ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდში

http://www.medgeo.net/2015/02/27/ჰიგიენა-სქესობრივი-მომწი/

სქესობრივი მომწიფების ასაკში გოგონასა და ბიჭის ორგანიზმში ხდება არსებითი ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებული ჰიგიენურ მეთვალყურეობას საჭიროებს. ამ პერიოდში გაძლიერებულად მუშაობს კანის ყველა ჯირკვალი, განსაკუთრებით კი სასქესო ორგანოების მიდამოსა და იღლიების მიდამოში. გამოყოფილი ოფლი იშლება და ტოვებს მძაფრ უსიამოვნო სუნს. ეს იწვევს გაღიზიანებას, რომელსაც თან სდევს სქესობრივი აგზნების გაძლიერება.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

სხეულის სისუფთავის შენარჩუნება – უმნიშვნელოვანესი ჰიგიენური ღონისძიებაა. მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ შხაპი, სასქესო ორგანობი დღეში მინიმუმ ერთხელ უნდა დაიბანოს საპნით.

გოგონებში აღინიშნება მენარქე, რაც პირველი მენსტრუაციაა და საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოცლის შედეგია. მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი ღიაა და უტრირებას თუ მოვახდენთ, ღია სისხლმდენ ჭრილობას ჰგავს. ეს ერთგვარ საფრთხეს ქმნის,  ჰიგიენური ნორმების დაუცველობა. პათოგენური ბაქტერიები შეაღწევენ საშოდან საშვილოსნოში, იქიდან კი ფალოპის მილების საშუალებით მუცლის ღრუში.

მენსტრუალური სისხლი, თუკი ის დიდხანს რჩება სასქესო ორგანოებზე, შორისის კანსა და ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე, ხდება საკვები არე მიკრობებისთვის. კანზე მენსტრუალური სისხლის დიდხანს დარჩენის შემთხვევაში, იგი იშლება და იწვევს დამახასიათებელ სუნს. გარდა ამისა, ეს იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს.

მენსტრუაციის დროს სასქესო ორგანოების დაბანა მინიმუმ ორჯერ უნდა ხდებოდეს, თბილი წყლითა და საპნით. ამასთან დაბანა ხდება წინა-უკანა მიმართულებით, რომ ანალური ხვრელიდამ ბაქტერიები არ მოხვდნენ საშოში. სასქესო ორგანოების დაბანის წინ და შემდეგ ხელები აუცილებლად გულდასმით უნდა იყოს დაბანილი.

ამ დროს სასურველია ბამბის საფენების გამოყენება, რომელიც მარლაში, ან რბილ ქსოვილებში იქნება შეხვეული. ასეთი საფენების ყიდვა შეიძლება აფთიაქში, ან შეიძლება სახლში მის დამზადება. ჰიგიენური საფენები გამოცვლილი უნდა იქნას დღეში 3-4 ჯერ.

მენსტრუაციის დროს სასურველის დახურული თბილი (ცივ პერიოდებში) საცვლების ტარება, რათა არ მოხდეს სხეულის გაციება. არ შეიძლება ზღვაში, მდინარეში ბანაობა, სასურველია შხაპის მიღება. ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს შესაძლებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. სასურველია გოგონამ თავი შეიკავოს ცხენზე ჯირითისაგან, თხილამურებზე სრიალისაგან, ველოსიპედის ტარებისგან, ხელბურთის, კალათბურთის, ტენისის თამაში და ა.შ. ზოგიერთი გოგონა ამ დროს თავს სუსტად გრძნობს, ადვილად იღლებიან და საჭიროებენ დამატებით დასვენებას. არ არის სასურველი მწარე საკვები, პირშუშხა, ძმარი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლური სასმელები, ვინაიდან ძლიერდება სისხლის მოდინება სასქესო ორგანოებისაკენ და მოსალოდნელია სისხლდენის გაძლიერება. იგივე მექანიზმით მოქმედებს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის გადავსება, ამიტომ სასურველია მათი დროულად დაცლა.

ჰიგიენის დაცვა სასქესო ორგანეობის დაავადებებისგან თავდაცვის საშუალებაა.

ვაჟებში პოლუციის გამოჩენა შიშს იწვევს. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, რომ სპერმის უნებლიე გამოყოფა ნორმალურია და ფიზიოლოგიურია. პოლუცია აღენიშნება იმათ, ვისაც არა აქვს სქესობრივი ცხოვრება. პოლუციის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება ჭარბი სპერმისაგან. ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა და ფიზიოლოგიურ საფუძველს ქმნის სექსუალური თავშეკავებისათვის.

ზოგიერთი ახალგაზრდა არ ელოდება დაგროვილი სპერმის დამოუკიდებლად გამოთავისუფლებას, აღიზიანებს სასქესო ორგანოს და იწვევს სპერმის გამოყოფას. ეს ხელოვნური თვითდაკმაყოფილება (ონანიზმი) იწვევს ნერვული ცენტრების გადაძაბვას. ამასთან სქესობრივი მომწიფების ადრეულ ეტაპზე, ხშირი გაღიზიანება სქესობრივი ორგანოების იწვევს შეგუბებით პროცესებს და პროსატატიტსა და შარდსადენში ანთებითი პროცესების წარმოშობას.

ონანიზმის დროს ხდება სპერმის გადაჭარბებული დაკარგვა, ეს კი არ არის სულერთი ორგანიზმის მდგომარეობისთვის. სასქესო ორგანოების აპარატი და თავად სასქესო ორგანოების ჯერ კიდევ არა არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ხშირი გაღიზიანება შესაძლოა გახდეს მათი არასრულყოფილი განვითარების მიზეზი. ხანგრძლივი ონანიზმი იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, გონებაგაფანტულობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ გულგრილობა.

მოზარდ ბიჭებში არ არის სასურველი მწარე საკვები, მაგარი ჩაი და ყავა და რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელები. საწყის ეტაპზე სასურველია ბიჟმა თავი შეიკავოს ერიტიული ჟანრის ფილმების ნახვისგან, პორნოგრაფიული სურათების თვალიერებისგან. ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არ არის აკრძალვა!!! ვინაიდან ხანგრძლივი თავშეკავება არანაკლებ საზიანოა, ვიდრე თავად ონანიზმი.

სასურველია მოზარდ ბიჭს ეძინოს მყარ საწოლზე, საბანი არ უნდა იყოს ძალიან მცხუნვარე. ძილის წინ ფეხები უნდა დაიბანოს გრილი წყლით. არ უნდა ატაროს ვიწრო ტრუსები და შარვლები.

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენა. ჩუჩის სისუფთავე გადამწყვეტია ამ პერიოდში. ვინაიდან მის ქვეშ შარდის ნარჩენები, სპერმა, სმეგმა. თუკი ბიჭი ყოველდღე არ იბანს თბილი წყლით სასქესო ორგანოებს, შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსტიტი (პენისის თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება). იგი ხასიათდება ქავილით, წვით, ტკივილით. პენისის თავი და ჩუჩა შუპდება, წითლდება, კანი იფარება წყლულებით. ამ დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდი ჰიგიენური ნორმების დაცვას, სწორ კვებასა და ადექვატური დასვენებას საჭიროებს.

გადასვლა >>>  სექსოლოგია

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

..