პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე

ნადირობა ხშირად ექსტრემალურ პირობებთან არის დაკავშირებული, ამის გამო ყველა მონადირემ უნდა იცოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.
გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა – 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა – ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე – შედარებით მომცრო. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა.

გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ:

  •  ნუ მიეცემით პანიკას – თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
  • ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
  • არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა).
შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.

გველის ნაკბენის ზოგადი სიმპტომები

  • ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
  • შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
  • მხედველობისა და გონების დაბინდვა;
  • სისხლჩაქცევები;
  • ძილად მივარდნა ან აგზნება;
  • კრუნჩხვა, ასფიქსია;
  • ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
  • ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.

როგორ დავიცვათ თავი

  1. გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.
  2. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
  3. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.
  4. ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
  5. ებრძოლეთ მღრღნელებს.
  6. მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
  7. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.
  8. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
  9. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

  1. ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
  2. ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
  3. ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს. ნაკბენი უნდა იყოს რაც შეიძლება უძრავად, რომ შემცირდეს ლიმფურ სისტემაში შხამის დრენირება (შეიძლება არტაშნის დადებაც).
  4. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.
  5. სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ – გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

არამც და არამც არ შეიძლება:

  • ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, (პირში ჭრილობის ან კარიესიანი კბილის დროს პირით ამოწოვა აკრძალულია, რადგან აღწერილია დამხმარე პერსონალის მოწამვლის შემთხვევებიც).;
  • ნაკბენი არის გაკვეთა;
  • მოწვა;
  • დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
  • ლახტის დადება.

პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროსლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🐍 გველის ნაკბენის ზოგადი სიმპტომებია:
➡ ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
➡ შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
➡ მხედველობისა და გონების დაბინდვა;
➡ სისხლჩაქცევები;
➡ ძილად მივარდნა ან აგზნება;
➡ კრუნჩხვა, ასფიქსია;
➡ ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
🔎 როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა:
✅ ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს;
✅ ჭრილობა სწრაფად გაიმშრალეთთ, დაიფარეთ სტერილური ბინტი და შეიხვიეთ;
✅ მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა;
✅ ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს;
✅ მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს;
✅ სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ – გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს
🚫 არამც და არამც არ შეიძლება:
❌ ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
❌ ნაკბენი არის გაკვეთა;
❌ მოწვა;
❌ დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
❌ ლახტის დადება
👉 გაიგეთ, როგორ დაიცვათ თავი გველის კბენისგან – https://bit.ly/3Gcqhos
#გველი #გველისნაკბენი #შხამიანიგველი #უშხამოგველი #როგორმოვიქცეთგველისკბენისშემთხვევაში #როგორმოვიქცეთგველისდანახვისას #გველისკბენისსიმპტომები #პირველადიდახმარებაგველისკბენისდროს #რაუნდამოვიმოქმედოთგველისკბენისდროს #უსაფრთხოებისწესებიგველისკბენისდროს #როგორავირიდოთთავიგველებისგან #როდისარისგველიაგრესიული #რაარშეიძლებაგველისნაკბენისდროს #გველისკბენა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

________________________________________________

ამ თემაზე იხილეთ აგრეთვე >>1.  გველის ნაკბენი; 2. პირველი დახმარება  ზოოპარკის ცხოველების, ძაღლის,  სხვა ცხოველებისა  და ადამიანის კბენის შემთხვევაში

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian