როგორ აღვზარდოთ ბიჭი

როგორ აღვზარდოთ ბიჭი

როგორ აღვზარდოთ ბიჭი მამაკაცად? წვრილმანებშიც კი მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი, ქალი კი –  ქალი.

1. მიეცით თქვენს  ვაჟს  / ქმარს  საშუალება იზრუნოს თქვენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ. აქ მუშაობს გაწვრთვნის პრინციპი. კარის გაღება ქალის წინ, ესეც ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა.

2. იყავით მადლიერნი წვრილმანებშიც კი და მაშინ თქვენს ვაჟი /ქმარი უფრო ხშირად და მეტად გაგახარებთ. თუ დაავიწყდა, რაიმეს გაკეთება, არ გააკრიტიკოთ, გაუზიარეთ მას თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

3. თუ თქვენი ვაჟი  / ქმარი  მოიქცა არაკორექტულად,  არ შეგეცოდოთ, როგორც პატარა ბიჭი! აგრძნობინეთ,  რომ თქვენ გჯერათ მისი, გიყვართ ის.

4. არ შეგეცოდოთ, გვერდით დაუდექით, შთაუნერგეთ მას თავდაჯერებულობა, არ მიიღოთ გადაწყვეტილება შვილის ან ქმრის მაგივრად, და არ ეცადოთ მისი შეცდომების გამოსწორებას.

5. შეხვდით ყოველ ჯერზე ისე,  თითქოს  დიდი ხანია არ გენახათ ერთმანეთი. აჩვენეთ  სიხარული, ემოცია, მაშინ თქვენი ვაჟი  / ქმარი   ყოველ წუთში ირბენს სახლში.

6. სთხოვეთ დახმარება, თუნდაც წვრილმანებში.  თქვენი ვაჟი  / ქმარი     მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ ის გჭირდებათ.

7. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს წინაშე დგას 4 წლის ბიჭი ან გაზეთის დამტარებელი – მოექეცით  მას, ისე, ვითომც და არმიის გენერალი იყოს. და ის ნამდვილად გახდება „არმიის გენერალი“ თავის საქმეში.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

წყარო: http://yaroslav-samoylov.com/vospitanie-detej/kak-vospitat-syna.html

_____________________________

,,ფსიქოლოგია”

..