როგორ შევარჩიოთ საპონი სახისთვის?

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის საპნები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦  სახის საპნები ,,ამაზონზე”     face soap

როგორ შევარჩიოთ საპონი სახისთვის?

დღეში ერთხელ მაინც უნდა დავიბანოთ სახე, უნდა მოვიცილოთ მაკიაჟი, ცხიმი, ოფლი და ბაქტერიები, რომ ჩირქოვანი გამონაყარი არ წარმოიქმნას კანზე, და თან ისე, რომ კანი არ დაზიანდეს და არ მოვაცილოთ საჭირო რაოდენობის ბუნებრივი ცხიმი.

სახის დაბანამდე უნდა მოვიცილოთ მაკიაჟი;
საპონი  უნდა შევარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით.

როგორი ცხიმიანიც არ უნდა იყოს სახის კანი, სასურველი არ არის იხმაროთ ძლიერი ანტიბაქტერიული საპონი, რომელიც სახის კანისთვის არაა განკუთვნილი და იხმარება ტანისთვის ან ხელებისთვის. ცხიმიანი კანისთვის სასურველია სკრაბ-საპონი, თიხა ნარევი საპონი. მათში სკრაბის და თიხის გარდა მინერალიზებული ბუნებრივი ნივთიერებებიცაა, საჭირო დოზით დამარბილებელი ზეთები, კანის დამამშვიდებელი მცენარეული ექტრაქტები და ვიტამინები, ქაფი ნაზი აქვს და შესანიშნავად იწმინდება კანი.

თუ კანი ძალზე მშრალია, მაშინ შეარჩიეთ კრემ-საპონი. მასში რამდენიმე შესანიშნავი ზეთის კომბინაციაა, გლიცერინი, ვიტამინები, მინერალები, მცენარეული ექტრაქტები, დასატენიანებლად ყველა საჭირო ბუნებრივი ნივთიერება, ქაფიც ნაზი და მსუბუქი აქვს. დაბანისას კარგად წაისვით საპონი სახეზე და თითებით კარგად დაამასაჟეთ კანი. ქაფი კანს გაწმინდავს მტვერისგან და მაკიაჟის ნარჩენებისგან, ამავდროულად ყველა ზეთი და ნივთიერება კანზე საჭირო დოზით მოქმედებს. კარგად ჩამოიბანეთ წყლით და შეიმშრალეთ, არ მოიხოცოთ უხეში პირსახოცით.
გახსოვდეთ! როგორი საუკეთესო კრემი არ უნდა იხმაროთ — თუ კრემამდე კანი “შეწუხდა” ხისტი წყლით (რაც ჩვენს ონკანში ჩვეულებრივად მოედინება) და უხეში, საპნით (რომელიც კანს ისე წმენდს, რომ ყველაფერს აცლის საჭირო და არასაჭიროს)—- მაშინ კრემს არა აქვს ის 100%-იანი ეფექტი, რასაც ელოდებით.


_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..