კონტაქტური ლინზები, სათვალეები – როგორ შევარჩიოთ

წინამდებარე გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ლინზები, სათვალეები და მათი აქსესუარები  მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან.  ოპტიკა ამაზონზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საქონელია. ამის მიზეზია უაღრესად დიდი არჩევანი და ჩამოტანის სიიაფე.

კონტაქტური ლინზები

კონტაქტური ლინზები სამედიცინო დანიშნულების ნივთია, ამიტომ მათი შეძენა დამოუკიდებლად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. იმისათვის, რომ ლინზები სწორად იქნეს შეჩეული, თავდაპირველად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-ოფთალმოლოგთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ ის კონტაქტური ლინზები, რომლებიც ექიმმა შეგირჩიათ. კონტაქტურ ლინზები გამოიყენება ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმისა და პრესბიოპიის დროს. გარდა ამისა, კონტაქტური ლინზების მეშვეობით შეგიძლიათ შეიცვალოთ თვალის ფერი ფერადი ლინზებით, ან თუნდაც, შესაფერის სიტუაციაში, გაიკეთოთ საკარნავალო ლინზები,  – ასეთებიც არსებობს.

თანამედროვე კონტაქტური ლინზები საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია, უახლესი მასალებით დამზადებული ლინზები პრაქტიკულად შეუმჩნეველია თვალისათვის. ერთადერთი რაც უნდა გახსოვდეთ – აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის წესები და გარკვეული სიფრთხილე ლინზების ხმარებისას, მარტივი წესების დაცვა ხანგრძლივად შეუნარჩუნებს თქვენს თვალებს ჯანმრთელობას.


ბიფოკალური და მულტიფოკალური ლინზები Bifocal & Multifocal Lenses >>
ფერადი ლინზები  Color Lenses >>
Disposable Lenses >>



♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
..

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..