კოსმეტიკა და ალერგია

კოსმეტიკა და ალერგია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

კოსმეტიკის განყოფილება ,,ამაზონზე”
ჰიპოალერგიული კოსმეტიკა

რაც უფრო დიდია კოსმეტიკის შენახვის ვადა, მით უფრო მეტ კონსერვანტებს – პარაბენებსა და ფორმალდეჰიდებს შეიცავს ის.
ალერგიული რეაქციებისაგან დაზღვეული არავინ არ არის.
მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიისადმი, შედიან რისკის ჯგუფში, ხოლო სხვებს, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ ალერგია, შეიძლება განუვითარდეთ ალერგია კოსმეტიკური საშუალებების შემადგენელი ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ.
ყველაზე ხშირად ეს არის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალი კონსერვანტები, საღებავები და სურნელოვანი ნივთიერებები.
იხ. სტატია: კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს

კონსერვანტები

რაც უფრო დიდია კოსმეტიკის შენახვის ვადა, მით უფრო მეტ კონსერვანტებს – პარაბენებსა და ფორმალდეჰიდებს შეიცავს ის.
ნაკლები შესანახი ვადის მქონე კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება შეიცავდეს ნატურალურ კონსერვანტებს, როგორიცაა ასკორბინის მჟავა და ფუტკრის ცვილი, თუმცა თუკი თაფლზე გაქვთ ალერგია, ასეთ კოსმეტიკაზე უარის თქმა მოგიწევთ.

სურნელოვანი ნივთიერებები

რაც უფრო მძაფრი სურნელი აქვს კოსმეტიკას, მით უფრო მეტ არომატიზატორებს შეიცავს ის.
ზოგჯერ ისინი საწყისი ნედლეულის არასასიამოვნო სუნის დასაფარად გამოიყენება, არცთუ იშვიათად კი – მყიდველის მოსაზიდად.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ნატურალური არომატიზატორები ხელოვნურზე მეტად საშიშია.
საქმე იმაშია, რომ ნატურალური ეთერზეთები ძალზე ადვილად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, ეს განსაკუთრებით ეხება ბერგამოტისა და ციტრუსოვან ზეთებს.

საღებავები

ტუჩის საცხში არსებული ანილინის საღებავები, თვალის ფანქარსა და ტუშის შემადგენლობაში შემავალი მძიმე მეტალების (ქრომის, ნიკელის, ვერცხლის) მარილები მეტად ალერგიულია.
ამავე დროს ისინი შეხებაშია ლორწოვანთან, შესაბამისად ალერგენი საკმაოდ ადვილად ხვდება ორგანიზმში.
რაც უფრო მდგრადი ფერი აქვს კოსმეტიკურ პროდუქტს, მით მეტი საღებავია მასში.
ამიტომაც მკვეთრი ლურჯი ფერის თმის გელის, ან მდგრადი წყალგამძლე ტუშის შერჩევისას კარგად დაფიქრდით და წინასწარ მოახდინეთ ტესტირება.

სხვა…

სამწუხაროდ, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ ძვირადღირებულმა პროდუქტმაც, ვინაიდან ნატურალური ინგრედიენტები არ არიან მოკლებული ალერგიზაციის უნარს.
სანამ შეიძენდეთ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას.
მაგ. თუკი გაქვთ ალერგია ცხვრის ბეწვზე, არ შეიძინოთ ლანოლინის შემცველი ტუჩის საცხი და სახის კრემი.
თუკი გაქვთ კვებითი ალერგია მარწყვზე და თაფლზე, არ დაუმატოთ ისინი სახლში დამზადებულ მკვებავ ნიღაბს.
ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ალერგენებია: ციტრუსები, ანანასი, შოკოლადი, ნესვი, მარწყვი. თაფლი.
წარწერა ”ჰიპოალერგიული კოსმეტიკა” – არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მხოლოდ სარეკლამო ნაბიჯია.
თუმცა სხვებთან შედარებით, ისინი მართლაც შედარებით ნაკლები რაოდენობით ალერგენებს შეიცავენ, შესაბამისად ნაკლებია მათი შენახვის ვადაც, სუნიც შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყოს.
გარდა ახალი კოსმეტიკური საშუალებებისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს წლობით გამოცდილმა კოსმეტიკურმა ხაზმაც.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

• გასულია შენახვის ვადა ან მისი ნახევარი მაინც – გახსნის შემდეგ ხდება ნაწარმის ჰაერთან და ბაქტერიებთან კონტაქტი, შესაბამისად მისი შემადგენლობა იცვლება.
ალერგიულმა ადამიანებმა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.

• თუ არ არის დაცული შენახვისა და მოხმარების პირობები – მაგ. თუ ნაწარმი ინახება თბილ ადგილას ან ნიღაბს სახეზე წინასწარ მითითებულ დროზე მეტ ხანს გაიჩერებთ, ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მწარმოებელი დამნაშავე არ არის;
• ფოტოსენსიბილიზაცია – კოსმეტიკის შემადგენელი ნივთიერებები ზოგჯერ რეაგირებენ ულტრაიისფერი სხივებზე, ამიტომაც ზამთრიდან ზაფხულისაკენ სასურველია თქვენი კოსმეტიკა თანდათანობით გამოცვალოთ;
• ეფექტების ზედდება – ზოგიერთი ნივთიერების მიღების (ანტიბიოტიკები ან იმუნოდეპრესანტები), ქიმიური პილინგის, ლაზერული ან ფოტოეპილაციის ჩატარების შემდეგ, ასევე იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითების შემთხვევაში, შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს იმ ნივთიერებებმაც, რომლებსაც ადრე ასეთი მოქმედება არ ახასიათებდათ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

კოსმეტიკა და ალერგია