რატომ უნდა ბავშვს შინაური ცხოველი?

რატომ უნდა ბავშვს შინაური ცხოველი?

ეს სტატია მათთვისაა,  ვინც ორჭოფობს ბავშვისათვის შინაური ცხოველის შეძენას.

ბევრ მშობელს ვერ გადაუწყვეტია, შეუძინოს თუ არა ბავშვს შინაური ცხოველი. მათი გაგება შეიძლება. ცხოველი-ეს არის არსება, რომელზეც უნდა იზრუნოთ, მარტო კვება საკმარისი არ არის, მას უნდა გაუთმოთ დრო, საჭიროა მოვლა, ვეტერინართან კონსულტაციები, სახლის წესებთან მიჩვევა და ტუალეტის ადგილის სწავლა.

მშობლებისათვის ეს ერთგვარი დატვირთვაა და არც ისე პატარა. ბავშვები ითხოვენ კნუტებს, ლეკვებს, კუს, ზაზუნებს. წლობით ოცნებობენ ახალ მეგობარზე. ზოგი თანხმდება ბავშვის თხოვნაზე, ზოგი ვერ იღებს თავის თავზე ასეთ პასუხისმგებლობას.

ეხლა განვიხილოთ შინაური ცხოველის შეძენასთან დაკავშირებით ყველა დადებითი მხარე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ითხოვს ამას.

1. უპირობო მიღება.

მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებისათვის ცხოველის უპირობო მიღება ძალზე ძნელია. როგორც წესი, მშობლები აკრიტიკებენ ბავშვებს, ელიან მათგან შესაბამისს საქციელს, ბრაზობენ მათზე და უწესებენ მოთხოვნებს. ცხოველი კი ეფერება და ღებულობს სითბოს, ის არ იტყვის უარს თამაშზე ბავშვთან. თუ მან არ ისწავლა გაკვეთილი, არ გაჯავრდება და არ დაიწყებს პრეტენზიებს, თუ არ მიალაგა ბავშვმა. შინაურ ცხოველს შეუძლია უკბინოს ან გაკაწროს ბავშვი, მაგრამ ასეთი საქციელი იოლი ასახსნელია და არ იწვევს ბავშვის ფსიქიკის ტრავმირებას. ბავშვისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროში იყოს ისეთი ერთი არსება მაინც, რომელიც არ გამოთქვამს პრეტენზიებს მის მიმართ.

2. სტრესის მოხსნა

თუ ბავშვი უბრალოდ უყურებს თევზს, უკაკუნებს თუთიყუშს გალიაზე, უყვირის ძაღლს, კუდით ათრევს კატას, ამით ცდილობს განთავისუფლდეს სტრესისაგან. რა თქმა უნდა, ამას მშობლები არ ეთანხმებიან, მაგრამ ეს ფაქტია. (ჩვენ არ გვაქვს მიზანი წავახალისოთ ცუდი მოქცევა ცხოველების მიმართ, მაგრამ ეს ფენომენი ნამდვილად მუშაობს).

ზოგადად, ცხოველები დადებითად მოქმედებენ ბავშვის ფსიქიკაზე, მათთან ურთიერთობა ერთგვარი განტვირთვაც არის და ძალების მომგვრელიც, რომელიც ეხმარება გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვის ნეიტრალიზებაში.

3. საკუთარი ძალის შეგრძნება

როდესაც ბავშვს აქვს შესაძლებლობა არამარტო გაიზარდოს შინაურ ცხოველთან ერთად, არამედ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მის მოვლაში, ეს იწვევს მასში თვითდაჯერებულობის, თვითდამკვიდრების განვითარებას. როდესაც თქვენს გვერდით არის უფრო სუსტი არსება, ვიდრე თქვენ ხართ, რომელიც საჭიროებს ზრუნვას, სიყვარულს და ყურადღებას, მაშინ არ შეიძლება არ იგრძნო შენი თავი უფრო ძლიერად, მამაცად, შეძლებურად. ყველაზე მორიდებული ბავშვებიც კი ხდებიან უფრო თავისუფალი და ლაღები შინაური ბინადრების მეშვეობით.

4. სარგებლობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის.

პეტ-თერაპია ანიმალოთერაპია- მკურნალობის მეთოდი ცხოველების მეშვეობით. ასეთი მკურნალობის უკუჩვენება არის ალერგია, მაგრამ მისი გვერდის ავლა შეიძლება.

ცხოველებთან ურთიერთობას მოჰყვება შიშის შემცირება, მაღლდება გუნება-განწყობილება, იმატებს მდგრადობა სტრესის მიმართ. გაუმჯობესობა არის ფიზიკურ ჯანმრთელობაშიც. მრავალი წელი სწავლობენ ცხოველების დადებითი ზემოქმედების მექანიზმს ადამიანზე, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
https://www.b17.ru/article/40966/

______________________________________

>>>>>> ფსიქოლოგია

..

Share this...Share on Facebook
Facebook