რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის აღზრდის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ  ბავშვის აღზრდის შესახებ

ბავშვობა – ის  ანარეკლია, რასაც ყოველი ადამიანი ხედავს უკვე ზრდასრულ ასაკში. ხშირად გვიჩნდება კითხვები –  როგორ არ უნდა გავიმეოროთ ჩვენი მშობლების  შეცდომები,  რა უნდა ვიცოდეთ  ბავშვის აღზრდაზე, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რა როლს ასრულებს აღზრდა უკვე მოზრდილ ასაკში   საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში?

შევეცადოთ ამ ყველაფრის ახსნა და გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

1. არ არსებობენ  ცუდი  ბავშვები – არსებობენ ცუდი მშობლები.

 თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი შვილის საქციელი, ის ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გსურთ, ან მოგწონთ,   ეს მეტყველებს მხოლოდ ერთზე –  თქვენ ცუდი მშობლები ხართ.

ეს ანალოგია გადავიტანოთ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებზე.  არ არსებობს  ცუდი ცოლები ან ცუდი ქმრები. არ მოგწონთ რამე?  ჩაიხედეთ სარკეში, შეეცადეთ  აღმოაჩინოთ პრობლემის მიზეზი ურთიერთობებში – რას აკეთებთ, იმისათვის რომ  ურთიერთობები იყოს უკეთესი? დარწმუნებული ხართ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილად მუშაობს?

2. ბავშვი არ უნდა იყოს მორგებული „სიტუაციას“ .

ბევრი მშობელი ბავშვს ისე ზრდის, როგორც თავისი ცხოვრების  კომფორტულ აქსესუარს. საყურადღებოა, რომ სწორედ ის, რაც მშობლებს  შესაძლოა  არ მოსწონდეს   ბავშვში, აყალიბებს პიროვნებას,  მომავალ ზრდასრულ ადამიანს.

ხშირად, როცა ბავშვი ავლენს ემოციას, ხმაურობს, იბრძვის თავისი აზრისათვის, ცდილობს იყოს დამოუკიდებელი, ავლენს საკუთარ ხასიათს – მშობლები პასუხობენ აგრესიულად. ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ხშირად უსუსურნი და სხვებზე მთლიანად დამოკიდებულები არიან.

კვლავაც  ანალოგია ურთიერთობებში –  ერთი პარტნიორი არ უნდა იყოს მორგებული მეორეს, თუ მამაკაცი იწყებს ურთიერთობას ქალთან მხოლოდ  იმის გამო, რომ ის იყოს კომფორტულად – ეს გამოხატავს მისი ზრახვების არაკეთილსინდისიერებას.

3.  ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს სიყვარულს თავისი მშობლებისაგან.

დღეში ერთხელ მაინც ბავშვს უნდა უთხრათ, რომ ის გიყვართ და იმ შემთხვევაშიც კი,  თუ ის გიპასუხებთ: ,,ვიცი, დედა (ან) მამა“ – შესანიშნავია, რადგან თქვენ უკვე რწმუნდებით, რომ ბავშვმა იცის, რომ ის მშობლებს უყვართ. ბავშვმა  უნდა იგრძნოს, რომ  ის არის სიყვარულის ობიექტი.

ანალოგია ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებში: არსებობენ მზრუნველი ქალები ან მამაკაცები, მაგრამ ზოგჯერ პარტნიორი ამას ვერ აფასებს. ეს უკვე სიყვარული არ არის, ეს მხოლოდ დამოკიდებულებაა პარტნიორზე. მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვობის ასაკში მშობლებისაგან არასაკმარისად მიღებული  სიყვარული. თუკი ამგვარი  პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, ყურადღება მიაქციეთ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობას.

4. ბავშვს ყველაზე მეტად მაშინ  სჭირდება  სიყვარული  და თანადგომა, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.

როდესაც ბავშვი რაიმეს აშავებს, არ უსმენს მშობელს, ჯიუტობს – ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვი ვერ ღებულობს საკმარის სიყვარულსა და მხარდაჭერას. რას აკეთებენ მშობლების უმრავლესობა ამ დროს? – ეჩხუბებიან, უყვირიან ბავშვებს.

ანალოგია ურთიერთობებში – თუ ქალი დაღლილია, გაღიზიანებულია, უბედურია – ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი უნდა გამოფხიზლდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ აგრძნობინოს ქალს სიყვარული.

ზოგჯერ  მამაკაცი არ ცდილობს გამოიმუშაოს უფრო მეტი: აბრალებს ყველას და ყველაფერს,  არ სწამს საკუთარი თავის. ასეთ დროს ქალი უნდა დაფიქრდეს  – იქნებ შენ არ აკეთებ რაიმეს კარგად.

5. აღზრდა ეს არ არის მხოლოდ  საუბარი, ლაპარაკი.   აღზრდა ეს თქვენი ქცევაა, ბავშვის მიერ დანახული.

ბავშვი მუდმივად  სწავლობს თქვენი საქციელიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის საუკეთესო სტრატეგიაა იყო მაგალითი შენი შვილებისათვის.

ანალოგია ურთიერთობებში – პარტნიორის ,,აღზრდა“ მხოლოდ საკუთარი  ქცევითაა  შესაძლებელი. გსურთ რომ უყვარდეთ? – აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გიყვართ.  გსურთ   ყურადღება? – პირველ რიგში თავად იყავით ყურადღებიანი, გსურთ გულახდილობა? – თავად დაიწყეთ ღიად ცხოვრება.

6. არ შეიძლება იყოთ ცუდი ქმარი და კარგი მამა| კარგი ცოლი და ცუდი  დედა.

ბედნიერია ის ბავშვი, რომლის  მშობლებსაც ერთმანეთი უყვართ. ბავშვები მძაფრად გრძნობენ  კლიმატს ოჯახში. ამიტომ  ბავშვების აღზრდის დროს უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობებზეც. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. მშობლების ურთიერთობა – ერთგვარი  ქცევის მოდელია ბავშვისათვის, რომელიც მალე ზრდასრული გახდება.

ეხლა კი ტრადიციული დასკვნები:

ბავშვები, შვილები  – ეს შესაძლებლობაა გავხდეთ უკეთესი მშობლები, ვიდრე იყვნენ ჩვენები. ბავშვის აღზრდა იწყება სიყვარულით, რომელიც მუდმივად უნდა გრძელდებოდეს.  ბავშვი, რომელიც სიყვარულის გარემოცვაში იზრდება, აუცილებლად იქნება  ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული ადამიანი.

ბავშვის აღზრდა – ეს არის მაგალითი, რომელიც მოდის მშობლებიდან.

ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. ჩვენი მშობლები ისე გვზრდიდნენ, როგორც შეეძლოთ, როგორც ესმოდათ. შესანიშნავია, რომ დღეს-დღეობით არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია თვითგანვითარებისათვის, რათა გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ და აღვზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი თაობა.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

წყარო: http://yaroslav-samoylov.com/vospitanie-detej/osnovy-vospitaniia-detey.html

_____________________________

,,ფსიქოლოგია”

..