ტანის მოვლა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ტანის მოვლა – სხეულის კანის მოვლა იწყება მისი გაწმენდით. სუფთა კანი – არის მთლიანი კოსმეტიკის დასაწყისი და აუცილებელი პირობა მისი ჯანმრთელი იერსახისთვის. ვერცერთი კოსმეტიკა ვერ დაფარავს მოუვლელ შესახედაობას.
იმისათვის, რომ სწორად მოუაროთ კანს, საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ფაქტორი:
საოფლე ჯირკვლები ზაფხულში გამოყოფენ დაახლოებით 1 ლ. ოფლს. ოფლის შემადგენლობაში შედის წყალი, ცვლის პროდუქტები და მინერალური ელემენტები. როდესაც წყალი აორთქლდება, კანზე რჩება მყარი ნაწილაკები.
კანის ცხიმოვანი ჯირკვლები კვირაში გამოყოფენ 4-6 გ. კანის ცხიმს, რომელიც ოფლთან ერთად ქმნის წყალ-ცხიმოვან ფენას.
ეს ფენა იცავს კანს გამოშრობისაგან, უნარჩუნებს მას ელასტიურობას, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები.
5-7 დღის შემდეგ ცხიმი იწყებს კანზე განლაგებას და წარმოიქმნება დამასნებოვნებელი მიკრობები. ბინძური კანი სრულფასოვნად ვერ სუნთქავს.
სუფთა კანს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება.

 შხაპი. როგო მივიღოთ სწორად შხაპი?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის გასუფთავება საღამოს – ეს დაგეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში და ძილი იქნება უფრო ღრმა, აქედან გამომდინარე გაუმჯობესდება სისხლისმიმოქცევა.
როგორ მივიღოთ შხაპი სწორად? საღამოს უმჯობესია თბილი შხაპის მიღება (არც ცხელი და არც ცივი – ისინი ტონუსის მომატებას ახდენენ.).
ყოველდღიური შხაპის ხანგრძლივობა არის 5-6 წთ. დილით და საღამოს დაბანის შემდეგ კარგია ცივი წყლის ან კონტრასტული შხაპის გადავლება: ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ ცივით – 3-5 -ჯერ მონაცვლეობით.
შხაპის მიღების დროს გაიხეხეთ სხეული ღრუბლით, ხავერდოვანი სახეხით წრიული მოძრაობით ქვემოდან ზევით, დაწყებული ფეხის თითებიდან – ეს აშორებს კანს გარქოვანებულ უჯრედებს და აჩქარებს კანში ცვლის პროცესებს.
ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეიძლება შხაპის გელის ან საპნის გამოყენება.
გელი კარგად წმენდს და ატენიანებს კანს, ანიჭებს მას სასიამოვნო არომატს და სიჯანსაღეს. თუ კანი ძალიან მშრალია, მაშინ საჭიროა საბავშვო საპნის გამოყენება, აგრეთვე ოდნავ სველ კანზე კრემის და ზეთის წასმა. მკვებავი კრები უნდა წაისვათ მსუბუქი მასაჟორული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე.
კრემი ატენიანებს და კვებავს კანს, ხდის მას გლუვს და ხავერდოვანს.
კრემები შეიცავენ ისეთ ნივთიერებეს, რომლებიც იცავენ ცელულიტების წარმოქმნისგან და კანის დაბერებისგან.

აბაზანა. როგორ მივიღოთ სწორად აბაზანა?

აბაზანები აგრეთვე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს კანის გასუფთავებაში.
თუმცა, ზოგიერთები აბაზანის შემდეგ თავს გრძნობენ კარგად, ზოგს კი ის ადუნებს. ყველაფერი დამოკიდებულია არა მარტო წყლის ტემპერატურაზე, არამედ აბაზანის მიღების ხანგრძლივობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ნივთიერებებზე რომელსაც მასში ამატებენ.
ამიტომ, აბაზანას ამზადებენ და იღებენ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
ჩვეულებრივი ტემპერატურა ყოველდღიური აბაზანისთვის არის 35-37 გრადუსი, ხანგრძლივობა კი 10წთ. ცხელი აბაზანა – 38-39 გრადუსი, მიიღება კვირაში ერთხელ.
სხეულის კანის სიმკვრივის მომატების მიზნით რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ აბაზანის მიღებამდე, მთლიანი სხეულის დაზელვა ჩვეულებრივი მარილით.
თასში ჩაყარეთ 200გ. მარილი, ოდნავ დავასველოთ და შევიზილოთ მთელს სხეულზე, დაწყებული კიდურებიდან. აბაზანის შემდეგ რეკომენდირებულია ცივი შხაპის მიღება, რათა ფორები გაფართოვდეს და ხელახლა შევიწროვდეს.

სხეულის პილინგი. როგორ გავიკეთოთ პილინგი სწორად?

აუცილებელია კანის ღრმა გაწმენდა რეგულარულად – პილინგი, რომლის დროსაც შორდება კანის გარქოვანებული ფენა, რაც ხელს უწყობს მასში მკვებავი და დამატენიანებელი ნივთიერებების შეღწევას და კანი ხდება გლუვი.
პილინგი განსხვავდება სკრაბისგან მოქმედების მეთოდით. სკრაბი ქერცლავს დაბერებულ კანს, პილინგი კი აცილებს კანის მკვდარ ნაწილებს.
კანის პილინგი ტარდება სკრაბის გამოყენების შემდეგ.
პილინგი კანს ხდის გლუვს და რბილს, აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციას, ამცირებს პიგმენტაციას და აახალგაზრდავებს მას.
სხეული სკრაბებში შედის უფრო დიდი მარცვლები, ვიდრე სახის სკრაბებში, ამიტომ მათი გამოყენება საჭიროა დანიშნულების მიხედვით.
მშრალი კანის ღრმა გაწმენდა ტარდება კვირაში ერთხელ, ცხიმიანის კი კვირაში 2-3-ჯერ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სკრაბის გამოყენება ყოველდღიურად, ვინაიდან ირღვევა ცხიმოვანი უჯრედების მუშაობის მექანიზმი, რაც უარყოფითად აისახება კანზე.

როგორ წავისვათ სკრაბი?

ტანის მოვლასკრაბს ისვამენ ეგრევე შხაპის შემდეგ სველ კანზე ხელით ან სველი ღრუბლით მასაჟორული წრიული მოძრაობებით, დაწყებული ფეხებიდან ზევით.
ფეხებზე შეიზილავენ ჯერ გარედან, შემდეგ შიგნიდან; შემდეგ მუცელზე ქვემოდან ზევით; შემდეგ გულმკერდზე – იღლიებიდან სარძევე ჯირკვლის ირგვლივ; შემდეგ იზელენ ხელებს თითებიდან მხრებისკენ; შემდეგ ზურგს – გვერდებიდან ხერხემლისკენ ქვემოდან ზევით.

გულმკერდის და მუცლის კანი ძალიან ნაზია, ამიტომ გააკეთეთ ძალიან მსუბუქი მოძრაობა.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის გულებს, მუხლებს და იდაყვებს. ხალებთან იყავით ფრთხილად, არ დააზიანოთ ისინი.
სხეულზე სკრაბი უნდა გაიჩეროთ 3-5 წთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანი ოდნავ დაასველეთ პირსახოცით. სკრაბის შემდეგ კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.
თუკი სკრაბის შემდეგ კანი გაწითლდა და გწიწკნით, ეს ნიშნავს, რომ ეს სკრაბი არ გიხდებათ, სცადეთ უფრო მსუბუქი.

ყოველდღიურად შხაპის და აბაზანის შემდეგ, ასევე პილინგის შემდეგ წაისვით სხეულზე თქვენი კანის შესაბამისი მკვებავი კრემი.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.