პირველი დახმარება ზოოპარკის ცხოველების, ძაღლის, სხვა ცხოველებისა და ადამიანის კბენის შემთხვევაში:

ისინი შეიძლება ავად იყვნენ. 
მთავარი შეცდომა, რაც ადამიანებს ნაკბენი ჭრილობების პირველადი (სახლის პირობებში) დამუშავებისას მოსდით, ის არის, რომ ხშირად ჭრილობას სპირტით ან იოდით ამუშავებენ. ეს არასწორია, მეტიც, დაუშვებელია.

ნაკბენი აუცილებლად უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდეგ დაედოს სტერილური სახვევი და დაზარალებული წუთის დაუკარგავად იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. ამით მთავრდება ყოველგვარი პირველი დახმარება ნაკბენი ჭრილობების არსებობისას. თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს, მაინც აჩვენეთ ექიმს და დაწვრილებით მოუყევით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ.

რა არ შეიძლება: ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება. 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

ადამიანის ნაკბენი ცხოველის ნაკბენზე საშიშია, იმ ზოგიერთი ვირუსისა თუ ბაქტერიის გამო, რომლებიც შეიძლება ადამიანის პირის ღრუში იმყოფებოდეს.

თუ სხვა ადამიანის კბილებზე მოხვედრისას თითის სახსრების მფარავი კანი დაგიზიანდათ, ესეც ნაკბენად ითვლება. თუ კბენის დროს კანი დაზიანდა: გააჩერეთ სისხლდენა ჭრილობაზე დაწოლით; გულმოდგინედ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით; წაისვით ანტიბაქტერიული მალამო ინფექციის პროფილაქტიკისთვის; შეიხვიეთ სუფთა სახვევით.

თუ ჭრილობიდან სისხლი ისევ მოდის, დააჭირეთ ჭრილობას სტერილური ბინტი ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე; მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

თუ ტეტანუსის აცრიდან გასულია 5 წელზე მეტი, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტეტანუსის ანატოქსინით აქტიური იმუნიზაცია. ამ შემთხვევაში ანატოქსინის ინექცია უნდა გაკეთდეს კბენიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

გამოყენებულია http://www.cacao.ge/ge/statiacci.php?ID=1009

___________________________________

იხ. აგრეთვე: 1. გველის ნაკბენი; 2. პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე

….