როგორ შევარჩიოთ პუდრი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ პუდრი ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>> 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

რომელი პუდრი ავირჩიოთ

სტატიის შემადგენლობა: პუდრების კლასიფიკაცია; რომელი მწარმოებელი ავირჩიოთ და როგორ შევარჩიოთ ტონი; როგორ გამოვიყენოთ სწორად პუდრი.

♦♦♦ პუდრები ,,ამაზონზე” – Face powder

რისთვისაა საჭირო პუდრი?

პუდრი საჭიროა იმისათვის, რომ დაიფაროს სახის, კისრის და მკერდის მცირე ხარვეზები: ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, მიკროიარები, ფართო ფორები, პატარა პრიშიკები და უსწორმასწორო ზედაპირი, ასევე იმისათვის რომ ხაზი გაესვას სახის ტონს. თუკი არ არის საჭიროება, უმჯობესია საერთოდ არ გამოვიყენოთ პუდრი და კოსმეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ფირმების თქმით თანამედროვე კოსმეტიკა უსაფრთხოა, პუდრის გამოყენების დროსაც კი ფორები ამოივსება და ირღვევა ნივთიერებათა ცვლა კანში.


პუდრების კლასიფიკაცია

უნდა ვიცოდეთ, რომ უშუალოდ პუდრა ანიჭებს ტონს მთელ მაკიაჟს. თუ აპირებთ გამოიყენოთ ნათელი პუდრა, მაშინ მუქი თვალის ლაინერი არ შეესაბამება საერთო ტონს. არსებობს სხვადასხვა პუდრები, ისინი იყოფა კლასებად. თითოეული კლასი შეესაბამება კანის სხვადასხვა ტიპს. განსაკუთრებით საჭიროა პუდრის თვისებები, თუკი გაქვთ ცხიმიანი ან მშრალი კანი, ვინაიდან ყველა სახის პუდრი არ იქნება თქვენთვის შესაბამისი.

  • პუდრი ტონალურით
  •  კომპაქტური პუდრი
  •  ბრჭყვიალა პუდრი
  •  პუდრი ჰაილაითერი
  •  ციმციმა პუდრი
  •  აკვა პუდრი
  •  ანტისეპტიკური პუდრი
  •  ყინვაგამძლე პუდრი-გელი
  •  გამჭვირვალე პუდრი
  •  პუდრი ბურთულების სახით
  •  ქვისებრი პუდრი
  •  დაფხვნილი პუდრი
  •  კრემ პუდრი

იმისათვის, რომ ვიცოდეთ ჩამოთვლილიდან რომელი პუდრი გჭირდებათ, უნდა განვიხილოთ თითოეული კლასი.

პუდრი ტონალურით – კარგია ნორმალური ან მშრალი კანისთვის, რომელსაც არ აქვს ისეთი ხილული დეფექტი, როგორიცაა: ნაოჭები, პრიშიკები. ასევე გამოდგება ყოველდღიური მოხმარებისთვის.

კომპაქტური პუდრი – ჩვეულებრივი პუდრი, რომელიც გვხვდება ყველაზე ხშირად. როგორც წესი, კომპლექტში შედის კაფსულა, სარკე და ფუნჯი. ასეთი პუდრი კარგია მაკიაჟის კორექციისთვის, ვიდრე მისი უშუალოდ გამოყენებისთვის. მისი გამოყენება მოსახერხებელია სამსახურში და მოგზაურობის დროს.

ბრჭყვიალა პუდრი – ასე უწოდებენ ჩვეულებრივ ბრჭყვიალას ან პუდრის და ბრჭყვიალას ნარევს. ყოველდღიურად ასეთი მაკიაჟი მიუღებელია. მას ძირითადად იყენებენ დღესასწაულებისთვის ან სასცენო სახის შესაქმნელად.

პუდრი ჰაილაითერი – განკუთვნილია სახის ნაკვთების გამოსაკვეთად. თუ გაქვთ პრობლემურიი კანი, არ ღირს ამ პუდრის გამოყენება, რადგანაც ის უფრო გამოაჩენს თქვენს პრობლემურ ნაწილებს. ის უნდა დაიტანოთ თხლად ღაწვებზე, შუბლ-ცხვირის მიდამოში, წარბების ქვედა მიდამოში. პუდრი ჰაილაითერი ანიჭებს სითეთრეს თქვენს კანს.

ციმციმა პუდრი – მის შემადგენლობაში პუდრთან ერთად შედის უმცირესი წვრილი ნაწილაკები, რომელიც ანიჭებს სიცოცხლეს სახეს. ხშირად ასეთ პუდრას იყენებენ სახის ცალკეული ნაკვთების გამოსაკვეთად. ძირითადად გამოიყენება საღამოს საათებში. დაიტანება ღაწვებზე, შუბლ-ცხვირის მიდამოში, ნიკაპზე და ზედა ტუჩის მიდამოში.

აკვა პუდრა – დაიტანება ძალიან ხშირად. თაიდან ის ნოტიოა, გაშრობის შემდეგ კანს ანიჭებს ლამაზ, პრიალა შეფერილობას. მისი გამოყენება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დაიტანება სახის ყველა ნაწილზე.

ანტისეპტიკური პუდრი – არის ერთი მიმართულების, დაიტანება პრობლემურ ანთებით კანზე. ასევე დაიტანება სახეზე გაწმენდის პროცედურების შემდეგ. თუკი გაქვთ ნორმალური კანი, ამ პუდრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება გამოაშროს ან დააზიანოს კანი. ის დაიტანება არა ფუნჯით, არამედ სპეციალური ერთჯერადი ბამბებით, რომლებიც გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ.

ყინვაგამძლე პუდრი – გელი – ძირითადად შედგება სილიკონის ნაწილაკებისგან, რომელთაც შეუძლიათ ამოავსონ ფორები. მისი სტრუქტურის წყალობით არაჩვეულებრივად ჭიმავს და ასწორებს კანის ზედაპირს. ასეთი პუდრი მიუხედავად იმისა, რომ გავს გელს, უმჯობესია დავიტანოთ სუფთა კანზე. თუმცა, უკეთესი ეფექტის მისაღწევად  შეიძლება დავიტანოთ პუდრაზე, რაც თქვენს კანს მიანიჭებს პრიალა ელფერს. ასეთი პუდრი-გელის გამოყენება ძალიან ადვილია, აგრეთვე შეიძლება მაკიაჟის შესწორება ნებისმიერ ადილას.

გამჭვირვალე პუდრი – გამოიყენება ნამდვილი პროფესიული მაკიაჟისთვის. მისი გამჭვირვალობის წყალობით დატანება შეიძლება როგორც კანზე, ასევე სხვა პუდრაზეც. მას აქვს თეთრი შეფერილობა, ამიტომ ხშირად ნუ გამოვიყენებთ, ვინაიდან სახემ შეიძლება მიიღოს ფერმკრთალი შესახედაობა. ძალიან მოსახერხებელია მისით კანის გასწორება , ადვილად დაიტანება ტონალურზე, რაც მას ხდის შეუცვლელს. გამოიშვება მოსახერხებელი კაფსულების სახით პროფესიონალურ ფუნჯთან ერთად.

პუდრი ბურთულების სახით – ჩვეულებრივი პუდრი ყოველდღიური გამოყენებისთვის, სხვადასხვა ფერის სახით. გამოდგება საღამოს მაკიაჟისთვის.

ქვისებრი პუდრი – სხვა პუდრებისგან განსხვავდება მისი მოსახერხებელი ფორმით და ხარისხით. ამ სახის პუდრი უფრო დიდხანს ძლებს კანზე ტენიანი სტრუქტურის წყალობით და ანიჭებს კანს სიმხნევეს.

დაფხვნილი პუდრი – გამოიყენება იდეალური კანისთვის. დაიტანება თხელი ფენის სახით, ხშირად ტონალურ კრემზე და ძირითად მაკიაჟზე. ყველაზე უკეთ გამოიყენება ფუნჯით, რა დროსაც კანი იღებს იდეალურ ფერს ერთ ტონალობაში. ბოლო დროს პუპულარულია დაფხვნილი მინერალური პუდრები, რომლებიც კვებავენ კანს ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება კანს წინააღმდეგობა გაუწიოს არასასურველ პირობებს.

კრემ-პუდრი – შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პუდრი, ასევე როგორც ტონალური კრემი. მისი სქელი კონსისტენციის გამო ადვილად დაიტანება კანზე. აგრეთვე გამოიყენება სახის პრობლემურ ადგილებში. სასურველია მისი წასმა კანის ცხიმოვან ნაწილში.

წაიკითხეთ მოცემული სია და ამოირჩიეთ თქვენი კანისთვის შეასაბამისი პუდრი.

რომელი მწარმოებელი ავირჩიოთ და როგორ შევარჩიოთ ტონი:

თუ თქვენ იპოვეთ თქვენთვის სასურველი პუდრი, შემდეგი ნაბიჯი არის მისი შეძენა. რთულია არ შეცდე ბრენდების ფართო არჩევანში. რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს პუდრის შემადგენლობის წაკითხვას, თუ არ ვიცით ქიმია. ამიტომ გოგოების უმრავლესობა მაკიაჟს ანდობს პროფესიონალურ მწარმოებლებს, რომლებიც პროდუქციით ვაჭრობენ უკვე მრავალი წელია და აქვთ ბევრი დადებითი გამოხმაურება.

უცნობი, მაგრამ დაბალფასიანი პროდუქტის ყიდვით თქვენ რისკავთ. ყოფილა შემთხვევები, როცა უხარისხო კოსმეტიკამ გამოიწვია კანის გაღიზიანება და დამწვრობა.

სინამდვილეში მნიშვნელოვანია სწორი ტონის შერჩევა. ტონის შერჩევის უმარტივესი მეთოდია მისი წასმა სახის  ნაწილზე და დაკვირვება, შეესაბამება თუ არა ის კანის ფერს, რა თქმა უნდა თუ არ გისვიათ ტონალური კრემი, თუ წასმული გაქვთ, მაშინ ტონის შერჩევა უფრო გაადვილებულია, უბრალოდ აარჩიეთ იმავე მწარმოებლის პუდრი და ტონი, ვისიც არის კრემი. ტონის ნომერი არის ტონალური კრემის ყველა მილზე.

თუმცა ყველა კანი არ არის იდეალური.  თუკი სახეზე გაქვთ პიგმენტური ლაქები, მაშნ ასეთი მეთოდი არ გამოგადგებათ და ერთი ტონითაც ვერ შემოიფარგლებით. პიგმენტური ლაქების არსებობის შემთხვევაში, სცადეთ ცალკეული შეფერილობის ტონი, რომელიც შეესაბამება სახის კანის ფერს, შემდეგ წაისვით ტონალური კრემი  და შემდეგ დაიტანეთ გამჭვირვალე პუდრის ფენა. ეს მიანიჭებს ბარხატული კანის ეფექტს.

ტონალური კრემის შერჩევისას მთავარია ვიცოდეთ დაიტანება მასზე იდენტური ფერის პუდრი თუ გამჭვირვალე. სხვა შემთხვევაში თანაბარი და ლამაზი მაკიაჟის ნაცვლად სახეზე იქნება მხოლოდ ფერების ნაკრები ლაქების სახით. პუდრის შერჩევისას ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ის შეესაბამებოდეს არა მარტო კანის ფერს, არამედ თმისა და ტანსაცმლის ფერს, ვინაიდან მაშინ იქნება ჰარმონიული და ლაზი შეხამება.

კიდევ ერთი პატარა საიდუმლო ტონალური კრემის და პუდრის შერჩევისას საღამოს მაკიაჟისთვის, შეარჩიეთ ერთი ტონით ნათელი, რადგან გამოყენების შემდეგ თქვენ მიიღებთ სიახლის ლამაზ ეფექტს.

სწორად გამოყენება

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ, რომელი პუდრი შეარჩიოთ, უნდა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ აქვს აზრი რა შეიძინეთ. თუ ხმარობთ ტონალურ ან ჩვეულებრივ კრემს, დაელოდეთ მის ბოლომდე შეშრობას, რათა პუდრი განაწილდეს თანაბრად. სახის გვერდით ნაწილებზე (ყვრიმალები), პუდრის დაიტანება სპეციალური ფუნჯით. ზედმეტი პუდრი სახეზე ადვილად გადაიყრება. შუბლზე და ლოყებზე პუდრი დაიტანება სპეციალური ღრუბლით. თავიდან წაისვით ცოტა პუდრი, შემდეგ მოუჭირეთ მას, რათა პუდრი კარგად შეიწოვოს. ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით პუდრი საჭირო ადგილებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შუბლს და ლოყებს.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია