7 ფრაზა მამაკაცისათვის

7 ფრაზა მამაკაცისათვის

ცნობილი გამოთქმაა: ,,ქალებს უყვართ ყურებით“. თუმცა თუ თქვენ იგივე წესს გამოიყენებთ მამაკაცის მიმართ, ნამდვილად არ წააგებთ. ქალის  სიტყვებმა შეიძლება მამაკაცი უსაზღვროდ გააბედნიეროს, ან, პირიქით –  მიანიჭოს ტანჯვა. ეხლა წარმოდგენთ იმ ფრაზებს, რომელიც მამაკაცებს ესმით, როგორც სასიამოვნო მუსიკა.

1. როგორ ხარ?

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – რით შემიძლია დაგეხმარო?
– როგორ შემიძლია შეგიმსუბუქო მდგომარეობა
– რას ისურვებდი ეხლა?
– რა გაგახარებდა ეხლა?
– შემიძლია თუ არა გავაკეთო ისეთი რამ, რომ ორივე  უკეთ ვიყოთ?

მამაკაცს  ნამდვილად სიამოვნებს ზრუნვა და თქვენი მისდამი ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს განაცდევინებს.

2. მე შენთან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – შენთან ერთად იოლად გადაწყდა ეს პრობლემა
– მე აღფრთოვანელი ვარ
– შენ დიდი ტვირთი მომაცილე
– მე ვერ შევძლებდი ამას მარტო
– შენ მე დიდი საქმე გამიკეთე

მამაკაცის პასუხი კი ამაზე შეიძლება იყოს ასეთი: მე მივხვდი, რომ შევქმენი კარგი ბაზა, რომელზეც შეიძლება კიდევ ბევრი რამის აშენება.

3. მე შენ გამხნევებ

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – მე ვამაყობ შენით
– მე მჯერა შენი
– შენ ნამდვილად შეძლებ ამას
– მე ნებისმიერ შემთხვევაში შენს გვერდით ვარ
– მე არ მაინტერესებს , რას ფიქრობენ სხვები, მე უფრო კარგად გიცნობ შენ და მჯერა შენი
– ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს თვალში ხარ ძვირფასი ( ძლიერი, მიზანდასახული, ნიჭიერი) მამაკაცი.

4. მოდი წავიდეთ სადმე

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – მოდი მოვაწყოთ პიკნიკი
– მოდი ვითამაშოთ ჩოგბურთი  (გავისეირნოთ ველოსიპედებზე და ა.შ)
– წავიდეთ ექსკურსიაზე
– წავიდეთ ფესტივალზე
– მოდი დავრჩეთ სახლში და შევუკვეთოდ ვახშამი.

5. მე შენთან მინდა!

ამ ფრაზის ვარიანტები:

შენ მე აღმაგრძნებ…
როდესაც შენ ამას ასე აკეთებს, მე ვკარგავ კონტროლს..
აქ შემეხე …
კიდევ ერთხელ ….
შენი სუნი მშლის ჭკუიდან..
რაზე გავჩერდით წინა შემთხვევაში..

6. მადლობთ!

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – მე შენი მადლიერი ვარ!
– სიტყვები არ მყოფნის ..
– მე არ შემიძლია გადმოგცე, თუ როგორ კარგად გააკეთე შენ ეს ..
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი დახმარება ..
– შენი ზრუნვა მე მაბედნიერებს!
– ძალიან მსიამოვნებს , რომ შენ ამაზე გაიფიქრე ..

7. მე შენ მიყვარხარ!

ამ ფრაზის ვარიანტები:

 – მე შენ მიყვარხარ, როდესაც იღიმები
– მე მიყვარს შენი ხელები
– მე მიყვარს შენი ჩახუტება
– მე მიყვარს შენი ყურება, როდესაც შენ საქმიანობ
– მე მიყვარს შენი ხმა
– მე მიყვარს მოსმენა იმისა, თუ როგორ სუნთქავ ძილის დროს
– მე მიყვარს შენი დაბნეული სახე …

ასეთ დროს მამაკაცი მთელი არსებით გრძნობს, რომ თქვენი მისდამი სიყვარული უსაზღვრო და დაუძლეველია და სურვილი უჩნდება საპასუხოდ თვითონაც გამოხატოს თქვენდამი სიყვარული.

ამრიგად, თუკი სურვილი გაქვთ აჩვენოთ თქვენთვის მამაკაცს რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის, გამოიყენეთ ის ფრაზები, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ როგორ და რა კომბინაციებით გააკეთოთ ეს. და თქვენ მისთვის ნამდვილად იქნებით ერთადერთი და განუმეორებელი!

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
წყარო: http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/hotite-dostojnogo-muzhchinu-ryadom-zapomnite-eti-7-fraz.html

_____________________________

,,ფსიქოლოგია”

..

 

Share this...Share on Facebook
Facebook