მასაჟის ზეთები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მასაჟის ზეთები – მასაჟის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ მასაჟის ტექნიკაზე, არამედ ზეთებზე, რომლებიც გამოიყენება პროცედურის ჩასატარებლად.
მასაჟის ზეთები აუცილებელია პროცედურის დროს, რათა მასაჟისტის ხელები ადვილად მოძრაობდენენ სხეულის ზედაპირზე.
გარდა ამისა, ისინი ამცირებენ ზედმეტი ხახუნის შედეგად წარმოქმნილ უსიამოვნო შეგრძნებას, ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმზე ახდენს სამკურნალო მოქმედებას.
მასაჟის ჩასატარებლად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეთერზეთების სუფთა სახით გამოყენება, რადგან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმზე.

მომადუნებელი მასაჟის ზეთები

მასაჟისთვის განკუთვნილი საშუალებებიდან მომადუნებელი მოქმედება აქვთ მათ, რომელთა შემადგენლობაში შედის ბერგამოტის, ლავანდის, ბარამბოს და ნეროლის ეთერზეთები.
ისინი ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას და კუნთოვანი ტონუსის მოხსნას.
მსგავსი ეფექტი მიიღწევა ისეთი საშუალებების დამატებით, როგორიცაა ვარდის, გვირილის, ჟასმინის და სალბის ეთერზეთების დამატებით.
აღნიშნული კომპონენტები მასაჟის ზეთის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექსურად.
მომადუნებელი მასაჟის ზეთის არჩევისას პირველ რიგში აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას.
თუკი არომატი უსიამოვნოა ან იწვევს რაიმე სახის ნეგატიურ რეაქციას (თავბრუსხვევას, ღებინება და ა.შ), საეჭვოა მან დამამშვიდებელი მოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე.

მატონიზირებელი მასაჟის ზეთები

სისხლისმიმოქცევის დარღვევის, მარილების დაგროვების, სახსრების ტკივილის და კუნთოვანი ტონუსის დაქვეითების დროს, მასაჟისთვის ყველაზე კარგია მიხაკის, რეჰანის, ჯანჯაფილის, ნემსიწვერას ეთერზეთები. თუ მასაჟი ტარდება განწყობილების კორექციისთვის, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ლიმნის, როზმარინის და ბეგქონდარას ზეთებს.
ჩამოთვლილი საშუალებების გამოყენებით მასაჟის პროცედურების ჩატარება სასურველია დღის პირველ ნახევარში, უკიდურეს შემთხვევაში დაძინებამდე 4-6 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვული სისტემის ზედმეტი აღგზნების გამო შეიძლება წარმოიშვას ჩაძინების სერიოზული პრობლემები.

ცელულიტის საწინააღმდეგო ეთერზეთები

იმისათვის, რომ ანტიცელულიტური მასაჟი იყოს უფრო ეფექტური, უნდა გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებშიც არის ლაიმის, ფორთოხალის, ღვიის ან კამის ზეთები.
ისინი აუმჯობესებენ ლიმფის დინებას და სისხლისმიმოქცევას, რისი მეშვეობითაც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ კანქვეშა ცხიმოვან გროვებზე.
ანტიცელულიტური მასაჟი ზეთების გამოყენებით უფრო მეტად ეფექტურია ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ.
გარდა ამისა, აღნიშნული ზეთები დადებითად მოქმედებენ კანზე.
მისი ერთდროული დარბილებით და ტონიზირებით, ისინი აგლუვებენ პატარა პრიშიკებს, რომლებიც ხშირად ჩნდებიან სხეულზე ცელულიტის მკურნალობის და ჭარბ წონასთან ბრძოლის შემდეგ.

ეთერზეთები ეროტიკული მასაჟისთვის

მასაჟის ზეთებიაღმგზნები მოქმედება აქვთ მასაჟის საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ვანილის, სანდლის ხის, ჟასმინის და ილანგ-ილანგის ეთერზეთები.
ისინი წარმოადგენენ ძლიერ აფროდიზიაკებს და ამიტომაც გამოიყენება სექსუალური ლტოლვის გასაძლიერებლად.
ეროტიკული მასაჟი ასეთი ეთერზეთების გამოყენებით შეიძლება იყოს როგორც სასიყვარულო პრელუდიის ნაწილი, ასევე უბრალოდ რელაქსაციის საშუალება.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.