განწყობა ეპილეფსიის დროს

განწყობა ეპილეფსიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობის ფსიქოლოგია. უზნაძე

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
ფსიქოიდი-ქცევა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა და ადამიანი (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
6. განწყობის ობიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
7. განწყობის ცნების მცდარი გამოყენება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

ფიქსირებული განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. ფიქსირებული განწყობის ცნება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….1) ბგერათა ინტენსიობის ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….2) განათებათა მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….3) რაოდენობითი მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. განწყობა და პათოლოგია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. განწყობა შიზოფრენიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა ეპილეფსიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

ეპილეფსიის შემთხვევაში განწყობის მოქმედების კიდევ უფრო გამოკვეთილ თავისებურებასთან გვაქვს საქმე. ეპილეპტიკის განწყობაც აგზნებადია, ტლანქია და სტატიკური. ამ მხრივ თითქოს არავითარი განსხვავება არ ჩანს მასსა და შიზოფრენიკს შორის. მაგრამ შემდგომი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ განსხვავება მაინც დიდია და ამავე დროს ძალიან დამახასიათებელიც. საქმე ისაა, რომ ეპილეპტიკის განწყობის ირადიაცია უაღრესად შემოფარგლული აღმოჩნდა. იგი არა თუ ერთი სენსორული არიდან მეორეზე ვერ გადადის, იგი თვით ამ ერთს სენსორულ არესაც ვერ ფარავს. კერძოდ, ეპილეპტიკის რომ განმეორებით მისცე ხელთ შესადარებლად ორი სხვადასხვა მოცულობის ბურთი ერთიდაიმავე წესით და შემდეგ ტოლი ბურთები დაანახო და ერთმანეთს შეადარებინო, იგი მათ, შიზოფრენიკისგან განსხვავებით. იმწამსვე ტოლად შეაფასებს.

როგორც ჩანს, აქტიური შეხების არეში შექმნილი განწყობა აქვე რჩება, იგი უფრო შორს არ ვრცელდება. კიდევ მეტი: შეუქმნათ მას ეხლა განწყობა ერთ ხელში. ხოლო ტოლი ბურთები მეორეში მივცეთ შესადარებლად. რა მოხდება? ილუზია არც ეხლა იჩენს თავს. დასკვნა ნათელია: ეპილეპტიკის განწყობა ლოკალურია. აღსანიშნავია, რომ იგი ისევე მტკიცედ კონსტანტური და სტაბილური აღმოჩნდა, როგორც შიზოფრენიკის ირადირებული განწყობა.

რასაკვირველია, ჩვენ შევხვდებით ე. წ. ეპილეპტიკთა შორის ისითებსაც, რომელთა განწყობაც სულ ასეთი არაა; მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა, და გადახრა ამ შემთხვევაში არაა საკმარისი, ზემოაღნიშნული კანონზომიერების ფაქტიურობაში რომ ეჭვი შევიტანოთ, მით უმეტეს, რომ ამ გადახრას თავისი საფუძველი მოეპოვება, რასაც აქ ვერ შევეხებით.

__________________________________________

>>>> ფსიქოლოგია

..

Share this...Share on Facebook
Facebook