ქალის სიამოვნება

 http://www.medgeo.net/2015/02/27/ქალის-სიამოვნება/

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ქალის სიამოვნებაზე. როცა მამაკაცებს ეუბნებიან, რომ სიამოვნების მინიჭება სჭირდება, ისინი იმავე წამს, სექსის დროს სხვადასხვა პოზებზე ფიქრობენ. სექსის პოზებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის ქალის სიამოვნებაში, მაგრამ მამაკაცი მხოლოდ მის იმედზე ვერ იქნება.
სიამოვნება ლექსიკონში განმარტებულია, როგორც სიხარულის განცდა სასიამოვნო შეგრძნებებისა და განცდების დროს. ვინაიდან ქალები ემოციური, არსებები არიან და ბევრი წვრილმანით შეიძლება მათთვის სიამოვნების მინიჭება, მამაკაცებმა სწორედ ამ წვრილმანებით უნდა დაიწყოს მოქმედება.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


  • დავიწყოთ ხმით – ყველა ქალს სიამოვნებს ინტიმურ გარემოში საყვარელი მამაკაცის ხმის მოსმენა, როცა ის ალერსიან და სასიამოვნო სიტყვებს ეუბნება;
  • სიამოვნება სუნით – ქალებს უყვართ მამაკაცის სხეულის სუნი. იმ მამაკაცებს, რომლებიც ჰიგიენის ნორმებს იცავენ, აქვთ სხეული ინდივიდუალური სუნი, სწორედ ეს სუნი, უფრო სწორად სურნელი, უყვართ;
  • სიამოვნება შეხებებით – ქალი სექსის დროს მამაკაცისგან ელოდება სითბოს, ალერსს, მოფერებას და სიყვარულს. ქალი ბედნიერია, როცა მას ეფერებიან როგორც სექსის წინ, ასევე მის შემდეგ.

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ 15 წუთი თმებზე მოფერება ქალს გაცილებით მეტად სიამოვნებს, ვიდრე 15 წუთი კამა სუტრის რომელიმე პოზაში სექსი.
მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ თავის ტვინში იპოვეს უბანი, რომელიც ქალის სიამოვნებაზე აგებს პასუხს. მათ ამოსხნეს თავის ტვინის რა უბნები იგზნება, როცა ქალს სიამოვნებს. ამის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ჟურნალ „The Daily Mail“.

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ასეთი ზონა ორია. ერთი აქტივდება, როცა ქალი მარტოა, ზის ოცნებობს, სექსუალურ ფანტაზიებს აძლევს გასაქანს. მეორე – როცა მას მამაკაცი ეფერება. ორივე უბანი, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალურ ნაწილშია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>