ორსულობის 44-ე კვირა

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ორსულებისთვის საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ასევე იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

გახანგრძლივებული ორსულობა – ორსულობის გახანგრძლივება 41-42 კვირაზე მეტხანს. განასხვავებენ ნამდვილ და ცრუ გახანგრძლივებულ  ორსულობას. სამეანო პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნამდვილ გახანგრძლივებულ  ორსულობას, რომლის სიხშირეა 10%. გახანგრძლივების მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის; მათ მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებები, ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს აგზნებადობის დაქვეითება, ნაყოფის პათოლოგიური ცვლილებები.



გახანგრძლივებული ორსულობა – სიმპტომები, მიმდინარეობა

გახანგრძლივებული ორსულობა ხასიათდება სამშობიარო მოქმედების არარსებობით სავარაუდო ვადის გასვლის შემდეგ; ორსულის წონაში აღარ მატულობს, მუცლის გარშემოწერილობა მცირდება 5-10 სმ-ით სანაყოფე წყლების გაწოვის შედეგად; ნაყოფი დიდი ზომიისაა. ამნიოსკოპიით ნახულობენ მეკონიუმის მინარევებს სანაყოფე წყლებში. სანაყოფე წყლების გამოკვლევისას, რომელიც მიღებულია ამნიოცენტეზით, ვლინდება გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება 0,1 გ/ლ და ქვევით (ნორმა 0,2 – 0,5 გ/ლ). შარდში ესტრიონის შემცველობა დაქვეითებულია. საშოს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობით შუალედური უჯრედები და არ არის გარქოვანებული უჯრედები. ნაყოფი იმყოფება სახიფათო მდგომარეობაში (ხშირია მუცელშიგა ჰიპოქსია და ნაყოფის სიკვდილი). მშობიარობის დროს წარმოიქმნება ქალაშიდა სისხლჩაქცევისა და ასფიქსიის საშიშროება.

გახანგრძლივებული ორსულობა – მკურნალობა

როდესაც დაგვიანებულ ორსულობას თან ახლავს სხვა გართულებები, ნაჩვენებია საკეისრო კვეთა.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20  21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41ვადაგადაცილებული ორსულობა (42; 43; 44)  2. ორსულობა და მშობიარობა