ლოცვა ეფრემ ასურისა

ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (12-გზის მცირე მეტანია).

შემდეგ გაიმეორე თავიდან ბოლომდე “უფალო და მეუფეო” და მეტანიაც აღასრულე

წყარო: http://orthodox.ge/index.php?id=locvani/locvani_sxvadasxva.php

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..