თვალის ირგვლივი კანის მოვლა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

თვალის ირგვლივი კანის მოვლა – რა თქმა უნდა, აუცილებელია სახისა და სხეულის ყურადღებით მოვლა, მაგრამ თვალის ირგვლივ კანს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.
თვალის ირგვლივი კანი დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო თხელია ვიდრე სახის კანის დანარჩენი ნაწილი.
ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს მცირე რაოდენობის კოლაგენს და უპირატესად მიმართულის დაჭიმვისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ.
ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ასეთმა პატარა დეტალმა, როგორიცაა კანის ირგვლივი ნაოჭი, გამოავლინოს თქვენი ასაკი, ახლავე დაიწყეთ მასზე ზრუნვა.

თვალის ირგვლივ კანის გაწმენდა

პირველ რიგში, თვალის ირგვლივი კანი მოითხოვს გულდასმით გაწმენდას.
მაშინაც კი, თუ თქვენ დღეს არ შეგიღებავთ თვალები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანი მათ ირგვლივ იქნება სუფთა – დღის განმავლობაში ის ბინძურდება სხვადასხვა დამაჭუჭყიანებელი ფაქტორით, თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად.
შექმენით თქვენი ოქროს წესი – არ დაწვეთ დასაძინებლად სახეზე კოსმეტიკით. მაკიაჟის მოსაშორებლად არსებობს უამრავი სახვდასხვა საშუალება, რომელიც დიდ დროს არ წაგართმევთ.

  • თვალის ირგვლივ კანი უნდა გაიწმინდოს ფრთხილად, ე.ი ზეწოლამ შეიძლება დაჭიმოს ფაქიზი კანი.
  • კოსმეტიკის მოშორებამდე აუცილებლად მოიხსენით კონტაქტური ლინზები.
  • წაუსვით გამწმენდი ბამბას და ცხვირიდან ზემო ქუთუთოს მიმართულებით და ქუთუთოდან ქვემოთ ცხვირისკენ ფრთხილად.
  • თვალის მელნის მოშორება ხდება წარბიდან ქვემოთ ღაწვის მიმართულებით. რჩევა: თუ გავიჩერებთ გამწმენდიან ბამბას რამოდენიმე წამით ქუთუთოებზე, კოსმეტიკა მოშორდება უფრო ადვილად და არ დაგჭირდებათ კანის ზედმეტად გახეხვა. ამის შემდეგ ბამბის სხვა ნაჭრით, რომელიც გაჟღენთილი იქნება გამწმენდი საშუალებით, მოიშორეთ კოსმეტიკის დარჩენილი ნაწილი.
  • გაიწმინდეთ კანი სპეციალური უსპირტო ქუთუთოების ტონიკით.

თვალის ირგვლივი კანის კვება

ნორმალური ფუნქციონირებისათვის და აღმაფრთოვანებელი გარეგანი იერისთვის თვალისირგვლივ კანს ესაჭიროება კვება, ისევე როგორც მთელ ორგანიზმს. საუბარია ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებზე, რომელსაც მოითხოვს კანი.
ამაში დაგეხმარებათ სხვადსხვა ვიტამინური ნიღბები და კომპრესები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა სახით ან მოამზადოთ სახლის პირობებში. არ დაგავიწყდეთ მკვებავი კრემები.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები მხოლოდ გარეგანი მოხმარებით არასაკმარისია, ამიტომ თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი კანი, აუცილებელია დაიცვათ სწორი ბალანსირებული კვების რეჟიმი.

თვალის ირგვლივი კანის დატენიანება

მიუხედავად სიფაქიზისა და სინაზისა, კანი თვალის ირგვლივ, არის ყველაზე „მუშა“ – ის თითქმის მუდმივად მოძრაობაშია (ხამხამის დროს, მიმიკების დროს, გრიმასების დროს და ა.შ.). თუ კანი არასაკმარისად არის დატენიანებული, გამოშრობის შედეგად ის უფრო და უფრო დაიჭიმება, ჩამოიკიდება და დანაოჭდება. იმისათვის, რომ თავიდან ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ქუთუთოებისთვისაც.
დამატენიანებელი საშუალებების წასმის დროს, არ ეცადოთ მის დატანებას უშუალოდ თვალების ქვეშ, ის შეიძლება მოხვდეს თვალში და გამოიწვიოს გაღიზიანება და გაწითლება. საკმარისი იქნება მისი წასმა თვალის ორბიტის(ძვლის) გასწვრივ.
ამასთან, გაისუფთავეთ ქუთუთოები, წერტილოვნად წაისვით კრემი ან გელი, შემდეგ შეიზილეთ არათითების გულებით ქვედა ქუთუთოსთვის-ქუთუთოდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოსთვის ცხვირიდან ქუთუთოსკენ.
ყოველთვის დაიტენიანეთ თვალის ირგვლივ კანი კოსმეტიკის წასმამდე!
ბევრი მიიჩნევს, რომ რაც მეტ დამატენიანებელ საშუალებას წაისვამთ, მით უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ, თუმცა ეს ასე არ არის. ჭარბი კრემი ავსებენ ფორებს, ამძიმებენ კანს და განაპირობებენ თვალის ქვემოთ „ტომრების“ ჩამოკიდებას და ნაოჭების გაჩენას. თუ მაინც გადააჭარბებთ კრემის წასმას, მოიწმინდეთ სალფეთქით.
ასევე რეკომენდირებულია დამატენიანებლი წასმა უშუალოდ ძილის წინ, უკეთესია ამის გაკეთება დაძინებამდე  1-2 საათით ადრე.
თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, ყურადღებით იყავით, რომ წასმული კრემის რაოდენობა არ იყოს ბევრი, ძილის წინ კი აუცილებლად გაიწმინდეთ სახე სალფეთქით, ზედმეტი კრემისა და ცხიმის მოსაცილებლად.
დალიეთ მეტი წყალი (დაახლოებით 2ლ. დღეში), რაც დაგეხმარებათ თვალის ირგვლივი კანის დატენიანებაში შიგნიდან.

თვალის ირგვლივი კანის დაცვა

ძირითადად თვალის ირგვლივ კანის დაცვა მდგომარეობს მის დაბურვაში მზის სხივებისგან დამცავი სათვალეების ტარებით.
თვალის ირგვლივი კანის მოვლამზეს, სარგებლის გარდა, შეუძლია კანის დაბერება და ნაოჭების წარმოქმნა. მზისგან დამცავი სათვალეების არჩევის დროს, დარწმუნდით, რომ ისინი ხარისხიანია და არ ატარებენ ულტრაიისფერ სხივებს.

ვარჯიში და მასაჟი

იმისათვის, რომ კანი თვალის ირგვლივ იყოს ცოცხალი და გაჭიმული, აუცილებელია სახის კუნთების მუდმივ ტონუსში ყოფნა.
ამ საკითხში დაგეხმარებათ სახის კუნთების გასამაგრებელი უამრავი მეთოდი, ესენია: სახის იოგა, ვარჯიშები, სახის-ბილდინგი, აკუპუნქტურა და მასაჟი. შეარჩიეთ ის რაც თქვენ მოგწონთ და იმოქმედეთ!

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.