სახის კანის მოვლის პროცედურები

სახის კანის მოვლის პროცედურები –  მოიცავს: გაწმენდას, აქერცვლას, დატენიანებას და მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას.


შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ სახის კანის მოსავლელ სხვადასხვა საშუალებებს ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. 

ნაბიჯი 1. გაწმენდა

გამწმენდი პროცედურა წარმოადგენს კანის მოვლის მეტად მნიშვნელოვან ასპექტს. პირველ რიგში ის გამოიყენება მაკიაჟის მოსაშორებლად და კანის ფორების გასაწმენდად.
მოცემულ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარგი გამწმენდი საშუალება, რომელზეც თქვენი კანი კარგად რეაგირებს და შემდეგში ინარჩუნებს მას.
სპეციალისტები გვირჩევენ თავი ავარიდოთ საპნის გამოყენებას, რადგანაც ის ხელს უწყობს კანის გაუწყლოებას. ფრანგი კოსმეტოლოგი რონ ბერგი თავის წიგნში „სილამაზე“ ამბობს: „საპონი უნდა ეხებოდეს მხოლოდ თქვენს კანს კისრის ქვეშ“.
შეიძლება გამწმენდი კრემის გამოყენება წყლის გარეშე,  ასევე კომბინირებული ვარიანტის გამოყენება: კოსმეტიკის მოშორება შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და მცირე გამწმენდი საშუალების გამოყენება წყალთან ერთად. წყალი უნდა იყოს მხოლოდ თბილი. არასოდეს დაიბანოთ სახე ცხელი ან ძალიან ცივი წყლით, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კაპილარების მუშაობაზე.
დილის გაწმენდა მოიცავს თბილი წყლით მსუბუქ დაბანას. ეს როგორც წესი საკმარისია ღამის ჭარბი დატენიანების მოსაშორებლად.

ნაბიჯი 2. აქერცვლა

სკრაბების მოქმედება მიმართულია კანის ზედა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, რომლებიც როგორ წესი კანს ანიჭებენ მოსაწყენ იერს. კოსმეტოლოგების უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ კანის პილინგი კვირაში ერთხელ უნარჩუნებს მას ბრწყინვალებას მთელი წლის განმავლობაში.
ადამიანების უმრავლესობა ხშირად გამოტოვებს პილინგს, თუმცა თუ დაიწყებთ კანის სწორ აქერცვლას, განსხვავებას შეამჩნევთ ძალიან მალე. რონ ბერგის სიტყვების თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გამოიყურება მამაკაცის კანი ქალის კანზე ახალგაზრდულად, მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცები ყოველდღიურად ახდენენ კანის აშრევებას როდესაც იყენებენ საპარსს.
არსებობს კანის აქერცვლის რამოდენიმე მეთოდი: მიკროდერმაბრაზია, ქიმიური პილინგი.
გამოიყენეთ ნაზი სკრაბები პატარა მარცვლებით. იაფფასიანი სკრაბების დიდ მარცვლებს შეუძლიათ სარგებლის ნაცვლად კანის გაგლეჯა და დიდი ზიანის მიყენება. ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექტს მიკროდერმაბრაზიისთვის აწარმოებს Lancome.
ქიმიური პილინგი მიმართულია კანის გარქოვანებული ფენის ასაქერცლად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების საშუალებით. ზედაპირულ პილინგს იტარებენ ერთხელ წელიწადში; საშუალო პილინგს 2-6 – ჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ღრმა პილინგს 3-ჯერ სიცოცხლეში.

ნაბიჯი 3. დატენიანება

სილამაზის ძირითადი კანონი ამბობს, რომ დამოუკიდებლად ტიპისა, აუცილებელია კანის დატენიანება. მაშინაც კი, თუ თქვენი კანი ცხიმიანია, მასაც სჭირდება დატენიანება. ერთადერთი გამონაკლისია აკნე. რამდენია საჭირო დატენიანება? თქვენი კანი გიკარნახებთ როდის და რამდენი სჭირდება მას ტენი და კვება. თუმცა იყავით ფრთხილად, თუ გადააჭარბებთ შეიძლება მიხვიდეთ ფორების გაჭუჭყიანებამდე.
საჭიროა თუ არა კანის კვება თვალის ირგვლივ? კანი თვალის ირგვლივ არ შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს და შესაბამისად არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე ნაოჭებისადმი. სპეციალური კრემები თვალის ირგვლივი კანისათვის „ასქელებს“ ამ არეს. ამიტომ, ზოგიერთი სილამაზის ექსპერტი დაჟინებით გვირჩევს ასეთი კრემების გამოყენებას.

ნაბიჯი 4. მზისგან დამცავი კრემების გამოყენება

სახის კანის მოვლის პროცედურები

სპეციალისტების უმრავლესობა გვირჩევს მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას. ჟურნალმა  „O Magazine“ გამოაქვეყნა სტატია ინტრევიუთი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი დერმატოლოგები. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მზისგან დამცავი კრემები წარმოადგენენ კანის მოვლის მნიშვნელოვან ნაწილს.
ნაოჭების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია, ასაკობრივი ლაქები და კანის სხვა პრობლემები, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ ეს არის მზის სხივების ზემოქმედება, ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება ადრეული ასაკიდან, ზამთარის მოღრუბლულ დღეებშიც კი. გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფართო სპექტრის კრემი SPF-ით არანაკლებ 15-სა.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.