,,რთული” ბავშვი

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

როდესაც ლაპარაკია „რთულ ბავშვზე“, ყოველთვის უნდა გავიგოთ რა ხდება ოჯახში. ბავშვი გამოხატავს თავის სათქმელს და გრძნობებს ქცევაში. ამიტომ, საჭიროა მშობლებს ავუხსნათ, ვასწავლოთ და დავეხმაროთ, რომ გააცნობიერონ ეს. თქვენ იტყვით, რომ ეს ხომ ისედაც ნათელია. მაგრამ დამიჯერეთ არსებობს დეტალები, რომელსაც მშობელი ვერ აგნებს და რაც მხოლოდ ემპათიის საშუალებით მიიღწევა.

ნარცისი მშობლების მიდგომა ბავშისადმი:

  • ნაკლებია ემპათია და უპირობო სიყვარული
  • ნაკლებად ერთვებიან ბავშვის ემოციურ სამყაროში
  • არ აქვთ კავშირი ბავშვთან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • მეტად დარდობენ იმაზე, რას აკეთებს ბავშვი, ვიდრე იმაზე, ვინ არის ბავშვი
  • ბავშვის საქციელს მიიჩნევენ საკუთარ ანარეკლად
  • არ აქვთ კავშირი საკუთარ გრძნობებთან, ამიტომ ბავშვში ცდილობენ მოათავსონ საკუთარი გრძნობები

ამ დროს ბავშვი არეულია და გაურკვევლობაშია: „ჩემი ბრალია, რომ ჩემი მშობელი არ არის ბედნიერი?“ „რატომ არ ვუყვარვარ მშობლებს?“

სანამ დამტვრეული ძვლები, ქამრის გადაჭერა და სხვა ფიზიკური ძალადობა იჩენს თავს, უნდა დავარწმუნოთ მშობლები, რომ უგულვებელყონ ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციონალური ძალადობა. ნარცისი მშობლების ბავშვს ხშირად უჭირს სრულფასოვნად იგრძნოს თავი და იტანჯება მშობლების სიყვარულის ნაკლებობის გამო. ბავშვს სურს სიყვარული უპირობოდ და არა მათით სარგებლობა. მას სურს მშობლებისგან უპირობო სიყვარული, მაგრამ ნარცის მშობელს არ შეუძლია მისცეს ბავშვს ის, რაც თვითონ არ გააჩნია.

ეს მინდა, რომ ხმამაღლა განვაცხადო: მშობლობა არ ნიშნავს საჭმელს, ტანსაცმელს და თავშესაფარს! ეს ყველაფერი მას ობოლთა თავშესაფარშიც შეიძლება ქონდეს. მშობლის მოვალეობა არის ბავშვის ემოციური კეთილდღეობა და მის გრძნობებსა და ფიქრებზე ზრუნვა. საჭიროა შენიშნოთ ვინ არის ის სინამდვილეში და ხელი შეუწყოთ მისი ინდივიდუალური „მე“–ს განვითარებას. ეს ბევრად უფრო შრომატევადია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სხვა დანარჩენი აქტივობები. ბავშვს უბრალოდ სურს მოუსმინონ და დაინახონ ის.

„რთული ბავშვები“ – არ არსებობენ. ყველა „რთულად მიჩნეულ“ ბავშვს აქვს მოსაყოლი ოჯახის “რთული“ ისტორია. ჩვენ ბევრი ისტორია გვსმენია ბავშვზე მშობლის ძალადობაზე და თუ გვსურს ამის შეცვლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მშობლის ნარცისიზმზე.

ნარცისიზმის საპირისპირო მხარეა ემპათია. ემპათიის მქონე მშობელი უზრუნველყოფს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას.

„ემპათია“ – ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს „მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს“. ემპათია ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს მეორე ადამიანის გრძნობებზე, თითქოს ეს საკუთარი განცდები იყოს.    გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”