ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს

 

ბავშვი ბანაობიდან ერთი საათის შემდეგ ხმელეთზე დაიხრჩო – ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს

კასანდრა ჯექსონის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი ბანაობიდან ერთი საათის შემდეგ ხმელეთზე დაიხრჩო.

აშშ-ს მაცხოვრებელმა ქალბატონმა ვაჟიშვილი ჯონი სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთ აუზში საბანაოდ წაიყვანა. ბიჭს მკლავებზე სპეციალური გასაბერი ბალიშები ეკეთა და დედის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

როგორც აღმოჩნდა, ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს საკმარისი არ იყო და მას საფრთხე არა მარტო აუზში ბანაობისას, არამედ წყლის პროცედურების დასრულების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაშიც ემუქრებოდა.

ცურვის დროს ჯონმა ბლომად წყალი ყლაპა, მერე რამდენჯერმე წამოახველა და…  თითქოს საშიშიც აღარაფერი ჩანდა…

ბავშვმა აუზში თამაში დაასრულა და დედასთან ერთად სახლში წავიდა.

გზაზე ჯონიმ დაღლილობა იგრძნო, ძილიც მოერია. კასანდრამ იფიქრა, რომ ბავშვი, უბრალოდ, ცურვით დაიღალა. სახლში მისული დედა დიასახლისობით დაკავდა. ერთი საათის შემდეგ კი  შვილი იატაკზე, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. მას პირიდან დუჟი გადმოსდიოდა და აღარ სუნთქავდა. ექიმების თქმით, ეს “გადადებული დახრჩობის” შედეგი იყო.

ექიმ დანიელ რაუხის თქმით, გადადებული დახრჩობა შეიძლება  ფილტვებში დარჩენილმა მცირე რაოდენობის წყალმა გამოიწვიოს. წყალი ხელს უშლის სისხლში ჟანგბადის გადატანას, ამიტომ ადამიანი ნელა კვდება. ჩვეულებისამებრ, ზრდასრული ორგანიზმი ფილტვებიდან წყლის გამოდევნას ახერხებს, მაგრამ ბავშვებს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მსგავსი რეფლექსები განვითარებული არ აქვთ.

“გადადებული დახრჩობის” სიმპტომებს წარმოადგენს გახშირებული სუნთქვა, მუცლის შებერილობა, ძილიანობა, დაღლილობა და მოთენთილობა. ამიტომ ცურვის შემდეგ ასეთი ნიშნების აღმოჩენისას, ექიმის ზედამხედველობა აუცილებელია. სათანადო ზომების მიღების და ფილტვებიდან წყლის დროულად გამოდევნის შემთხვევაში, არანაირი საფრთხე ბავშვის სიცოცხლეს აღარ დაემუქრება.

რეალურად კი, საფრთხე, შესაძლოა, ყოველ ნაბიჯზე, ყველაზე უწყინარ სიტუაციებშიც კი არსებობდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს არა მარტო ბანაობის დროს, არამედ წყლის პროცედურების დასრულებიდან რამდენიმე საათის განმავლობაშიც. ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს. გაუზიარე ეს სტატია სხვებსაც. მსგავსი ინფორმაციის მიღების შემდეგ, შესაძლოა, მრავალი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

წყარო: http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=2016

______________________________________________

გადასვლა: 1. დასვენება, ტურიზმი, მედიცინა

..