კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის ოსტეოქონდროზი


დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები გამოწერით

  • ეს დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებების  ამაზონისეული ინტერნეტ-მაღაზიების კატალოგია.
  • ამაზონზე ხარისხის ამაზონისეული გარანტია! დროული მოწოდება!
  • ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც.
  • დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებების შესახებ ქართულ ინტერნეტში ათეულობით ფეის-ჯგუფი მუშაობს. იხილეთ მათი სია  აქ >>.  ქვემოთ, სიიდან ის პროდუქცია, რომელიც ამაზონს საქართველოდან მიეწოდება, ჩალინკულია ფეის-ჯგუფებზე, რადგან ჯგუფებში შეძენა უფრო რენტაბელურია.
  • ჩვენ არ ვვაჭრობთ რაიმე პროდუქციით . გთხოვთ სავაჭრო შეკითხვებით ნუ მოგვმართავთ. მხოლოდ  და მხოლოდ ინფორმაციებს ვაწვდით ჩვენს მკითხველებს ინტერნეტიდან. 

რა საშუალებებს გვთავაზობს ამაზონი კისრის ოსტეოქონდროზის დროს  ?


კისრის ოსტეოქონდროზი – ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა დისკის დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანება. ის არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც თანდათან უფრო ახალგაზრდავდება (25-40წ.); არის თავის ტკივილის მიზეზი 30%-ში. შორსწასულ შემთხვევებში დაავადებას მივყავართ მალთაშუა დისკების პროტრუზიამდე ან თიაქრამდე.

კისრის ოსტეოქონდროზის განვითრება

კისერი ხერხემლის ყველაზე მოძრავი ნაწილია, შედგება 7 მალისგან, რომელთა შორის არის ელასტიური მალთშუა დისკები, რაც ხდის ხერხემალს დრეკადს და გამძლეს; თითოეული დისკი შედგება ფიბროზული რგოლისგან, რომლის შიგნითაც არის პულპოზური ბირთვი. ოსტეოქონდროზის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა ხერხემალში, დისკი კარგავს დრეკადობას და ელასტიურობას. ზეწოლის გამო ფიბროზული რგოლი გამოიბერება.

განვითარების მიზეზები

  • ხანგრძლივი მდებარეობა ერთ არასწორ, დაძაბულ პოზაში
  • დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობა
  • მუდმივად ავტომობილის მართვა
  • კისრის ნაწილში მარილების დაგროვება
  • არაკომფორტული საწოლი
  • ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვ.

რისკ-ფაქტორები

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • კისრის ნაწილის დაზიანება
  • გადაცივება
  • ჰორმონული დარღვევები
  • რევმატიზმი
  • სისტემური წითელი მგლურა და სხვ.

სიმპტომები

  • ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს.
  • ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს.
  • დაბუჟება ხელებსა და ფეხებში.
  • თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა დასაფეთქლებში.
  • თვბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
  • სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება
  • ხმაური ყურებში
  • მხედველობის სიმახვილისა და სმენის დაქვეითება.
  • ზოგჯერ მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.

კისრის ოსტეოქონდროზის საფრთხეები

კისრის ნაწილში გადის მრავალი ნერვული არხი და სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ თავის ტვინს; აქ მალები მჭიდროდ არიან განლაგებულნი, ამიტომ მცირე ცვლილებაც კი ერთ მალაში იწვევს მათზე ზეწოლას. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევის გამო აღმოცენდება შაკიკი, სისხლძარღვოვანი დისტონია და ჰიპერტონული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების პრობლემები, კოორდინაციის დარღვევა.

კისრის ოსტეოქონდროზი იწვევს ნერვული ფესვების დაზიანებებს – რადიკულოპათიებს, მალებზე სხვადსხვა წანაზარდების წარმოქმნას, მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. ყველაზე საშიშია ზეწოლა ზურგის ტვინზე, რამაც შეიძლება ლეტალური გამოსავალიც იქონიოს. სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეიძლება დაავადების დროული მკურნალობით.

დიაგნოსტიკა

პირველივე სიმპტომების გაჩენიდან მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც ჩაატარებს კომპლექსუე გამოკვლევას და დასვამს სწორ დიაგნოზს. დიაგნოსტიკის მეთოდებია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევები.

მკურნალობა

კონსერვატიული მეთოდები:

  • სპეციალური საყელოების ტარება
  • ფიზიოთერაპია
  • მასაჟები
  • სამკურნალო ფიზკულტურა

მედიკამენტოზური მკურნალობა:

  • ანალგეტიკები
  • სპაზმოლიტიკები
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ქონდროპროტექტორები
  • B ჯგუფის ვიტამინები
  • ასევე გარეგანი გამოყენების მაზები, გელები, კრემები

პროფილაქტიკა

  • აქტიური ცხოვრების წესი
  • დილის ვარჯიშები
  • ბალანსირებული დიეტა
  • მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება
  • მძიმე საგნების აწევისგან თავის შეკავება
  • ძილის მოწესრიგება

 ნერვული სისტემის დაავადებები

კისრის ოსტეოქონდროზიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

 🩺 კისრის ოსტეოქონდროზი – ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა დისკის დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანება
⭕️ ოსტეოქონდროზის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა ხერხემალში, დისკი კარგავს დრეკადობას და ელასტიურობას. ზეწოლის გამო ფიბროზული რგოლი გამოიბერება

🔎 კისრის ისტეოქონდროზის განვითარების მიზეზები მოიცავს:
➡️ ხანგრძლივი მდებარეობა ერთ არასწორ, დაძაბულ პოზაში;
➡️ დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობა;
➡️ მუდმივად ავტომობილის მართვა;
➡️ კისრის ნაწილში მარილების დაგროვება;
➡️ არაკომფორტული საწოლი;
➡️ ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი;
➡️ გენეტიკური წინასწარგანწყობა

🆘 კისრის ოსტეოქონდროზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:
მემკვიდრული წინასწარგანწყობა;
კისრის ნაწილის დაზიანება;
გადაცივება;
ჰორმონული დარღვევები;
რევმატიზმი;
სისტემური წითელი მგლურა

💬 რა საფრთხეებს მოიცავს კისრის ოსტეოქონდროზი? როგორ ხხდება ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა?
👉 მიიღეთ პასუხები ამ და სხვა კითხვებზე სტატიიდან – https://bit.ly/3LoPkpc
#ოსტეოქონდროზი #კისრისოსტეოქონდროზი #ოსტეოქონდროზისსიმპტომები #ოსტეოქონდროზისრისკფაქტორები #ოსტეოქონდროზისგამომწვევიმიზეზები #ოსტეოქონდროზისმკურნალობა #ოსტეოქონდროზისდიაგნოსტიკა #ოსტეოქონდროზისპროფილაქტიკა #ოსტეოქონდროზისსამკურნალოპრეპარატები #ოსტეოქონდროზისმალამო #კისრისოსტეოქონდროზისნიშნები #რაარისოსტეოქონდროზი #ტკივილიკისერში #ტკივილიკეფაზე #ტკივილიმხრებში #ტკივილიხელებში #დაბუჟებახელებში #დაბუჟებაფეხებში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი