მშობლის ეფექტური მიდგომები (ფსიქოლოგთა მოსაზრებები)

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

თუკი თვლით, რომ ჩვეული მიდგომები ნაკლებად ეფექტურია ბავშვთან ურთიერთობისას გაეცანით ბავშვთა ფსიქოლოგთა მოსაზრებებს აღზრდის საუკეთესო სტილთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ კომუნიკაციის 5 კომპონენტს, რომელსაც ისინი გთავაზობენ…

1. შექება
„მოდი ვიტყვი მარტივად. ყურადღების მიქცევა არასასურველ ქცევაზე ზრდის არასასურველ ქცევას. ხოლო სასურველ ქცევაზე ყურადღების გამახვილება, ზრდის სასურველ ქცევას. თუკი ხდება საყვედური, გაკიცხვა ან სხვა სახის დასჯა, სასურველ შედეგს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე შენ ვერ მიიღებ იმ სასურველ ქცევას, რისთვისაც იღწვი“. ამბობს ალან კაძინი (Alan E. Kazdin, PhD) იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და პროფესორი და იელის ბავშვთა ქცევის კლინიკის დირექტორი. საუკეთესო გზა ბავშვს დავალაგებინოთ ოთახი ან დავაწერინოთ დავალება, არის თქვენივე მაგალითი, მოიქცეთ შესაბამისად. ასევე წაახალისეთ ის, თუკი სასურველ ქცევას განახორციელებს“.

მაგრამ მშობლებმა არ უნდა წაახალისონ ბავშვი დაუმსახურებლად, ამბობს შეილა, ეიბერგი (Sheila Eyberg, PdH,Florida University professor. researcher of parent-child relationship). ის რეკომენდაციას უწევს მშობლებს უზრუნველყონ მათი შვილები „დადებითი იარლიყის“ მინიჭებით, რომელიც ზუსტად მიუთითებს ბავშვს, რა გააკეთა მოსაწონი მშობლისთვის. მაგალითად „ მე ნამდვილად მომწონს, როგორ წყნარად ზიხარ სკამზე“. მის წყნარად ჯდომას სკამზე აღვნიშნავთ, რადგან ზოგადად ბავშვი არის მოუსვენარი. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას შენიშვნა, როცა მოუსვენრად არის, როგორც ამას ბევრი მშობელი აკეთებს, არამედ საჭიროა პოზიტიური ქცევის შენიშვნა. კვლევებმა ცხადყო(Karen Budd, PhD), რომ „შექების იარლიყის“ გამოყენებამ სკოლამდელ ბავშვებში, გააუმჯობესა ურთიერთობები ბავშვებსა და მასწავლებელს შორის, რაც დაეხმარა მასწავლებელს უკეთ მართოს ბავშვთა ქცევა. (Education and Treatment of Children, 2010). როცა მასწავლებელი აღნიშნავს, თუ როგორ ყურადღებით უსმენს მას ერთ–ერთი მოსწავლე, სხვა ბავშვებიც ცდილობენ მიბაძონ მას, რათა მათაც მიიღონ შექება.

კადინი ასევე აღნიშნავს, რომ ეს შექება უნდა განხორციელდეს ღიმილით ან მეგობრული შეხებით და კავშირი უნდა იყოს გულწრფელი. „ცოტა ხნის წინ ვიყავი გოგონათა ფრენბურთის თამაშზე, სადაც ხდებოდა თავის ამატკივებელი შექება გოგონებისა, რომლებიც ვერ თამაშობდნენ კარგად. მსგავსი სიტუაცია ხშირად ბავშვს ართმევს შესაძლებლობას სწავლისა, რომელიც შეცდომებზე უნდა ააგოს“. ამბობს დავით პალმიტერი.(David J. Palmiter Jr., PhD).

შეხედეთ სხვა მხრიდან ბავშვის ქცევას. მშობლებმა უნდა ისწავლონ უმნიშვნელო არასასურველი ქცევის იგნორი, რაც არ არის სახიფათო. მაგალითად, ნუ მიუთითებთ როდესაც თავის დას ან ძმას გამოართმევს სათამაშოს. შეაქეთ ის, როდესაც თამაშის პროცესში გაუზიარებს და–ძმას სათამაშოს. ან ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ყვირილს და შეაქეთ ის, როდესაც ის თავაზიანად გთხოვთ რაიმეს. ამით ბავშვი სწავლობს, რომ რაიმეს მოთხოვნა უკეთესია ზრდილობიანად, რადგან ეს უფრო საიმედო გზაა ყურადღების მისაქცევად.

2. გაეცანით ბავშვის განვითარებას
მშობლები მეტად ეფექტურები ხდებიან, როცა ეცნობიან იმ არასასურველი ქცევის ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად ბავშვი იწვევს არეულობას კვების პროცესში და იქცევა ისე, რომ მშობლებს ეს არ მოსწონთ. ამ დროს კი ბავშვი შეიძლება სწავლობდეს ახალ უნარებს. „თუ მშობლებს ესმით, რომ ბავშვი შეგნებულად არ ურევს კვების პროცესს, არამედ ცდილობს ისწავლოს მოტორული ქცევა, როგორიცაა ჩანგლის ხელში ჭერა, კოვზით ჭამა და ა. შ. ისინი უნდა ფიქრობდნენ შეაქონ ბავშვი ყოველ წარმატებულ ნაბიჯზე“. ამბობს ეიბერგი (Eyberg). თუკი მშობელმა იცის რას ფიქრობს, გრძნობს და იგებს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, უფრო რეალისტურად შეხედავს მოსალოდნელ ქცევებს. რასაც ნაკლები იმედგაცრუება და აგრესია ექნება.

3. არასასურველი ქცევის თავიდან აცილება
ასწავლეთ ბავშვებს როგორ მიიღონ სასურველი შედეგი და გაუმკლავდნენ სიტუაციას შესაბამისად. დაეხმარეთ ბავშვებს ჩართულები იყვნენ ცხოვრებისეულ პროცესებში, დაკავებულნი და აქტიურნი თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მიეცით საშუალება განახორციელონ ინიციატივები დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ შემაწუხებელნი და წესრიგის დამრღვევნი.

„კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ახერხებენ მშობლები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, ბავშვიც მორგებულია მათი პრობლემის გადაწყვეტის სტილს“. (John Lutzker, PhD). ასე რომ თუკი თქვენს თავს ენდობით, ენდეთ მასაც.

4. პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ თავზე
თუკი მშობელს სურს მიიღოს საუკეთესო რჩევა, როგორ იყოს საუკეთესო მშობელი, უნდა მოუსმინოს თვითმფრინავის გამცილებელს. „თუ სალონი დაკარგავს წონასწორობას, თქვენ ჯერ თვითონ ირგებთ ჟანგბადის ნიღაბს და მხოლოდ ამის შემდეგ არგებთ მას თქვენს შვილს“.

თითქმის ყველა სახლში ხდება ერთი და იგივე. ჟანგბადის მთელი რესურსი აქვთ ბავშვებს. ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი. როდესაც მშობელს „არ აქვს ჟანგბადი“ და „ვერ სუნთქვას“, ბავშვიც დისკომფორტს განიცდის. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ მათი მშობლების სტრესზე.

პალმიტერი (Palmiter) ურჩევს მშობლებს გამოყონ დრო ვარჯიშისთვის, თავისი ჰობისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და რა თქმა უნდა პარტნიორთან ურთიერთობისთვის.

„პარტნიორთან ურთიერთობის მაგალითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რაც შეიძლება მშობელმა მისცეს ბავშვს“.–ამბობს პილმერი. თუკი მარტოხელაა მშობელი მან უნდა დაამყაროს და იქონიოს მნიშვნელოვანი და აზრიანი ურთიერთობები სხვა კონტექსტში. მაგალითად, კოლეგებთან, მეზობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან. მაგალითი – აი რა არის მთავარი!

5. დაუთმეთ დრო
მშობლები თითოეულ ბავშვთან მინიმუნ ერთი საათით მაინც არიან მარტონი კვირის განმავლობაში. ყველაზე ეფექტური მომენტი, რაც მშობელმა უნდა გამოიყენოს არის დრო, როდესაც ბავშვი აკეთებს შესაქებ ქცევას. ამ დროს მშობელმა უნდა გამორიცხოს სწავლება, შესწორებების შეტანა და ალტერნატიული გზების შეთავაზება.

პალმიტერი ამბობს, რომ თითოეული საათი რომელსაც დაუთმობთ თქვენს შვილს პერსონალურად – იქნება ეს გასეირნება, კალათბურთის თამაში თუ სხვა ქმედება,–ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების მიერ გამოხატული კეთილგანწყობა და სიყვარული, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვისთვის, არის სტიმული. ეს იწვევს ქცევის კორექციას და ბავშვისთვის წარმოადგენს მხარდაჭერას. ამას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე და განავითაროს ჰიპოკამპუსი, რომელიც მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის.

გადაავლეთ თვალი თქვენს მიდგომებს ბავშვთან ურთიერთობაში და გადაახალისეთ ისინი, თუკი ამის საჭიროებას დაინახავთ.

________________________________________

გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”

..