ინსტრუმენტები ფრჩხილების მოსავლელად

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტები ,,ამაზონზე”           nail care

ინსტრუმენტები ფრჩხილების მოსავლელად

თითოეულ პროფესიონალს უნდა ქონდეს იმ ინსტრუმენტების ნაკრები, რომლებიც საჭიროა ფრჩხილების მოსავლელად. განვიხილოთ რა გვჭირდება პირველ რიგში.

ყველაზე მარტივია ინსტრუმენტების არა ცლა-ცალკე შეძენა, არამედ მთლიანი ნაკრების. თუკი რაიმე დაიკარგება ან გაფუჭდება, ყოველთვის შეიძლება მისი ჩანაცვლება.

ნაკრებში უნდა შედიოდეს:

–         პატარა მაკრატელი მახვილი დაბოლოებებით, ფრჩხილების და ე.წ ნუნების დასაჭრელად;
–         ე.წ. ქლიბი;
–         პინცეტი ფრჩხილის მიმდებარე კანის მოსაცილებლად;
–         ბლაგვი შპადელი კანის ჩაღრმავებების გასაწევად;
–         მახვილი შპატელი ფრხილებიდან ჭუჭყის გამოსატანად;
–         ხის ან პლასტმასის პატარა ჯოხი.

ეს არის ნაკრები მარტივი მანიკურის პროცედურისათვის. უფრო დიდ ნაკრებს ამატებენ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს.

ფრჩხილების დასამოკლებლად, კუტიკულების დასაჭრელად იყენებენ სხვადასხვა ე.წ ,,კუსაჩკებს”. როგორც წესი ისინი მზადდება მეტალისგან.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ:

..


..

ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფრჩხილების მოსავლელად არის მაკრეტელი. არსებობს მათი რამოდენიმე სახე: ფრჩხილების, გარქოვანებული კანის, კუტიკულების მოსაჭრელად. ამისათვის ყველაზე ხშირად გამოიყენება მაკრატელი მოხრილი დაბოლოებებით.

ფორმის მისაცემად გამოიყენება ე.წ ქლიბი.

ფრჩხილის ქვედა მიდამოს და კუტიკულების გასაწევად ხმარობენ ყველანაირი კონფიგურაციის შპატელს.

სახლის პირობებში მარტივი მანიკურის გასაკეთებლად საკმარისია მაკრატლის, კუსაჩკის, ქლიბის და შპადელის ქონა. ფრჩხილების გასაპრიალებლად გამოიყენება სპეციალური გასაპრიალებელი ქლიბი. ფხვილისებრი, წვრილმარცვლოვანი საფარი უფრო ადვილი გასაპრიალებელია, ვიდრე ჩვეულებრივი. გასაპრიალებლად გამოიყენება სპეციალური პუდრები ან პასტები, რომელთა შემადგენლობაში შედის დაფხვნილი ნივთიერებები. კარგი იქნება სპეციალური ფრჩხილების აბაზანა.

ასევე დამატებით საჭიროა: ბამბა, სადეზინფექციო, გასასუფთავებელი,  გასათეთრებელი საშუალებები, ფრჩხილის ლაქი, ლაქის მოსაშორებელი ხსნარი, ზეთი, კრემი, ტალკი და სხვ. ნებისმიერი დეკორატიული მანიკური მოითხოვს არა მხოლოდ ფერად ლაქს, არამედ ე.წ ძირითად ლაქს, რომელიც უნდა წაისვათ ფერადი ლაქის ქვეშ. ძირითადი ლაქი არის უფერული სითხე. ის აუცილებელია ფრჩხილების გასამაგრებლად და ნებისმიერი დაზიანებისგან თავის დასაცავად. ასევე არსებობს სპეციალური მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებები კუტიკულების (ფრჩხილის ირგვლივი კანი) მოსაცილებლად. ამ საშუალებების უპირატესობა არის ის, რომ გამოყენების შემდეგ კანი არ უხეშდება, როგორც ეს ხდება მაკრატლით და მაშებით დამუშავების შემდეგ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მანიკური უნდა გაკეთდეს მხოლოდ სუფთა ხელსაწყოებით. დაბინძურებული ინსტრუმენტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება გაკაწვრის ან გაჭრის შემთხვევაში.

ერთ-ერთი უმთავრესი წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს არავითარ შემთხვევაში – დაამუშავეთ მხოლოდ ჯანსაღი ფრჩხილები. კანის ან ფრჩხილების უმცირესი ცვლილებაც კი უნდა ნახოს სპეციალისტმაც, ვინაიდან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაკაწრი ან სიწითლე შეიძლება აღმოჩნდეს ინფექციური დაავადების საწყისი.

სახლის პირობებში ფრჩხილის მოვლა არის მარტივი პროცედურა, თუკი არის სურვილი და აუცილებელი ხელსაწყოები.

_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..