ხელების მოვლა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ხელების მოვლის საშუალებები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ ხელების მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე”      Hand care

ხელების მოვლა 

არ არსებობს ქალი, რომელიც არ ოცნებობს ლამაზ ხელებზე, ნაზ და გლუვ კანზე, მოვლილ და ჯანმრთელ ფრჩხილებზე. თანამედროვე სილამაზის სალონები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც უკავშირდება თქვენი ხელების სილამაზეს და ჯანმრთელობას. მაგრამ, თუკი მოვუვლით ხელებს, ფრთხილად მოვეპყრობით  მათ, თავისუფლად შეიძლება სახლში სალონის მსგავსი ეფექტის მიღწევა. იმისათვის, რომ კანი იყოს ნაზი, ლამაზი და ჯანმრთელი მოუარეთ თქვენს ხელებს. ამისათვის შეეცადეთ მიყვეთ შემდეგ არცთუ ისე რთულ მითითებებს:

..

 – თავი აარიდეთ ცხელ წყალს – ის ახდენს კანის გაუცხიმოვნებას, ხდის მას მშრალს და და უხეშს. ცივი წყლისგან ხელის კანი იქერცლება და უხეშდება. ამიტომ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.

 – არ იაროთ ყინვაში თბილი ხელთათმანების გარეშე.

 – ულტრაიისფერი სხივები აშრობენ და აზიანებენ ხელების კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისდამცავი კრემების გამოყენება.

 – კანი იდაყვის მიდამოში მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. იმისათვის, რომ ის არ იყოს უხეში, გაიკეთეთ თბილი აბაზანა მცენარეული ზეთით. გააჩერეთ იდაყვები 5 წუთი, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით კრემი.

– შხაპის მიღების დროს გაისუფთავეთ იდაყვები ღრუბელით, შემდეგ შეიზილეთ კრემი.

 – კოჟრების გაჩენის დროს მიიღეთ თბილი მარილის აბაზანები, რომელსაც შეიძლება დავუმატოთ ნიშადურის სპირტი, საპნის ფხვნილი ან ნატურალური საპონი. ასეთი აბაზანა უნდა მივიღოთ 15-20 წუთი, შემდეგ შევიმშრალოთ და შევიზილოთ კრემი.

 – არ გამოიყენოთ დაბალხარისხიანი ან მძაფრი სუნის მქონე საპონი. იხმარეთ მხოლოდ რბილი საპონი. ყოველთვის გამოდგება ბავშვის საპონი.

 –  არ დაგავიწყდეთ დაბანის შემდეგ მკვებავი კრემი, საღამოს კი კონტრასტული აბაზანები ხელისთვის.

 – კვირაში 1-2-ჯერ აუცილებელია ხელის კანის პილინგი, რათა მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები. ეს ხელს შეუწყობს დამატენიანებელ კრემს ღრმად შეაღწიოს კანში. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ კრემები სახის პილინგისთვის, აგრეთვე დაბანის შემდეგ ინტენსიურად შეიმშრალეთ ხელები უხეში ხელსახოცით.

 – კრემები ხელის მოვლისათვის იცავენ კანს ლოსიონებზე უკეთ, რაგდან ფლობენ უფრო მჭიდრო სტრუქტურას.


_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..