სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 

სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ ყოველთვის იწვევს ბევრ კითხვას და შიშს. ის აფრთხობს ზოგ ქალს უფრო მეტად, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემდეგ.
ექიმები აღნიშნავენ, საჭიროა, რომ ასეთ დროს  სექსის ყველა თავისებურება კარგად იცოდეს ორივე პარტნიორმა.

რა უნდა გაითვალისწინოთ

საკეისრო კვეთის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების დაწყება რეკომენდებულია 6 კვირის შემდეგ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია.
იშვიათ შემთხვევაში, თავშეკავების პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს 8-12 კვირამდე.
საშვილოსნოს ყელი უნდა დაიხუროს, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა უნდა შეწყდეს.

  • საკეისრო კვეთის შემდეგ სექსი არ განიცდის გლობალურ ცვლილებებს.
    ბავშვს არ გაუვლია სამშობიარო გზები, ე.ი. არ არის ჩახევები და კუნთები არ არის გაწეული. მაგრამ აუცილებლად დაელოდეთ, რომ შეხორცდეს ჭრილობა და შეწყდეს სისხდენა საშვილოსნო ღრუში, პლაცენტის მოცილების ადგილიდან. თუ ეს უკანასკველი არ არის შეხორცებული, არსებობს ინფიცირების საშიშროება. სექსის წინ აუცილებლად უნდა იყოს შეწყვეტილი ლოქიების გამოყოფა.
  • საკეისრო კვეთის შემდეგ ნაკერი მუცელზე უნდა იყოს შეხორცებული. გახსოვდეთ, რომ ნაკერი საშვილოსნოზე უფრო დიდხანს ხორცდება, ვიდრე გარეთ.
    შეხორცების ხარისხი დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით. გამოკვლევის შედეგიდან გამომდინარე, ექიმი რეკომენდაციას გაგიწევთ სექსის დაწყების ვადებთან დაკავშირებით.
  • საკეისრო კვეთის შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზმში მოხდა ჰორმონალური ცვლილებები.
    ამან შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე. სასარგებლო იქნება, რომ გახანგრძლივდეს პრელუდიის პერიოდი: კოცნა, ეროტიკული მასაჟი, მოფერება, რომლებიც ხსნიან ტკივილს ამ დროს. შესაძლებელია გამოიყენოთ ინტიმური მალამო, ლუბრიკანტი. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ,,ამაზონზე” lubricant for women  >>
  • საკეისრო კვეთის შემდეგ პირველი სექსი უნდა იყოს ფრთხილი, მძაფრი მოძრაობის გარეშე.
    მამაკაცმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გაგება.
  • საკეისრო კვეთის შემდეგ ზოგჯერ ქალი მაინც გრძნობს ტკივილს აქტის დროს. ასეთ შემთხვევაში ექიმთან ერთად უნდა განიხილოს ესტროგენის კრემის გამოყენების აუცილებლობა.
    თუმცა ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ძუძუთი კვებას, რძის გამოყოფას.
  • ტკივილის აცილების მიზნით, პარტნიორმა სწორად უნდა შეარჩიოს პოზა, ის უნდა იყოს ორიენტირებული ქალის შეგრძნებებზე, კონტროლორებადი უნდა იყოს სიღრმე შეღწევისა, არ უნდა იყოს კონტაქტი ჭრილობასთან.
  • ქალი არ უნდა გრძნობდეს დაღლილობას, ძილი უნდა ჰქონდეს საკმარისი.
  • სექსის დროს მთელი ყურადღება უნდა გადაიტანოთ პარტნიორზე – არავითარი აზრი პამპერსებზე, ან შიშები შრამთან დაკავშირებით.
  • ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ კონტრაცეფციის საკითხი,  თუ თქვენ განახორციელებთ ძუძუთი კვებას – იდეალურ ვარიანტად რჩება პრეზერვატივი.

სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ შესაძლებელია, უბრალოდ მოუსმინეთ ექიმს, მიიღეთ რეკომენდაციები  და გაითვალისწინეთ თქვენი შეგრძნებები. მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. გადასვლა >>> საკეისრო


იხ. ასევე სტატიები:სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები