სიყვარულის ექვსი მტერი

როგორც აღმოჩნდა, სიყვარულს ჰყავს ექვსი მტერი. გამოავლინო ისინი, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისაკენ. მათი ცოდნა დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ რა არ უნდა გავაკეთოთ, ან როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ წამოვიდეს წინა პლანზე პრობლემები.

1. მტერი – გათიშულობა და განხეთქილება. იყო დრო, როდესაც თქვენ იყავით სამყაროს ცენტრი. მაგრამ გადის დრო, ყველაფერი იცვლება, იცვლება თქვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. თქვენ არ გსურთ იყოთ სულ მოწუწუნე და მთხოვნელის როლში, ღებულობთ  ისეთ სახეს, ვითომცდა არაფერი ხდება. სინამდვილეში კი, ის დროის მონაკვეთი, როდესაც თქვენ გრძნობთ თავს არასასურველად, იზრდება და ამის დამალვა ხდება აუტანელი.

2. უკმაყოფილება – მამაკაცმა თავის დროზე შეიყვარა მზრუნველი, ყურადღებიანი ქალი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ქალი იღლება და ის ყოველთვის უკმაყოფილოა თავისი პარტნიორით, ამ უკანასკნელმა კი არ იცის თუ როგორ ასიამოვნოს მას.

3. დომინირება – თავის დროზე, თქვენ მამაკაცი გიზიდავდათ თავისი სიმტკიცით, სიძლიერით, თვითდაჯერებულობით. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, ეს თვისებებიც ნელ-ნელა ქრება, და როგოც კი ამის შესახებ აგრძნობინებენ მამაკაცს, იმ წუთიდან ქალი იკავებს მისთვის მტრის როლს, რომელიც  უქმნის პრობლემებს მათ ურთიერთობებს.

4. უნდობლობა – დგება ისეთი დრო, როდესაც მამაკაცს შეაქვს ეჭვი ქალის საქციელში, დაწყებული ხმის ტემბრიდან დამთავრებული სექსუალური ურთიერთობებით. მას უჭირს დაიჯეროს ქალის მტკიცებულებები  ამასთან დაკავშირებით.

5. ძველი სიმღერა – ურთიერთობების  დასაწყისში ყველაფერიიყო საინტერესო, ახალი, პოზიტიური, იწვევდა გარკვეულ დადებით ემოციებს. მაგრამ დროსთან ერთად ეს ყველაფერი კარგავს თავის ძალას და საჭიროებს განახლებას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება იყოს უარყოფილი ერთ-ერთი პარტნიორის მიერ.

6. ნოსტალგია – იყო  წარსული, თავისი მოგონებებით, როდესაც იყავით ბევრად უფრო კარგად, გჯეროდათ ერთმანეთის, გიყვარდათ, უფრთხილდებოდით ერთმანეთს. მაგრამ დრო მიდის, მას ვერ შეაჩერებთ, უნდა თვალი გაუსწოროთ რეალობას და განაგრძოთ ცხოვრება.

და როგორც კი თქვენ შეამჩნევთ, რომ რომელიმე მტერი გაჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ქმედება.  >> ფსიქოლოგია

 მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://yaroslav-samoylov.com/lyubov/kak-zhenshhine-nachat-lyubit-sebya.html