თირკმლის გადანერგვა

თირკმლის გადანერგვა – ეს არის თირკმლების ისეთი დაავადებების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელთა განკურნებაც არ ხერხდება დონორის ორგანოს გადანერგვის გარეშე.

თირკმლის გადანერგვა იყოფა 2 ეტაპად:

დონორული ეტაპი – ხდება დონორის შერჩევა; შეიძლება იყვნენ ნათესავები, რომელთაც ორივე თირკმელი აქვთ ჯანმრთელი და არ აღენიშნებათ ინფექციური დაავადებები (ჰეპატიტი, შიდსი), ან შეიძლება იყოს გარდაცვლილი ადამიანი, რომლის ნათესავებიც აცხადებენ წერილობით თანხმობას ორგანოების გადანერგვის შესახებ. ამასთანავე, მოწმდება შეთავსებადობა სისხლის ჯგუფის, გენეტიკური მასალის, ასაკის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. შეთავსებადობის შემთხვევაში, დონორს ამოკვეთენ თირკმელს, წმენდენ სპეციალური ხსნარებით და ინახავენ პაციენტის მომზადებამდე. ეს უმჯობესია მოხდეს პირველი ორი დღის განმავლობაში.

რეციპიენტული ეტაპი – ამ ეტაპზე ხდება უშუალოდ გადანერგვა. მას შემდეგ, რაც დონორის თირკმელს მოათავსებენ თეძოსქვეშა ფოსოში, შემდეგ ახდენენ სისხლძარღვების და შარდსაწვეთების შეერთებას. ამასთან, პაციენტის ბუნებრივი თირკმლები თითქმის ყოველთვის რჩება თავის ადგილზე, არ ამოიკვეთება. მას შემდეგ, როცა თირკმელი „ჩაირთვება“, საოპერაციო ჭრილობას შრეობრივად კერავენ, კანზე ადებენ კოსმეტიკურ ნაკერს.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


თირკმლის გადანერგვის ჩვენება

ერთადერთი ჩვენება თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ბოლო სტადია; ის შეიძლება განვითარდეს:

  • ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს
  • ქრონიკული პიელონეფრიტის დროს
  • თირკმლების პოლიკისტოზის დროს
  • დიაბეტური ნეფროპათიის დროს
  • თირკმლების ტრავმის დროს
  • თირკმლები განვითარების ანომალიის დროს
  • თირკმლების სიმსივნური წარმონაქმნების დროს, თუ მკურნალობის შემდეგ გასულია 2 ან მეტი წელი.

თირკმლის გადანერგვის უკუჩვენება

თირკმლების ტრანსპლანტაცია არ შეიძლება, თუ:

  • დონორის ტრანსპლანტანტი იმუნოლოგიურად არ გამოდგება გადანერგვისათვის. აღწერილია ლიმფოციტებთან რეაქცია, რის გამოც გარდაუვალია გადანერგილი თირკმლის უარყოფითი რეაქცია.
  • არსებობს თირკმლების ან სხვა ორგანოების ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომელთა მკურნალობა არ ჩატარებულა ან მკურნალობის შემდეგ გასულია 2 წელზე ნაკლები დრო. გამონაკლისს წარმოადგენს თირკმლების უსიმპტომო სიმსივნეები, რომელთა მკურნალობაც იყო ეფექტური. ამ დროს ლოდინის დრო უტოლდება 0-ს და პირიქით, ლოდინის დრო იზრდება 5 წლამდე, თუ აღინიშნება საშვილოსნოს ყელის, მკერდის სიმსივნის ან მელანომის მკურნალობა.
  • ორგანიზმში ინფექციის არსებობისას (მათ შორის B და C ჰეპატიტების დროს)
  • ნებისმიერი ორგანოს ქრონიკული დეკომპენსაციის დროს, მაგ: გულის უკმარისობა, წყლულოვანი დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.
  • ექიმის მითითებების არშესრულება, გადანერგვის შემდეგ აუცილებელია დროულად და რეგულარულად მიღება გარკვეული პრეპარატების, რომელთა გარეშეც მოხდება დონორის თირკმლის არ მიღება.
  • ნებისმიერი სახის ფსიქოზი, რომელსაც თან ახლავს პიროვნების შეცვლა (შიზოფრენია, ეპილეფსია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია).

თირკმლის გადანერგვის შედეგები

თირკმლის გადანერგვა

ახალი თირკმლების ნორმალიზაცია ხდება რამოდენიმე დღეში, თირკმლის უკმარისობა კი გაცილებით უფორ ნელა, კვირეების მანძილზე.

რომ არ მოხდეს ახალი თირკმლის არ მიღება, ავადმყოფს ოპერაციის შემდეგ მაშინვე უნიშნავენ იმუნოსუპრესორულ პრეპარატებს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მიმღები ორგანიზმის იმუნურმა უჯრედებმა ახალი თირკმელი არ აღიქვან როგორც უცხო სხეული. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ციტოსტატიკები და სტეროიდები (აზათიოპრინი, პრედნიზოლონი, ციკლოსპორინი). თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე იმუნიტეტის დაქვეითებისა – თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება ინფექციური დაავადება. პირველ კვირაში აკრძალულია ნათესავების ნახვა.

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ინდივიდალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგ: იმუნიტეტის მდგომარეობაზე, ინფექციების და მისი თანმდევი დაავადებების არსებობაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 20 წელზე მეტია ცოცხლობენ გადანერგილი თირკმლებით.

უშუალოდ ოპერაციის შემდეგ, ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია დიეტის დაცვა, რომელიც მკაცრად გამორიცხავს მარილიან, ცხიმიან, ტკბილ და დაფქვილ საკვებს.  გადასვლა >> ტრანსპლატოლოგია