როგორ გავიკეთოთ სწორად მაკიაჟი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მაკიაჟის საშუალებები     


თუ თქვენ იცით, თუ როგორ შეარჩიოთ ფერთა პალიტრა თქვენი სახისათვის, ეს მხოლოდ წარმატების ნახევარია. მაკიაჟის სწორად გაკეთება – ნამდვილი ხელოვნებაა. სწორი  და კარგი მაკიაჟით ნებისმიერ ქალს შეუძლია შეცვალოს საკუთარი გარეგნობა, დაფაროს ნაკლოვანებები და  წარმოაჩინოს გარეგნობის უპირატესობები.
საამისოდ კი საჭიროა რამოდენიმე წესის ცოდნა და მაშინ, სურვილისამებრ, ტუჩები მიიღებს სასურველ ფორმას, თვალები  – ლამაზ გამოხედვას და ა. შ. 

მაკიაჟის ძირითადი წესები

პირველ  რიგში საჭიროა გავეცნოთ კოსმეტიკის  დადების  თეორიულ ნაწილს:

1. სუფთა კანი – აუცილებელი პირობაა. ამიტომ, ვიდრე შეუდგებით მაკიაჟის გაკეთებას, აუცილებლად გაიწმინდეთ სახე. ამისათვის გამოიყენეთ ლოსიონები და ტონიკები. გახსოვდეთ –  ძილის წინ აუცილებლად უნდა მოიცილოთ დღის კოსმეტიკა სახიდან.
2. ამის შემდეგ  აუცილებლად გაიწმინდეთ სახე  ტონიკით, რადგან ის აღადგენს კანის მჟავე-ტუტოვან ბალანს.
3. დაიტენიანეთ სახის  კანი რომელიმე მკვებავი კრემით.
4. გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა, შეარჩიეთ შესაფერისი ფერი და სტაბილურად გამოიყენეთ კარგი პროდუქტი.

სანამ თქვენ აირჩევდეთ თქვენთვის სასურველ მაკიაჟს, ყურადღება მიაქციეთ სახის ფორმასა და ფერს.
ყველა ხარვეზი გულისხმობს კოსმეტიკის დადების კონკრეტულ მეთოდიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მაკიაჟის სტილს  და უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მივდივართ – ეს არის დაგეგმილი ღონისძიება, თუ ჩვეულებრივი სამუშაო დღე.
ყოველდღიური იდეალური მაკიაჟი უნდა გამოიყურებოდეს ნაზად;
ის შეიძლება იყოს შესრულებული ყავისფერ ფერებში, ყავისფერი ტუშითა და ნაზი ტუჩსაცხით.
სამუშაო კვირისათვის ეს ყველაზე შესაფერისი ვარიანტია. როდესაც ახლოვდება მნიშვნელოვანი ღონისძიება, მაშინ სასურველია გაკეთდეს გარკვეული დამატება მაკიაჟში, რათა სახის ნაკვთები გახდეს უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი.

make-up-ის  საფუძვლის შექმნა 

სახის კანის მოწესრიგების შემდეგ, შეიძლება შეუდგეთ მაკიაჟის გაკეთებას. თავდაპირველად საჭიროა საბაზისო საფარის დადება. ეს არის გამჭვირვალე ფერის სპეციალური ემულსია, რომელიც უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით. საბაზისო საფარის მეშვეობით მაკიაჟი უფრო დიდხანს ძლებს  და არ დაკარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას.
საბაზისო საფარის შემდეგ ადებენ ტონალურ კრემს. შესაფერისი ტონალური კრემის არჩევაში თქვენ დაგეხმარებიან პროფესიონალები, რომლებიც გაითვალისწინებენ თქვენი კანის ფერს, მის ცხიმიანობას.
ახალგაზრდა გოგონებისათვის კრემი არ უნდა შეიცავდეს სილიკონს, ხოლო ქალებისათვის  – კი პირიქით, ეს კომპონენტი აუცილებელია –  ის კარგად მალავს ნაოჭებს.

ტონალური კრემის დადების დროს გაითვალისწინეთ:

1. პირველი ნაბიჯი – ეს არის  ე. წ.  T – უბანზე დადება და შემდეგ მისი გადანაწილება ლოყებზე, ღაწვებსა  და ტუჩებზე.
2. თმების გასწვრივ და ნიკაპზე ის უნდა გადანაწილდეს ისე, რომ შეიქმნას უფრო თანაბარი ტონი.
3. სასურველია უფრო ღია ტონალობის გამოყენება თვალების არეში.
4. ტონალური კრემის დადების ბოლოს საჭიროა მისი დაფიქსირება თერმული წყლით, ან მინერალური პუდრით.
5. შემდეგი ეტაპი არის ფერის (რუმიანას)  დადება. ის იძლევა სახის ფორმის კორექტირების საშუალებას.

არსებობს მაკიაჟის კორექტირების რამოდენიმე ხერხი:

1. თუ საჭიროა სახის „დავიწროება“- ფერი უნდა დაიდოს ვერტიკალური შტრიხებით ღაწვების ხაზის გასწვრივ.
2. თუ საჭიროა სახის დამრგვალება – ფერი უნდა დაიდოს ლოყებზე ჰორიზონტალური შტრიხებით.
3. სამკუთხედის ფორმის სახის დროს, ფერი იდება მაღლა ღაწვების არეში
4. კვადრატულის ფორმის სახის დროს, ფერი იდება სწორი ხაზით ღაწვებზე.

პრობლემური კანი: როგორ დავიდოთ ტონალური კრემი  სწორად

პრობლემური კანი მოითხოვს დიდ ყურადღებას და მაკიაჟის დადების განსაკუთრებულ სქემას.

  1. სანამ შეუდგებით ტონის გასწორებას, კანი წინასწარ გაიწმინდეთ წყლითა და საპნით
  2. ამის შემდეგ აიღეთ ტონალური კრემი და შეიზილეთ კანში, თვით კრემის ფენა უნდა იყოს შეუმჩნეველი.
  3. ტონის ზევიდან იდება ანტისეპტიკური პუდრა; მასში შედის სპეციალური ნივთიერებები, რომლის ხარჯზე კანის ნაკლოვანებები იმალება.
  4. შესაძლებელია ტონის განზავება ზომიერი რუმიანით.

როგორ დავმალოთ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები სახეზე 

ტონალური კრემი ამ შემთხვევაშიც გამოდგება. მაგრამ, მას აქვს კანში შეწოვის თვისება, რის გამოც შესაძლებელია რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ  სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კვლავ გამოჩნდეს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ეს გართულება, უნდა გამოიყენოთ ავტოგარუჯვა. ავტოგარუჯვის დადებას სჭირდება ცოდნა: ის უნდა იყოს თანაბრად და ზომიერად დადებული.

როგორ დავმალოთ კანზე თეთრი ლაქები

ასევე დაგეხმარებათ უკვე ნაცნობი ავტოგარუჯვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უნდა დაიდოთ მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე. უნდა შეირჩეს კრემის ისეთი  რაოდენობა, რომ ლაქის ფერი არ უნდა იყოს კანის ფერზე უფრო ღია. 

როგორ შევიღებოთ ტუჩები და თვალები 

წარბები საჭიროებენ რეგულარულ მოვლას. იმ შემთხვევაში, თუ მაკიაჟს იკეთებთ თქვენ თვითონ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანქარი და შეცვალოთ წარბების ფორმა და ფერი. წარბების ფორმა უნდა უხდებოდეს თვალებს. მათი ფერი უნდა ესადაგებოდეს  თმის ფერს. თუ თმები მუქი ფერისაა, მაშინ წარბები უფრო ღია უნდა იყოს. თუ თმები ღია ფერისაა, მაშინ წარბები უფრო მუქი.
ეხლა უნდა ვისაუბროთ თვალებზე, აქ მთავარია – ძალიან ნაზად დავადოთ ჩრდილები, ღია ფერის ჩრდილები უხდება შიგა ნაწილს, მუქი ფერი – გარე ნაწილს.

 – თვალის მოსახატად უმჯობესია გამოვიყენოთ ფანქარი და მივცეთ თვალებს ლამაზი კონტური.
– ვიწრო თვალებს ეფექტურობას ანიჭებს ხაზი ზედა ქუთუთოზე, რომელიც ფართოვდება
– თუ თქვენ გაქვთ ცოტა ჩამობერილი ქუთუთოები, ამ შემთხვევაში ასეთივე ხაზი უნდა იყოს მიმართული გარე კუთხისკენ.

მაკიაჟის შექმნის დროს წამწამები უნდა შეიღებოს ორ ფენად:

1. პირველ რიგში უნდა დაიდოთ ტუში წამწამების ძირებიდან ზემოთ, ე.ი. ქვემოდან ზემოთ.
2. როდესაც ტუში გაშრება, შემდეგი ფენა უნდა დაიდოს წამწამების ძირებისაკენ მიმართულებით.
3. ქვედა წამწამებზე ტუშის დადება მიანიჭებს თქვენ თვალებს მეტ გამომსახველობას, რომლის დროს დიდი თვალები უფრო დიდდება და პატარა წვრილდება.

სახის მაკიაჟი წარმოუდგენელია ტუჩების მაკიაჟის გარეშე.
სასურველია გამოიყენოთ ფანქარი.
დღის განმავლობაში უმჯობესია გამოიყენოთ დაბურული პომადა, ან პერლამუტრისებრი ბრჭყვიალა. ასეთი საფარი ტუჩებს ანიჭებს მოცულობის ეფექტს.
საღამოს კი იდეალურია ყველა ღია ფერის ტონი, იმისათვის, რომ ტუჩები გამოიყურებოდეს მკაფიოდ.

მაკიაჟი ქერებისთვის და შავგრემანებისათვის 

იმისათვის, რომ შავგრემანისათვის მაკიაჟი არ იყოს გამომწვევი, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა. აქცენტი გააკეთეთ რაღაც ერთით.
გამომხატველობა შესძინეთ თვალებს, ან ლამაზად შეიღებეთ ტუჩები. ამიტომ, მოდით ვისწავლოთ – თუ როგორ შევიღებოთ თვალები ლამაზად.

1. მოვამზადოთ კანი, წინასწარ კარგად გავწმინდოთ ის და დავადოთ ტონალური კრემი, გახსოვდეთ, რომ პუდრა ახალგაზრდა კანისათვის ძალზე მავნებელია.
2. შემდეგ გადავდივართ ბაზისურ საფარზე. პუდრის მეშვეობით ვიცილებთ ბრწყინვალებას და ვმალავთ შავ  წრეებს თვალების ირგვლივ.
3. ამის შემდეგ გადავდივართ რუმიანის დადებაზე.

კარგი მეთოდია თვალების შიგა კუთხეების გამუქება. ეს არის იდეალური მიგნებაა ღრმად ჩასმული თვალებისათვის.
ეხლა კი განვიხილოთ – როგორ უნდა გაკეთდეს მაკიაჟი ქერა ქალებისათვის და რომელ ტონებში:
ფუძე –  ნატურალური. ჩრდილების დადება – ნაზ ფერებში, ტუშის და მოხატულობის დადება – უნდა იყოს ყავისფერ ფერებში. ქერა ქალებისათის იდეალურია კვამლის გამა, ეს არის მოდის ბოლო ტენდენცია.

სინამდვილეში ყველა რეკომენდაცია ძალიან უბრალოა:

1. გაზაფხულ- ზაფხულის პერიოდში გამოიყენეთ ნაზი ტონები, იმისათვის, რომ გარეგნობას მიენიჭოს სირბილე და ბუნებრიობა.
2. არსებული ხარვეზები უნდა დაიმალოს მაკორექტირებელი ფანქრის მეშვეობით.
3. თუ იყენებთ ჩრდილებს, მაშინ დასაშვებია თვალის მოხატულობა.
4. იყავით აკურატულები ღია ფერის რუმიანების გამოყენებისას.

ცოტაოდენი საიდუმლოება 

  • მაკიაჟიიმისათვის, რომ მთლიანი მაკიაჟი გამოიყურებოდეს კარგად, სანამ შეიღებავთ ტუჩებსა და ქუთუთოებს, აუცილებლად გაისწორეთ კანი.
  • თუ თქვენ მოგწონთ მაკიაჟი აღმოსავლურ სტილში და გინდათ ის გამოიყენოთ, მაშინ იხმარეთ იასამნისფერი ჩრდილები და მაგარი ფუნჯი მოხატვისათვის.
  • უყურადღებოდ არ დატოვოთ წარბები. მათ სჭირდებათ დავარცხნა, შეღებვა. ამისათვის შეიძინეთ სპეციალური ფუნჯები.
  • ასაკოვანი ადამიანებისათვის და ახალგაზრდებისათვის, ღია კაშკაშა მაკიაჟის გაკეთება არაა რეკომენდებული.
  • ისარგებლეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკით. რომელიც შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს.
  • არასოდეს არ დაიძინოთ ,,ძველიკოსმეტიკით“
  • კოსმეტიკურ ჩანთაში აუცილებლად უნდა გქონდეთ ნატურალური მასალისაგან დამზადებული ფუნჯები.

მაშ ასე – ყველაფერი საკმაოდ მარტივი და ადვილია და არანაირი სირთულე არ არსებობს დეკორატიული კოსმეტიკის  გამოყენებისას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.