კისრისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კისრისა და დეკოლტეს მიდამოს მოვლისათვის  საჭირო საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

კისერი და დეკოლტე – ეს დელიკატური ზონები არაერთხელ განუდიდებიათ სითბოთი და სიყვარულით სხვადასხვა ეპოქის პოეტებსა და მწერლებს.

მოვლა სახლის პირობებში

უნდა მოიცავდეს რამოდენიმე ეტაპს: ყოველდღიური გაწმენდა, ტონიზირება და კანის კვება. კვირაში ერთხელ აუცილებელია ღრმა გაწმენდა, განსაკუთრებული კვება და მასაჟი.

გაწმენდა

პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სწორად დაბანა: გელი უნდა წავისვათ სახეზე, კისერზე და დეკოლტეს მიდამოში, და არა მარტო სახეზე.

თუკი იღებთ დუშს, გამოიყენეთ კისრის და დეკოლტეს ღრუბელი. ის უნდა იყოს რბილი, რადგან ამ ზონების ტრავმირება ძალიან ადვილია. რაც შეეხება დუშ-გელს, მას უნდა ქონდეს ნეიტრალური PH – ასეთი საშუალება არ გამოაშრობს და არ გააღიზიანებს ნაზ კანს.

ღრმა გაწმენდა

კვირაში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ კისრის და დეკოლტის არის პილინგი, რათა გავწმინდოთ კანი უკვე მკვდარი უჯრედებისგან და აღვადგინოთ სუნთქვა. პილინგმა არ უნდა გამოიწვიოს ტრავმირება. უმჯობესია შევარჩიოთ საშუალებები ფერმენტებით ან მცენარეული მჟავებით.

ტონიზირება

კისრის და დეკოლტეს კანს, ისევე როგორც სახის კანს, ჭირდება ტონიზირება. ამისათვის გამოიყენეთ დამატენიანებელი ტონიკი ან ლოსიონი მცენარეული კომპონენტებით დაბანის შემდეგ.

♦♦♦  ამატენიანებელი ტონიკები ,,ამაზონზე”>>>>

♦♦♦ მცენარეულ კომპონენტებიანი ლოსიონები ,,ამაზონზე”  >>>>

კვება

ვინაიდან კისრისა და დეკოლტეს არეში კანი სწრაფად კარგავს ტენიანობას, საჭიროა მისი მუდმივი კვება. ამისათვის დილით და საღამოს უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემი. მასზე უნდა იყოს მარკირება „კისრისა და დეკოლტესთვის“.

ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: თუ გაქვთ ახალგაზრდა კანი, რომელზეც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა პირველი პრიშიკები, შეარჩიეთ კრემი ჰიალურონის მჟავის დაბალი შემცველობით, მცენარეული ექსტრაქტებით. თუკი ასაკობრივი ცვლილებები უკვე გამოვლინდა, ინგრედიენტებს შორის აუცილებლად უნდა იყოს მცენარეული მჟავები, ფიტოჰორმონები, პეპტიდები, ფერმენტები, ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა.

♦♦♦ დამატენიანებელი კრემები ,,ამაზონზე”  >>>>

♦♦♦ ჰიალურობის მჟავას შემცველობის მქონე კრემები ,,ამაზონზე” >>>>


ღრმა კვება

კანის ღრმა კვება ხდება ნიღბებისა და შრატების საშუალებით. ნიღბების გაკეთება შეიძლება კვირაში 2-ჯერ, ხოლო შრატები გამოიყენება ყოველ საღამოს (დაბალმოლეკულური შემადგენლობა საშუალებას მისცემს ნივთიერებებს შეაღწიონ კანის ღრმა ფენებში და აღადგინონ ის).

ნიღაბი უნდა იყოს მკვებავი, შეიძლება შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს. კარგია ასეთივე შემადგენლობის შრატები, რომლებიც გამოიყენება ახალგაზრდა კანისთვის. თუ გაგიჩნდათ პირველი ღრმა ნაოჭები, შეარჩიეთ შრატები მცენარეული მჟავებით, ფერმენტებით, ანტიოქსიდანტებით და ფიტოჰორმონებით.

♦♦♦ მკვებავი ნიღბები ,,ამაზონზე”  >>>>

_____________________________________

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>>  ►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

>>>> კოსმეტოლოგია

..