ლოცვანი . უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, განმიცხადე შენი ნება!

ლოცვანი
უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, განმიცხადე შენი ნება!
განმკურნე შენი ნების შესაბამისად. შენ იცი, რაც არის ჩემთვის სასარგებლო, შეეწიე ჩემს უძლურებას და შენი ნებით განმათავისუფლე განსაცდელისაგან.
უფალო, შენს ხელთ ვარ, შენ იცი, რა არის ჩემთვის სასარგებლო, მიმითითე შენი ნება, ნუ დაუშვებ, რომ გზა ამებნეს და ბოროტად გამოვიყენო შენი წყალობა.
უფალო იესო ქრისტე, მოაწყე, რომ ეს ყველაფერი ღვთის მოშიშებით, მოხდეს, რამეთუ შენი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ !

___________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..