ლოცვა საზრდელის მიღების შემდეგ

ლოცვა საზრდელის მიღების შემდეგ

მადლობ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.

ღირს არს ჭეშნმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეცთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) მეუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.
(მეუფეო ზეცათაოს ნაცვლად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება ტროპარი):
‘”ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი” (3-გზის)
(ღირს არსის ნაცვლად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება): “ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკვდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა”.

წყარო: http://orthodox.ge/index.php?id=locvani/locvani_sxvadasxva.php

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..