ქალის ოთხი მდგომარეობა
ჩვენ გვექნება საუბარი ყველაზე მთავარ ქალურ თვისებაზე. მაშ ასე, იდეალური ქალი – ეს არის დედოფალი საზოგადოებაში, დიასახლისი სამზარეულოში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი – საწოლში.
ყოველ ქალში არის ოთხი მდგომარეობა.
თქვენ თუ იყენებთ ერთს, ეს არ ნიშნავს, რომ სამი დანარჩენი თქვენში არ არის. პირველი – ეს არის დედოფლის მდგომარეობა – დამოუკიდებელი, თვითკმაყოფილი, მოვლილი, კარიერული წინსვლით, სოციუმში რეალიზებული.
მეორე მდგომარეობა – დიასახლისი – ეს არის დედობრივი ენერგია, გაცემის ენერგია, ასეთი ქალი აკეთებს, ალაგებს, იცის მოსმენა, მასთან ხარ წყნარად და კომფორტულად.
მესამე მდგომარეობა – ეს გოგოს მდგომარეობაა. მიღების ენერგია, სუსტი და სიცოცხლით სავსე. იღებს სასურველს უბრალოდ იმიტომ, რომ ეს უნდა (დედოფლისაგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერს თვითონ აღწევს). ასეთთან ყოველთვის ვიღაც მიდის დასახმარებლად.
მეოთხე მდგომარეობა – საყვარლის მდგომარეობაა – სექსუალურობა, თავისუფლება. სექსის მეშვეობით ქალი გადასცემს მამაკაცს ძლიერ ენერგიას, ავსებს მას ძალით.
ამ მდგომარეობებიდან ორი არის მიღების ენერგია, ორი – კი გაცემის ენერგია. როდესაც მამაკაცი სამსახურიდან ბრუნდება და მას შია, მაშინ ირთვება – დიასახლისის მდგომარეობა. როდესაც მამაკაცმა მიაჭედა ლურსმანი, ან მოიტანა ხელფასი სახლში – მაშინ ირთვება გოგოს მდგომარეობა.
სიყვარულს შეუძლია მიიზიდოს, დააინტერესოს, მაგრამ მის შეკავებას ვერ შეძლებს იმ სამი მდგომარეობის გარეშე. ნამდვილი ქალურობა – ეს არის უნარი მართო ეს 4 მდგომარეობა და შეინარჩუნო ბალანსი.
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://yaroslav-samoylov.com/zhenstvennost/4-sostoyaniya-zhenshhiny.html___________________________________________
..