ოპერაცია ჩატარდა 15-დან 19 წლამდე გოგონებში. ხოლო 21 აბორტი გაკეთდა 15 წლამდე;
  2.  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
    შიდსი (აივ ინფექცია) – რომელიც ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, მაგრამ გამორჩეულია თავისი გამანადგურებელი მოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე – იწვევს გარდაუალ სიკვდილს.
  3.  სექსი თინეიჯერებს შორის მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს, თავად სექსი არ არის პრობლემა, პრობლემაა მისგან გამოწვეული შედეგები. ეს იმ ქვეყნებში სადაც სექსუალური განათლება დანერგილია, ბავშვები უსაფრთხო სექსის კონცეფციებს 12-14 წლის ასაკში ეცნობიან სკოლაში. ხოლო საქართველოში სადაც სექსუალურ განათლებაზე საუბარიც კი არ არის, თავისუფალი სექსის გავრცელება შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მძიმე შედეგებით აისახება ქართველ ახალგაზრდობაზე. თუმცა ხელაღებით ვერ აუკრძალავ ადამიანს სექსს და ვერ მოსთხოვ თავშეკავებას, ვინაიდან ამის უფლება არ აქვს არც ხელისუფლებას და არც კონკრეტულ პიროვნებებს.
    ადამიანისთავის თავისუფალი სექსის იდეა ადამიანის უნივერსალურ უფლებებში დევს, ამას ემატება:
  • სექსის უფლება;
  • ინტერნეტი და სხვა მედია საშუალებები, სადაც სექსის პრომოცია მიმდინარეობს აქტიურად;
  • ჰორმონული პიკი, სასქესო ჰორმონები უბიძგებენ ახალგაზრდებს სექსუალური აქტივობისკენ.
  • ქართული მენტალიტეტი – “ბიჭი 12-14 წლისთვის მეძავებში უნდა გაუშვას ან მიიყვანოს მამამ”

ფაქტია, რომ შემაკავებელი ფაქტორების გავლენა დღითიდღე მცირდება, ვინაიდან მათი უმეტესობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და არ სთავაზობს ალტერნატივას მოზარდებს სადაც საკუთარ სექსუალურ ენერგიას დახარჯავენ და განიმუხტებიან, აგრეთვე მათი უმეტესობა სექსიზმს მკვეთრად გამოხატავს. აუცილებელია მოიძებნოს ისეთი გზები და ჩამანაცვლებელი ფაქტორები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ უსაფრთხო სექსს ან ნებაყოფლობით სექსუალურ აბსტინენციას (თავშეკავებას) ახალგაზრდებში. აუცილებელია ახალი ფაქტორები არგუმენტირებული იყოს მეცნიერულად და არ არღვევდეს ადამიანის უფლებებს. შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია, რომელიც ნაწილობრივ დაიცავს და უზრუნველყოფს ახალგაზრდებს რისკის შემცველი ქცევისგან და ძმიმე შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს დაუცველ და იმპულსურ სქესობრივ აქტივობას.
ჩემი ხედვით გამოსავალი არის სექსუალური განათლების დანერგვა საქართველოში, რათა თინეიჯერებში სწორი და ჯანსაღი შეხედულებები დამკვიდრდეს სექსის შესახებ, მიეცეთ მათ მეცნიერული ცოდნა რატომ უნდა ჰქონდეთ ან არ უნდა ჰქონდეთ სექსუალური კავშირი, როდის არის სექსუალური აქტივობა მიზანშეწონილი და რა ფორმით, ისე რომ დაცული იქნეს ადამიანის უნივერსალური და უზენაესი უფლებები.


სექსი თინეიჯერებშიweb
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“