სახის კანის გასუფთავება

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის კანის გასუფთავებისათვის საჭირო საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦  სახის კანის გასუფთავებისათვის საჭირო საშუალებები ,,ამაზონზე” –  Face  Cleansers >>>>>

სახის კანის გასუფთავება

კოსმეტოლოგი მარინა ცომაია 

 თანამედროვე კოსმეტიკაში მთავარი ადგილი უკავია კანის, კერძოდ კი სახის კანის მოვლის ჰიგიენურ ღონისძიებებს. ასეთ ღონისძიებებს პირველ რიგში ეკუთვნის კანის სისუფთავის დაცვა, რაც მიიღწევა ღამით  მისი გაწმენდის გზით.

სახის კანის ძირითადი გაწმენდა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად და აუცილებლად საღამოს და არა დილით. ეს იმით აიხსნება, რომ დღის განმავლობაში კანის ზედაპირი თანდათან ჭუჭყიანდება, იქმნება ფენა, რომელიც შედგება ეპიდერმისის რქოვანი ფენის მკვდარი უჯრედებისაგან. გარდა ამისა, კანზე ილექება მტვერი, ქერტლი, რომლებიც გროვდებიან ფორებში, არღვევენ და აძნელებენ კანის ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ფუნქციას და ხელს უშლიან კანის  ცხიმის ბუნებრივ  გამოყოფას. გაჭუჭყიანების ქიმიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის ძალზედ მავნეა, იწვევს გაღიზიანებას, ადუნებს კანს.

კანის გაწმენდა დღისით დაგროვილი ჭუჭყისგან საჭიროა დაძინებამდე საათნახევრით ადრე. საჭიროა წინასწარ გავიწმინდოთ კისერი. ყოველგვარი საღამოს გაწმენდის შემდეგ, სანამ კანი ჯერ კიდევ სველია, სასარგებლოა კანი კი არ გავიწმინდოთ პირსახოცით, არამედ უბრალოდ მსუბუქად ვირტყათ ხელისგულები სახესა და ყელზე. მინდა შემოგთავაზოთ გაწმენდის ისეთი ხერხები, რომლებიც საერთოა ყველა ტიპის კანისთვის.

სახის კანის საღამოს გაწმენდის ხერხები

1) გაწმენდა მცენარეული ზეთით 

ძალიან სასარგებლო, მარტივი და გავრცელებული საშუალებაა ყოველგვარი ტიპის და ყელის გასაწმენდად. 1 ჩ.კ. ზეთს 1-2 წუთით  ტოვებენ ფაიფურის სირჩაში, ან ქილაში ცხელ წყალში. მსუბუქად დაასველეთ ბამბა და გაიწმინდეთ მთელი კანი, შემდგომ უკვე ბამბა უხვად დაასველეთ და გაიწმინდეთ კანი შემდეგი მიმართულებით: დაიწყეთ კისრიდან, შემდეგ ნიკაპიდან და პირიდან ღაწვებისაკენ, ცხვირის ბოლოდან შუბლისაკენ და თვალების ირგვლივ, ცხვირიდან ზედა ქუთუთოს გავლით ღაწვისაკენ და ქვედა ქუთუთოზე უკანსვლით. ამასთან იწმინდება ასევე  ტუჩები და წარბები. 2-3 წუთის შემდეგ ზეთს საბოლოოდ  იწმენდენ ბემბით, რომელიც თავიდან ცოტათია დასველებული ლოსიონით, ჩაით, ან ანადუღარი წყლით, რომელიც შერეული იქნება  ხილის წვენთან (ლიმონი, ფორთოხალი, ვაშლი) მცენარეული ზეთით გაწმენდა ზამთრისა და შემოდგომისთვისაა მიზანშეწონილი.

2) მჟავე რძით გაწმენდა

მჟავე რძით შეგიძლიათ კანი გაიწმინდოთ მთელი წლის განმავლობაში, ყველა ტიპის კანისთვის.განსაკუთრებით კარგია ჭორფლიანი კანისათვის, მჟავე რძე რამდენადმე უფერმკრთალებს ჭორფლს. მჟავე რძის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კეფირი, ახალი არაჟანი (ეს პროდუქტები  არ უნდა იყოს გადამჟავებული, გადამჟავება განსაკუთრებით მავნეა მშრალი კანისთვის).

მშრალი ბამბის ტამპონით აიღეთ მჟავე რძის, ან კეფირის  მცირე რაოდენობა და გაიწმინდეთ კანი. ყოველი შემდგომი ტამპონი უფრო უხვად დაასველეთ. უკანასკნელი კარგად გაწურული ტამპონით მოიშორეთ კეფირის, ან რძის ნარჩენები და ჯერ კიდევ სველ კანზე  წაისვით მკვებავი, რომელიც სწრაფად მმოგიხსნით წვის შეგრძნებას. კრემის წასმამდე შეგიძლიათ კანზე ანადუღარი წყალიც შეისხათ. თუ გაწმენდის შემდგომ  სახის კანი ძალიან არის გაღიზიანებული და გაწითლებული, მაშინ კანი ჩამოიწმინდეთ  1-2 ჯერ ჩაიში, ან ახალ რძეში დასველებული ბამბიტ და  შემდგომ წაისვით მკვებავი.

3) რძით დაბანა

კოსმეტიკაში რძით დაბანას მრავალსაუკუნოვანი  ტრადიციები აქვს. რძე კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ამიტომ მას ხშირად იყენებენ მშრალი და განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე კანისთვის.

ეს პროცედურა სრულდება სახის გაწმენდის შემდგომ, თან რძე შერეული უნდა იყოს  ცხელ წყალთან. თუ კანი გაღიზიანებულია მაშინ რძეს გვირილის, ან ცაცხვის ჩაი გაუმატეთ ცხელი წყლის ნაცვლად (ახალმოწველილი რძის ტემპერატურამდე) წინასწარ კანი გაწმინდეთ  მცენარეული  ზეთით, რათა კანს უკეთესად მოშორდეს ჭუჭყი. შემდგომ სახე დაიბენეთ გაზავებული რძით (შეგიძლიათ ბამბის ტამპონი გამოიყენოთ, ან განზავებული რძე ჩაასხით პატარა ჯამში  და ჩაყავით სახის ხან ერთი მხარე, ხან მეორე, ხან ნიკაპი მორიგეობით. აბაზანის შემდგომ სახე დაწოლითი მოძრაობით მსუბუქად გააშრეთ ბამბის ტამპონით. შემდგომ ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით მკვებავი კრემი.

4) გაწმენდა ქატოთი და შავი პურის გულით

ამ ხერხისთვის გამოიყენება  ხორბლის, ქერის, ბრინჯის, ნუშის ქატო, ან ცხელ წყალში  დასველებული შავი პურის გული, რომელიც შეიცავს ბევრ ქატოს.

1 ჭ. ქერის ფანტელებს (გერკულესი) ატარებენ ხორცის მანქანაში; (25 წლამდე პირებისათვის ამატებენ  1 ჩ,კ. სოდას და ბორის მჟავას.) ნარევი კარგად უნდა აურიოთ და შეინახოთ მინის ქილაში კოვზთან ერთად. ეს ნარევი კარგია ფორებიანი, ცხიმიანი კანისათვის. მთელ სახის კანზე დაისხით  წყალი, შემდეგ  მარცხენა ხელის გულზე  დაიდეთ 1 ჩ.კ დაფქვილი ქერის ფანტელები, შეურიეთ წყალი და აურიეთ ფაფისმაგვარი მასის მიღებამდე. მარჯვენა ხელით ფაფა ნელ-ნელა წაისვით კანზე, ამასთან მსუბუქად შეიზილეთ ნიკაპზე, ცხვირზე, შუბლზე, ლოყებზე. ორივე ხელით კარგად გაიწმინდეთ კანი. როგორც კი წარმოიქმნება შეგრძნება, რომ ხელები კანზე თავისუფლად მოძრაობს, ფაფა ჩამოიბანეთ. ანალოგიურად გამოიყენება შავი პურის გული. განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანისთვის. სახის კანის გაწმენდის ეს პროცედურა ტარდება  ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. ცხიმიანი კანისთვის კი შეიძლება მისი განმეორება 2-3 კვირის შემდგომ.


_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგია

..