რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში

რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში – ეს ცხადია საორენტაციო სიაა. მსგავსი სია ექნება სამშობიარო სახლს, სადაც უნდა იმშობიაროთ და მასაც გაეცანით. ახლობლებიც და მეგობრებიც უმრავ რჩევას მოგცემენ, მიუხედავად იმისა კითხავთ თუ არა მათ რჩევას…

დედის ნივთები

  1. ხალათი
  2. პერანგი, მოხერხებული ძუძუს საწოვებლად
  3. საცვლები (ტრადიციული, დიდი ზომის) ან სპეციალური ერთჯერადი საცვლები – 6-8 ცალი
  4. სახლში წამოსვლისას ჩასაცმელი ტანსაცმელი
  5. ფეხზე ჩასაცმელი
  6. ოთახის ჩუსტები
  7. ჩუსტები აბაზანისათვის
  8. თბილი წინდები
  9. გამოსაწველი აპარატი
  10. კრემი ძუძუს-თავებისთვის
  11. ბანდაჟი (წინასწარ შეუთანხმეთ ექიმს)
  12. მეძუძურის ლიფი – 2 ცალი, მიიღეთ კონსულტაცია სამშობიაროს თანამშრომლისაგან
  13. დიდი ზომის ჰიგიენური საფენები (თუ ჩვეულებრივ საცვლებს წაიღებთ)
  14. მკერდის საფენები
  15. პირსახოცები აბაზანისა და პირისათვის
  16. პირადი ჰიგიენის ნივთები
    – კბილის ჯაგრისი
    – პასტა
    – საპონი და სასაპნე
    – სავარცხელი
    – თმის სამაგრი
  17. მობილური და დამტენი
  18. საბუთები. გქონდეთ წინასწარ მზად
  19. ფოტოაპარატი და სხვა ტექნიკა სურვილისამებრ
  20. ბლოკნოტი და საწერ-კალამი

რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროშინივთები ბავშვებისათვის:

  1. მატყუარა
  2. ბოთლი
  3. ბოდეები
  4. წინდები
  5. ქუდი
  6. “პოლზუნკა”- ფეხიანი შარვლები
  7. პირსახოცი
  8. “რასპაშონკა”უკან შესაკრავი ზედა
  9. თბილი პლედი – რბილი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული
  10. თათმანები
  11. სახლში წამოსვლისას ჩასაცმელი ტანსაცმელი

ბმები:

  1. ორსულობა და მშობიარობა
  2. რა სჭირდება ორსულს?
  3. რა სჭირდება ახალშობილს?
  4. რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას?
  5. რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
  6. ტანსაცმელი ორსულებისთვის თვეების მიხედვით

..

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish