როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ხშირად ხდება ავად ბაღში?

ვისაც ჰქონდა შეხება ბაღთან, ხშირად გაიგონებდა ასეთ კითხვას მშობლებიდან. ერთის მხრივ, მიზეზი ძალიან მარტივია – საბავშვო ბაღში ბევრი ბავშვია, და თუ ერთი გახდა ავად,  მაშინ სხვები შეიძლება დაავადნენ. მეორეს მხრივ, თუ ბავშვს კარგი იმუნიტეტი აქვს, მაშინ მასთან არანაირი ინფექცია „არ მოვა“.

მაშინ, რატომ ხდება ისე, რომ აპ პრობლემას მშობლები ხშირად ეხებიან. ბავშვთა ფსიქოლოგიაში ამ მოვლენის შესახებ არსებობს რამდენიმე მიზეზი.

1.  ნერვული დაზაბულობის  ფონზე სუსტდება იმუნური სისტემა. ხშირად ხდება ასე – ბავშ ს ძალიან მოსწონს ბაღში სიარული, არ ტირის, არ არის კაპრიზები, არც ისტერიკები, ის არის აქტიური. ასეთი აქტიური მოქმედებების ფონზე ხდება  ორგანიზმის შესუსტება და ბავშვი ავად ხდება. როგო უნდა ავიცილოთ ეს?

ჩვენი რჩევა იქნება – გავაკეთოთ ისე, რომ ნელ-ნელა, თანდათანობით გავზარდოთ ბავშვის დაყოვნების დრო საბავშვო ბაღში. როდესაც ბავში მიეჩვევა ასეთ ცვლილებებს, მაშინ ორგანიზმში ირთვევა „დაცვა“.

2. ხდება კიდევ სხვანაირად: ბავშვი ძალიან ძნელად ეგუება საბავშო ბაღს, ტირის, გაღიზიანებულია, არ თამაშობს, მას ემართება იმუნური სისტემის გამოფიტვა, და ამიტომ ბავშვი ავად ხდება. ავადმყოფობის დროს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ბავშვი გრძნობდეს თავს კარგად. მაგრამ, ავადმყოფობა უკან იხევს, ბავშვი ისევ მიდის ბაღში, და აღმზრდელს არ შეუძლია შეასრულოს მისი ახალი ახირებები. ამის შემდეგ ერთი-ორი კვირის ბაღში სიარულის შემდეგ, ბავში ისევ ავადდება.

ამ პრობლემის ამოხსნა კი არის ასეთი: როდესაც ბავშვი ავადდება, მას უნდა ავუხსნათ, რომ დაავადება ეს არ არის ზეიმი, როდესაც მას ეფერებიან, არ მისცეთ საშუალება უყუროს მულტფილმებს, ჭამოს ტკბილი და ითამაშოს. მაშინ ბავშვი მოიწყენს მარტო სახლში და მისთვის მოსაწყენი გახდება ავადმყოფობა. რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ თქვენი ბავშვი უფრო იშვიათად ხდება ავად.

P.S. არ დაგავიწყდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები შეიძლება დაავადნენ ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამოც.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ; https://www.b17.ru/article/40962/