ფეხების მოვლა სახლის პირობებში

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ფეხის მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ ფეხის მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე”    Foot care

ფეხების მოვლა სახლის პირობებში

იმისათვის, რომ ფეხები ყოველდღიურად გრძნობდნენ ჯანმრთელობას და გამოიყურებოდნენ მიმზიდველად, საკმარისია გავითვალისწინოთ შემდეგი უბრალო რჩევები:

დილის ან საღამოს შხაპის მიღების დროს ქუსლებზე გადაისვით უხეში ღრუბელი. ამ პროცედურის დროს კარგი იქნება სპეციალური ფეხის სკრაბის გამოყენება. სკრაბით და ღრუბელით ფეხის დაბანით, თქვენ აშორებთ ფეხის გარქოვანებულ ნაწილებს და კვებავთ კანს სასარგებლო ნივთიერებებით, ამ ნაწილების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გამო. შემდეგ არ დაგავიწყდეთ ფეხის კარგად შემშრალება პირსახოცით, განსაკუთრებით თითებშუა ადგილების. შემდეგ მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ მკვებავი კრემი. სრული რელაქსაციისთვის, დააწყვეთ ფეხები ბალიშებზე აწეულ მდგომარეობაში დაახლოებით 10-15 წთ. 

ფეხების გამწმენდი პროცედურები

გამწმენდი პროცედურები უფრო მძიმეა ყოველდღიურ მომადუნებელ პროცედურებთან შედარებით, ამიტომ მათი ჩატარება შეიძლება არა უმეტეს 1-ჯერ კვირაში.

დასაწყისისათვის გააჩერეთ ფეხები ცხელ წყალში, დაორთქლეთ ისინი. პემზის დახმარებით მოიცილეთ გარქოვანებული ფენები ქუსლებიდან და ფეხის გულებიდან. შეიმშრალეთ ფეხები და რბილად შეიზილეთ კრემით. უმჯობესია ამისათვის კრემი იყოს ცხიმოვანი, ნატურალური მცენარეული ზეთების შემცველობით. შემდეგ ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის წინდები, უმჯობესია ბამბის.

თუკი ამგვარ პროცედურას ჩავიტარებთ ყოველ კვირას, ერთი თვის შემდეგ ნახავთ, რომ თქვენმა ფეხისგულებმა შეიძინეს დაკარგული „ახალგაზრდობა“ და გახდნენ ისეთივე ნაზი და რბილი, როგორც ახალშობილის.

ფეხების დაორთქვლა შეიძლება ჭინჭრის, გვირილის, პიტნის, სალბის, კრაზანას, ფიჭვის და სხვა სამკურნალო მცენარის ნახარშით. ასევე კარგია, წყალში არომატული ეთერზეთების დამატება.

დამატებითი დახმარება დაღლილი ფეხებისთვის სახლის პირობებში

როდესაც გაქვთ კატასტროფულად ცოტა დრო, ფეხები კი უკვე დაღლილია და ვერ დადიხართ, შეგიძლიათ მათი დახმარება შემდეგნაირად: აიღეთ თბილი წყლით სავსე თასი, დაამატეთ მარილი (2 სუფრის კოვზი) და გააჩერეთ ფეხები 10-15წთ. ამის შემდეგ იგრძნობთ, თითქოს დაღლილობა არც ყოფილა. კარგია მსგავსი აბაზანების მიღება ზღვის მარილით; უშუალოდ ასეთი შეხამება – წყალი და ზღვის მარილი წარმოადგენს შესანიშნავ მეთოდს ფეხების ტონიზირებისთვის.

თუ გაწუხებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, უმჯობესია მიიღოთ ფეხების მაგარი აბაზანები, ე.წ გამაგრილებელი აბაზანები.

ფეხის ნიღბები

კვირაში არანაკლებ 1-ჯერ თქვენს ფეხებს ესაჭიროება ნიღაბი. გამოიყენება ყველა სახის ნიღაბი აბაზანის შემდეგ. არ არის საჭირო ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. ეფექტური და სასარგებლო ნიღბის გაკეთება შესაძლებელია დამოუკიდებლად სახლშიც.

მაგალითად, ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „ბებიის რეცეპტი“: შეაგროვეთ ბაღში ქრისტესისხლა, დაანაწვრეთ ან დააბლენდერეთ, მიღებულ მასით დაიზილეთ ფეხები, შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები და გაიჩერეთ ნიღაბი 30წთ ან დილამდე. ნიღბის მოხსნის შემდეგ ნახავთ, როგორ ადვილად მოცილდება ქუსლებსა და ფეხის გულებს გაუხეშებული ფენა ღრუბლის საშუალებით.

ფეხის ნიღბებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ლიმნის წვენი, მაიონეზი, ხაჭო, კომბოსტოს ფურცლებისგან მიღებული მასა, თბილი კარტოფილის პიურე და სხვ.

მსგავსი ნიღბები დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ დაგროვილი და მტკივნეული წარმონაქმნებისგან სრულიად უმტკივნეულოდ.

ფეხსაცმელების შერჩევა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფეხების მოვლისათვის

სწორი ფეხსაცმელი – ეს ერთ-ერთი მთვარი ასპექტია ფეხების მოსავლელად. უშუალოდ სწორი ფეხსაცმლის შერჩევაზეა დამოკიდებული თქვენი ფეხების ჯანმრთელობის 80 პროცენტი. ამიტომ, უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი ფეხსაცმელი. მისი ყიდვის დროს, აუცილებლად გაიარეთ წინ და უკან ორივე ფეხსაცმლით, იმაში დასარწმუნებლად, რომ არ გიჭერთ, არ ახდენს ზეწოლას გვერდითა ნაწილებზე. ამავე დროს, ფეხები არ უნდა მოძრაობდეს მათში. ქუსლების სიმაღლე უნდა იყოს კომფორტული. თუკი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მორგების შემდეგ, პირველივე ჯერზე იგრძენით დისკომფორტი, არ ღირს მათი შეძენა, რადგანაც შემდეგ არ იქნება ადვილი გამოწვეული უსიამოვნებებისგან გათავისუფლება.

თუ ატარებთ ვიწრო ფეხსაცმელს, მაშინ უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი კრემები და ზეთები, რომლებიც დაგიცავენ უსიამოვნო დანამატების წარმოქმნისაგან. კრემები დაარბილებენ ფეხს, ხოლო ზეთები კვებავენ მას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით და კანი მიიღებს ახალგაზრდულ და მომხიბვლელ ელფერს.

მთავარი პირობა ფეხების მოვლისათვის არის სიზარმაცეზე გამარჯვება. თუ ამას მოახერხებთ და ჩაიტარებთ ზემოჩამოთვლილ პროცედურებს კვირაში 1-ჯერ, კანი იქნება თქვენთვის სასურველი სიჯანსაღის და შესახედაობის.


_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..