რით განსხვავდება საჩუქარი „არასაჩუქრისგან“?

ჯერ ჩამოვაყალიბოთ რა თვისება უნდა გააჩნდეს რაიმე საგანს ან მოქმედებას, რომ ერქვას საჩუქარი.

ალბათ, მთავარია, რომ ამ სიტყვას შეესაბამებოდეს სიტყვა „ყველაზე“.

ეს უნდა იყოს რაღაც:

  • ყველაზე ახალი
  • ყველაზე სრულყოფილი
  • ყველაზე გამძლე
  • ყველაზე პრესტიჟული
  • ყველაზე ძვირი
  • ყველაზე აუცილებელი
  • ყველაზე მოდური
  • ყველაზე ორიგინალური
  • ყველაზე ლამაზი
  • ყველაზე მიღებული
  • ყველაზე სასაცილო
  • ყველაზე მისაღები კონკრეტულ სიტუაციაში

საჩუქარმა უნდა შეასრულოს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ფუნქცია:

  • მიანჭოს სიამოვნება
  • გაახსენოს ის ვინც აჩუქებს
  • გაახსენოს სასიამოვნო რამ
  • გაახსენოს მნიშვნელოვანი მოვლენა
  • გაახსენოს პარტნიორი
  • გაახსენოს შეხვედრა, შეხვედრის ადგილი
  • გააფორმოს
  • შეამსუბუქოს სამუშაო
  • გაუადვილოს დასვენება
  • შეამციროს დანახარჯები
  • მოუმატოს შრომისუნარიანობა
  • შექმნას კომფორტი
  • შეუნარჩუნოს ჯანმრთელობა
  • გააუმჯობესოს სპორტული ფორმა, გააძლიეროს სპორტით დაკავების სურვილი
  • აამაღლოს მფლობელის პრესტიჟი
  • ჩამოაყალიბოს მფლობელის იმიჯი
  • ხაზი გაუსვას მფლობელის გემოვნებას, კულტურას, ინტელიგენტურობას, ესთეტიკას, დახვეწილობას, ერუდიციას
  • გაართოს, გააცინოს
  • გამოხატოს, რომ ადამიანს ყავს ბევრი მეგობარი

საჩუქრის ერთ-ერთი უდავო ვარიანტი არის, ის რაზეც ოცნებობს ადამიანი, მაგრამ არ აქვს ან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ან სხვა მიზეზების გამო, მაგ: იშვიათი წიგნი, კოლექციისთვის ნივთი, რომელიც აკლია.

ჩვეულებრივ, საჩუქარზე შთაბეჭდილება დამოკიდებულია არა მხოლოდ ფასზე და სხვა თვისებებზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შესაფერისია მოცემული სიტუაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საჩუქარი უნდა იყოს:

  • ვისაც ჩუქნიან იმ ადამიანის შესაფერისი
  • უნდა აღწერდეს იმის ბუნებას, ვინც ჩუქნის
  • დონით, სტილით და სიუჟეტით უნდა შეესაბამებოდეს მათ ურთიერთობას
  • უნდა შეესაბამებოდეს იმ მიზეზს და დროს, სიტუაციას რაც იმ მომენტში ვითარდება

_____________________________________

გადასვლა >>>>> რა ვაჩუქოთ?

..