სახის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სახის კანის მოვლაში განვიხილავთ შემდეგ ძირითად პრინციპებს: სახის კანის გასუფთავება, გამოკვება, დარბილება, კანის დაცვა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორებისაგან.
ვიდრე კანის მოვლის ძირითად პრინციპებს განვიხილავთ, აუცილებელია დავიმახსოვროთ, რომ სახეზე არის სამასაჟო ხაზები და ყველა კოსმეტიკური პროცედურა ამ ხაზებზე უნდა ჩავატაროთ (მალამოების, ლოსიონების, ნიღბების წასმა).

 სახეზე არჩევენ 4 ძირითად სამასაჟო ხაზს:

1) ნიკაპიდან ყურის ბიბილოებამდე
2) ტუჩის კუთხიდან ყურის ნიჟარის შუა წერტილამდე
3) ცხვირის ნიჟარის ფრთებიდან საფეთქლებამდე
4) შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე.

სახის კანის მოვლა სრულებითაც არ ნიშნავს კოსმეტიკური საშუალებების უხვ გამოყენებას. კოსმეტიკური პროცედურების შესრულებისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათ შედეგი მოაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ სწორად კანის ანატომიური აგებულებისა და კანის ხაზების გათვალისწინებით ვიყენებთ. კოსმეტიკური პროცედურების გამოყენებისას აუცილებელია შევეჩვიოთ სწორ მოძრაობებს და მიმართულებებს.

წესებირომლებიც არ  უნდა დაარღვიოთ:

1) არ შეიძლება სახის კანის დაბანა უხეში ჯაგრისით, ჩვეულებრივი საპნით (ხელის მტევნებიც კი არ უნდა დაიბანოთ ასეთი საპნით).
2) არ შეიძლება პირის დაბანის შემდგომ უხეში პირსახოცით გამშრალება, ეს ძალიან ჭიმავს და აღიზიანებს კანს.
3) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანის სისქე სხეულის ცალკეულ უბნებზე სხვადასხვაა. შემთხვევითი არ არის, რომ სახის კანისთვის განკუთვნილი ნედლეული სხვაგვარად არის დამუშავებული. ასევეა მასაჟის შემთხვევაშიც. სახის და ყელის კანის მასაჟი განსხვავდება ერთმანეთისგან.
4) პირის დასაბანად გამოიყენეთ ნელთბილი წყალი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ წყალს (გამდინარე, ჭის) ჩვენი კანი ძნელად იტანს, რადგან მასში არსებული კალციუმის და მაგნიუმის მარილები რეაქციაში შედიან საპონთან და კანის ცხიმოვან საფარველთან, წარმოქმნილი ძნელადხსნადი ნივთიერებები ილექება კანზე და ძნელად შორდება მას.ამდენად საჭიროა დასაბანი წყლის დარბილება.
გამდინარე წყალი ნაკლებად ხისტია, ამიტომ უბრალოდ გადაადუღეთ. ჭის წყალი საკმაოდ ხისტია, ამიტომ დუღილისას დაამატეთ სოდა (ლიტრზე 1 ჩ.კ.)
5) პირის დასაბანად გამოიყენეთ კოსმეტიკური საპონი, თუ ეს თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენეთ ნებისმიერი კარგი ხარისხის საპონი, არ გამოიყენოთ სარეცხის საპონი და ჩვეულებრივი ტანის დასაბანი საპონი.
სახის კანის მოვლის ძირითადი პრინციპები6) ნუ გამოიყენებთ კანის გასასუფთავებლად ოდეკოლონს და სხვა სპირტის შემცველ ხსნარებს. იგი კანს აუხესებს, აშრობს, იწვევს მის აქერცვლას და ლაქების გაჩენას.
ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური ლოსიონები და იმ მცენარეთა ნახარშები და ნაყენები, რომლებიც შეესაბამება თქვენი სახის ტიპს.
7) პირის გასამშრალებლად გამოიყენეთ ნაზი პირსახოცი. გამშრალებისას არ მოისრისოთ კანი, არამედ ნაზად მიიდეთ და ისე შეიშრეთ წყალი. კოსმეტოლოგი მარინა ცომაია

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.