როგორ შევაყვაროთ მამაკაცს თავი

როგორ შევაყვაროთ მამაკაცს თავი

თქვენ გაინტერესებთ, როგორ შეაყვაროთ მამაკაცს თავი? ეს, ერთის მხრივ, ადვილია. ის, რასაც მოგიყვებით ქვემოთ, მუშაობს ნებისმიერ მამაკაცზე. მამაკაცს უყვარდება ის გემო, სიამოვნება, რომელსაც იღებს ქალისაგან და არა თვით ქალი. კი, გარეგნობამ შეიძლება მიიზიდოს მამაკაცის ყურადღება.

იცის თუ არა ქალმა – როგორ მიანიჭოს მამაკაცს სიამოვნება,  და საერთოდ,  რა არის ეს?

კომპლიმენტი მამაკაცურობაზე + სინაზე + მადლიერება + ქალის სისუსტის ჩვენება (მათი გამოყენება შეიძლება ცალ-ცალკე).

ამ დროს ქალი მოქმედებს მამაკაცურ ინსტიქტებზე, რომლის გაკონტროლება კაცს არ შეუძლია. მას უჩნდება მოთხოვნილება იყოს მოთხოვნადი, ძლიერი, იზრუნოს სუსტ და არა ძლიერ ქალზე.

მოსინჯეთ ეს მეთოდი. ამით ქალი აღვივებს ცეცხლს მამაკაცში. აძლევს  მას სიამოვნებას, ცეცხლის გაღვივება უნდა მოხდეს თანდათანობით.

გაექეცით – ელოდეთ აქტივობას მამაკაცისაგან.

შეახსენეთ თქვენი არსებობა: მიწერეთ ან ელაპარაკეთ.

მთავარი მომენტი – ქალის ამოცანაა – მხოლოდ გააკეთოს პროვოცირება  გააღვივოს ცეცხლი. მამაკაცმა უნდა იმოქმედოს.

როგორ იქცევა შეყვარებული მამაკაცი?

თუ ქალი ყველაფერს აკეთებს სწორად, კაცი ვერ შეძლებს მართოს თავისი ინსტინქტები. მას ნამდვილად მოუნდება მიიღოს კიდევ  და კიდევ სიამოვნება, ე. ი. მას ნამდვილად მოუნდება იყოს ამ ქალთან ერთად ახლოს, და რაც უფრო დიდი იქნება მამაკაცის ლტოლვა, მით უფრო ძლიერი იქნება ის გრძნობა, რომელიც წარმოიშვება მათ შორის.

მაგრამ, არსებობს ერთი რამ, რომელიც სულ უნდა გახსოვდეთ – იმისათვის, რომ შეაყვაროთ მამაკაცს თავი, უნდა იყოთ მიმზიდველნი, მოწესრიგებულნი, პოზიტიურები, ქალურები. რაც უფრო ქალური და ნაზი იქნებით, მით უფრო ძლიერ და ღირსეულ  მამაკაცს მოიზიდავთ, და მით უფრო, იოლი იქნება შეაყვაროთ თავი ნებისმიერ მამაკაცს.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
http://yaroslav-samoylov.com/lyubov/kak-vlyubit-v-sebya-muzhchinu.html

________________________________

>>>  გადასვლა >>> სექსოლოგია  2. ფსიქოლოგია

..